ჰასანლუს მისტერია და 2800 წლოვანი ამბორის ისტორია
1972 წელს ირანში, თეფე ჰასანლუში, არქეოლოგიური გათხრების დროს, ორი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ისინი სამარხში 2800 წლის განმავლობაში იყვნენ განთავსებულნი. პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, წყვილი ერთად გარდაიცვალა ძვ.წ 800 წელს. როდესაც ქალაქი უცნობმა დამპყრობელმა გაანადგურა. ადგილი ჰქონდა მასობრივ ხანძარსაც. სიკვდილის წინ მათ ერთმანეთს უკანასკნელად აკოცეს, რაც მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.
ჰასანლუ ჩრდილოეთ ირანის უძველესი ქალაქი და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. აქ სხვადასხვა დროს არაერთი დიდი საგანძურია აღმოჩენილი. მას დროში გაყინულ ქალაქსაც ეძახიან ანტიკური ხანის შენობებით, არტეფაქტეფით და ადგილებით. ჰასანლუს შეყვარებულებთან ერთად აქ კიდევ 246 ადამიანის ჩონჩხი იპოვეს, რომლებიც ასევე ქალაქის ნგრევის დროს დაიღუპნენ.
წყარო/ფოტო: History Photographed