Добавить новость
123ru.net
Все новости
Март
2017

"ფორმალურად გვაქვს დემოკრატია, მაგრამ განადგურებულია რეფორმების ექსპერიმენტი" - EPP-ის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა

0

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე ქართული დელეგაციის მხრიდან განცხადებები გაკეთდა მალტაში, სადაც ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების - ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა მიმდინარეობს.

შეხვედრას 40-მდე ქვეყნის 2 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ უკვე მიმართა სიტყვით პარტიის პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლმა. გამომსვლელებს შორის იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე ისაუბრა.

„გუშინდელი დღიდან საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ ყველა ევროპულ ქვეყანაში. ჩემმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები ამ საკითხზე, ავაშენეთ აეროპორტები, მოვამზადეთ საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ გვჯეროდა, სანამ ეს მართლაც რეალურად არ მოხდა. ეს არის ახდენილი ოცნება. მადლობას ვუხდი ევროპის სახალხო პარტიას მხარდაჭერისთვის. მაქვს ორ ფრონტზე ბრძოლის პატივი. ვარ საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარე და ასევე ვხელმძღვანელობ უსწრაფესად მზარდ პარტიას უკრაინაში, მაგრამ დღეს საქართველოს შესახებ ვილაპარაკებ.

"9 წელი ვხელმძღვანელობდით ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტს პოსტ საბჭოთა სივრცეში, ჩვენ შევძელით ქვეყნის რადიკალური შეცვლა და სამაგალითო გავხადეთ რეგიონში. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით. მაგრამ, ეს ადამიანები არასდროს იქნებიან მზად შექმნან ძალაუფლება ცვლილებებისა და რეფორმების გზით. დღეს ვართ ასეთ სიტუაციაში. ფორმალურად გვაქვს დემოკრატია, მაგრამ განადგურებულია რეფორმების ექსპერიმენტი, რაც იყო გამოწვევა რუსეთისთვის და პუტინის რეჟიმისთვის. ასეთივე სურათია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს. ამიტომ ევროპის სახალხო პარტიამ, რომელიც ამ ღირებულებებს ეფუძნება, მის დასაცავად ხმა უნდა აიმაღლოს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

EPP-ის ყრილობის ფარგლებში იმართება სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები. ერთ ერთი პანელი ეუთოს წევრ ქვეყნებში ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების საკითხს დაეთმო და დისკუსიაში ქართული დელეგაციიდან ევროპული საქართველოს სახელით გიგი წერეთელი მონაწილეობდა. მან ეუთოს პრინციპებისა და საერთაშორისო ნორმების დაცვის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

„საზღვრების არასდროს შეცვლა ძალის გამოყენებით - ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველანი გავხდით მოწმე, რომ ეს პრინციპი დაირღვა საქართველოში, რომელსაც მე წარმოვადგენ დღეს და ასევე, უკრაინაში. ამ ყველაფერს კი სერიოზული უარყოფითი შედეგები მოყვა და ახლაც სახეზეა. ეუთო არის უსაფრთხოების ორგანიზაცია და ჩართულია კონფლიქტების პრევენციაში, მათ მოგვარებასა და შემდგომ სამუშაოებში. ის ასევე მხარს უჭერს კონფლიქტის შემდგომ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ზომებს და რაც უმნიშვნელოვანესია მდგრად განვითარებას,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net