თავდასხმა "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე - ნიკა გვარამიას ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
დევნა ჩადენილი ძალადობით, პოლიტიკური შეხედულებების ან საზოგადოებრივი აქტივობის გამო. საქმის გამოძიების ამ მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ადვოკატი. მისი თქმით ის მუხლი, რომლითაც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, აბსურდულია.
"126-ე მუხლით ამ ქმედების დაკვალიფიცირება შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მსუბუქი სასჯელი იქნეს გამოყენებული დამნაშავის მიმართ და შესაბამისად, მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის გათვალისწინებული წესით,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მუხლის გადაკვალიფიცირებაზე დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა ნიკა გვარამიამ.
“თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა. თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით. კვალიფიკაცია, რომელიც ჯერ-ჯერობით აქვს საქმეს - ძალადობა, სრულიად არაადეკვატურია. თავდასხმა იყო ჯგუფური," - წერს ნიკა გვარამია.
