ანექსიას, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის გეგმებს, უკრაინა ძალიან კრიტიკულად აღიქვამს - საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი
„უკრაინული მხარის მთავარი ამოცანა იყო უშიშროების საბჭოში კიდევ ერთხელ გამოეხატა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, დღეს შექმნილ ვითარებას იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აპირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის გეგმებს, უკრაინა ძალიან კრიტიკულად აღიქვამს,“- ეს განცხადება საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველმა, გეორგი ნაზაროვმა გააკეთა.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ერთხმად დაგმეს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა. რუსეთის წარმომადგენლის გარდა ამ საკითხზე ყველას ერთიანი პოზიცია ჰქონდა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი რუსეთი კვლავ გააგრძელებს ამ პროცესს და იმის კეთებას, რასაც გვიანონსებს, ეს საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. უკრაინას სურდა, დროულად მიეტანა ეს პოზიცია უშიშროების საბჭოს წევრებამდე,“- განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველმა, გეორგი ნაზაროვმა.
