ირანში მოკლული იპოვეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ორი მებრძოლი
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმის" ცნობით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ზაჰედანში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ორი წარმომადგენელი მოკლეს.
"წამებულებად იქცნენ გვარდიის პოლკოვნიკი მეჰდი მოლაშაჰი და ჩვენი ბასიჯი ძმა, ჯავად კიხა, რომელიც უცნობმა პირებმა ზაჰედანის სოციალური უსაფრთხოების არეალში დახოცეს", - ნათქვამია 25 ოქტომბერს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში.
სახელმწიფო უწყების ინფორმაციაში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ მიმდინარეობს მომხდარი თავდასხმის გამოძიება.