„ეს იყო ნასვამი ადამიანის დაგროვებული ბოღმა"- რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას არასწორად მიიჩნევს
„ეს ყო ნასვამი ადამიანის დაგროვებული ბოღმა, ერთმა შეურაცხმყოფელმა წამოსროლილმა ფრაზამ ნიკა გვარამიასგან, სპონტანური რეაქცია გამოიწვია, მივიდა და დაარტყა,“- ეს განცხადება ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებული რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გააკეთა.
გაჩეჩილაძის ადვოკატი თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით აცხადებეს, რომ ეს იყო „ნიკა გვარამიას მხრიდან მისი მამის, ბიძის მიმართ დღევანდელ დღემდე ინტენსიური, ყოველდღიური შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება.“
ლილი გელაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას განცხადებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავენ.
რატი გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო.
„მიგვაჩნია, რომ იმ ფარგლებში, რაც ახლა მიმდინარეობს, ესეც არ არის სწორი. ეს იყო წმინდა ერთი-ორი დარტყმა, რომელსაც კი არ ვაკნინებ, ან ვაბუქებ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება და არ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. პოლიტიკური ნიშნით ცდილობს, ამ ჩარჩოში, რაკურსში გადაიყვანოს ნიკა გვარამიამ, რაც აბსურდია, ეს უკვე მათი ხელწერაა, ვინმემ, რომ მათზე რამე განაცხადოს, ეს პოლიტიკური დევნით და ფიგურებად უნდა წარმოჩინდნენ,“ - განაცხადა გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.
