ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება მონაწილეობდა ამ გადაწვაში - ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების აქცია პროკურატურასთან
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა პროკურატურასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
ადვოკატის თქმით, მათ პროკურატურაში რამდენიმე საჩივარი აქვთ შეტანილი, რომლებიც ასევე ხანძრის გამოძიებასა და პასუხისმგებელი სუბიექტის დადგენას და კანცელარიასთან კარვის გაშლისთვის ხელის შეშლას ეხებოდა, თუმცა რეაგირება საჩივრებზე ამ დრომდე არ ყოფილა.
„შეგნებულად ხდება გაჭიანურება, შეგნებულად ხდება დაზარალებულად არ ცნობა, ვინაიდან დაზარალებულად ცნობისთანავე უნდა მოხდეს პასუხისგებაში პიროვნებების მიცემა. ვინც ვალდებული იყო დაეცვა უსაფრთხოების წესები ხანძართან მიმართებაში. მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება, ეს ადამიანები დაზარალებულად იქნენ ცნობილი და სასწრაფოდ იქნას დასჯილი ყველა ის პირი ვისაც წვლილი მიუძღვის ადამიანების ქონების განადგურებაში,“-განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.
მოგვიანებით მოვაჭრეებსა და ადვოკატებს პროკურატურის წარმომადგენელი შეხვდა, რომელიც დაჰპირდა, რომ მოკლე დროში დაიწყება ხანძრის გამოძიება და რეაგირება და ასევე მოვაჭრეების დაზარალებულად ცნობა.
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების მოთხოვნებს შორის საბანკო ვალდებულებების შეჩერება და დაზარალებულად ცნობამდე, ერთჯერადი 5 ათას ლარიანი დახმარებაცაა.
„ამ შენობაში ზის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროკურორი შოთაძე, რომელიც ემორჩილება სავარაუდო გენერალურ პროკურორს შუშის სასახლეში, ივანიშვილს.
"ადამიანებმა, რომლებმაც 100 ათასობით ლარის ზარალი, დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ. სავარაუდოდ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება მონაწილეობდა ამ გადაწვაში,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
