საფრანგეთში ჟურნალ „შარლი ებდოსა“ და ქოშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმაში ბრალდებულებს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
საფრანგეთში სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოსა“ და ქოშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმიდან შვიდი წლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენები გამოაცხადა. პარიზის სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ბრალდება, რომ ერთ-ერთი დაკავებული მონაწილეობდა პარიზის მახლობლად მდებარე სუპერმარკეტზე თავდასხმის მომზადებაში. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მეორე ბრალდებულმა, სასამართლოს რწმენით, იარაღი შეიძინა და თავდასხმების თანადაფინანსებაში მონაწილეობდა. მას 13 წლით პატიმრობა შეუფარდეს.
2015 წელს სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოსა“ და ქოშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმისას 17 დაიღუპა, მათ შორის საფრანგეთის ცნობილი კარიკატურისტები. სამი თავდამსხმელი შემდგომ პოლიციის ოპერაციის დროს მოკლეს.