Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

IAEA უკრაინაში შეამოწმებს ობიექტებს, სადაც რუსეთის მტკიცებით, "ბინძურ ბომბებს" ამზადებენ

0
IAEA უკრაინაში შეამოწმებს ობიექტებს, სადაც რუსეთის მტკიცებით,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტები უახლოეს დღეებში ჩავლენ უკრაინაში, რომელსაც რუსეთი ბრალს სდებს ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით პროვოკაციის მზადებაში. უკრაინამ, რომელიც რუსეთს ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ბირთვულ შანტაჟად აფასებს, სააგენტოს ექსპერტები 24 ოქტომბერს მიიწვია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, უკრაინაში მდებარე ორივე ობიექტი, სადაც რუსეთის თანახმად, შესაძლოა, გარკვეული საქმიანობა მიმდინარეობდეს, სააგენტოს დაცვის ქვეშაა და ამ ობიექტებს ინსპექტორები რეგულარულად ამოწმებენ. გროსი კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს.

სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტი ერთი თვის წინაც შეამოწმეს და მათი დასკვნა სრულად შეესაბამება უკრაინის მიერ დეკლარირებულ გარანტიებს. რაფაელ მარიანო გროსის თანახმად, ინსპექტორებს ამ ობიექტზე არ აღმოუჩენიათ არანაირი არადეკლარირებული საქმიანობა, ან ბირთვული მასალები.

23 ოქტომბერს, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, პროვოკაციას ამზადებდეს ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით, კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურს და კიევსა და ხარკოვში მდებარე სამეცნიერო ცენტრებს ასახელებდნენ სავარაუდო ადგილებად, სადაც „ბინძურ ბომბებს“ ამზადებენ.

24 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ "ბინძური ბომბის" შექმნა დავალებული აქვს ორ ორგანიზაციას და მუშაობა ბოლო სტადიაზეა. კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს, რუს გენერალს არ უთქვამს, თუმცა, დაამატა, რომ უკრაინაში არსებობს ბირთვული მრეწველობის ობიექტები, რომლებსაც აქვთ რადიოაქტიური მასალები და ეს ობიექტებია სამხრეთ უკრაინის, ხმელნიცკის და როვნოს ატომური ელექტროსადგურები და ჩერნობილის დახურული სადგური, რომლის საცავებში ინახება რადიოაქტიური ნარჩენები.

მას შემდეგ, რაც 23 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თურქეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს დაურეკა და უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" შესაძლო გამოყენებაზე ელაპარაკა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს. უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი თავად აპირებს ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებას, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

В Зеленограде появится производство альбумина и иммуноглобулина — Собянин


Спорт в России и мире
Москва

Псковичка стала призером соревнований по прыжкам в высоту в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Акция «Чистый лес» состоялась в округе Шатура





Путин в России и мире
Москва

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

В Академическом открылась Школа джазовой импровизации Игоря Бутмана



Москва

Пятеро иностранцев изнасиловали 15-летнюю девочку в Чите

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net