დმიტრი პესკოვი: პუტინსა და ერდოღანს შორის საუბრის გამართვა ჯერჯერობით არ იგეგმება
კრემლის სპიკერ დმიტრი პესკოვს რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ ჰკითხეს, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გასაუბრებას.
„ჯერჯერობით არა“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლში განხორციელებული თავდასხმის გამო, „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეთანხმება თურქეთის შუამავლობით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს ითვალისწინებდა.