„შენ ხარ განუმეორებელი მომღერალი“ – აჩიკო ბერიძემ კოლეგებიც აღაფრთოვანა (ვიდეო)
0
აჩიკო ბერიძემ „მიმღერეს“ პროექტში, როგორც პირველი სეზონის მონაწილემ, შეასრულა მარიკა კვალიაშვილის კომპოზიცია „შენ გენაცვალე“.
მას აკომპანირებას დავით მაზანაშვილის ბენდი უწევდა.
აჩიკო ბერიძემ „მიმღერეში“ საკუთარი შესრულებით კოლეგებიც კი აღაფრთოვანა.
„თეატრალურის კვარტეტის“ წევრმა, კობა შემოქმედელმა-ჭეფხოძემ მისი ნამღერი სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა: „შენ ხარ განუმეორებელი მომღერალი“.