„უზრუნველყოფის სახით პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული"- ნიკა გვარამიას ადვოკატი
რატი გაჩეჩილაძისთვის შეფარდებული ბრალი ნიკა გვარამიას ადვოკატმა კურიერის პირდაპირ ეთერში შეაფასა. ადვოკატის თქმით, 126-ე მუხლი, რომელიც შედარებით მსუბუქ დანაშულს წარმოადგენს, სპეციალურად იქნა შერჩეული, რათა შემსუბუქებულიყო რატი გაჩეჩილაძისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა.
„სამართალდამცავ ორგანოებს რატი გაჩეჩილაძის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით უნდა დაეკვალიფიცირებინათ, რომელიც გულისხმობს, პირის პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობას,“- აცხადებს საძაგლიშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით სამართალდამცავებს წერილობით უკვე მიმართა.
„მოვითხოვთ, რომ ქმედება სწორად შეფასდეს და შერჩევითი მიდგომა არ მოხდეს და ვიღაცებისთვის პასუხისმგებლობის შემცირება იმის გამო, თუ რამდენად დაახლოებული არიან ხელისუფლებასთან და რამდენად ხელისუფლებისთვის არასასურველ პიროვნებებს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას,“- განაცხადა საძაგლიშვილმა.
ადვოკატმა სასჯელის აღკვეთის ღონისძიების ზომაზეც ისაუბრა.
„რაც ვუსმინე ადვოკატის განცხადებას, რომ თურმე ერთი-ორი წამორტყმა არაფერია, დაახლეობით, მსგავსი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული რატი გაჩეჩილაძის მამის მხრიდან, შეგვიძლია შეგვექმნას წარმოდგენა, რომ ერთი-ორი წამორტყმა ადამიანებისთვის მათთვის არაფერს ნიშნავს, ასეთ პირობებში უზრუნველყოფის სახით პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მომამავლში მათ მიერ დანაშულის პრევენცია მოხდეს,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
