Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

„დღეს უკრაინაში ჩეჩნური ჯარი ყალიბდება“ - ინტერვიუ აჰმედ ზაკაევთან 

0
„დღეს უკრაინაში ჩეჩნური ჯარი ყალიბდება“ - ინტერვიუ აჰმედ ზაკაევთან 

18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა და „ჩეჩენი ხალხის გენოციდი“ დაგმო. გადაწყვეტილებას მხარი 351-დან 287-მა დეპუტატმა დაუჭირა. 64-მა თავი შეიკავა. წინააღმდეგ არავინ წასულა.

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ხელმძღვანელს აჰმედ ზაკაევს, რომელიც ახლა უკრაინაშია,  რადიო თავისუფლების ჟურნალისტი  სანდრო ჯუფალაკიანი ესაუბრა.   

- როგორ შეაფასებდით უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებას?  

- ჩეჩენი ხალხის ისტორიაში ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ისტორიული მომენტია, სამართლიანობის ზეიმი. სამართალმა გაიმარჯვა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია ჯერ კიდევ 1997 წელს იყო აღიარებული ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოს მიერ, უკრაინის ჩათვლით [1997 წლის იანვარში ეუთომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის არჩევნებზე ათობით დამკვირვებელი მიავლინა - რ.თ.], მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში აუცილებლად აღინიშნებოდა, რომ ჩვენ არ ვართ აღიარებულები.

უკრაინის პარლამენტმა ამ დადგენილებით არაორაზროვნად განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც 1997 წელს უკვე იყო განცხადებული, ანუ იჩქერიის დამოუკიდებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მორალური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. მორალურ მხარეს რაც შეეხება, ჩეჩნები მართლაც ემადლიერებიან უკრაინელ ხალხს და უკრაინის პარლამენტს. პრაქტიკული თვალსაზრისით კი, ეს საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო ძალები ჩავრთოთ და ვთქვათ, რომ დღეს შეგვიძლია და უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ნებისმიერი მეთოდი ჩვენი მიზნებისთვის, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. ჩვენ შეგვიძლია იმედი გვქონდეს სხვა ქვეყნებისა და სახელმწიფოების დახმარების. აღიარეს რა დღეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ხელი უნდა შეგვიწყონ, რომ ჩვენ მისი დეოკუპაცია მოვახდინოთ და ჩვენი დამოუკიდებლობა აღვადგინოთ.  

- ფიქრობთ, რომ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, ბალტიის ან აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დაგიჭერენ მხარს?

- ყველა ქვეყნის მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. დღეს თუ დგას საკითხი, რომ რუსეთი აღიარონ, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო, მაშინ ასეთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოზე პრეტენზია ჰქონდეს. არანაირი ტერიტორიული პრეტენზია აღარ უნდა გააჩნდეთ ჩვენ მიმართ. უკრაინაში მომხდარი ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა სწორედ იმ ნორმატიული აქტებით იყო გამყარებული, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში მიიღეს. ჩვენი სტატუსი დამტკიცებული იყო საერთაშორისო ინსტიტუციებისა და თავად რუსეთის მიერაც. 

- უკრაინის რადის გადაწყვეტილების შემდეგ თუ ელოდებით რამე განცხადებას საქართველოს ხელისუფლებისგანაც?  

- ვფიქრობ, საქართველომ უკვე შეიტანა თავისი წვლილი ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში, აღიარა რა ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1992 წელს [1992 წლის მარტში დამხობილმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის შესახებ - რ.თ.].

ცხადია, რომ დღეს საქართველო მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშაა. ამიტომ საქართველოსგან არ ველით ხისტ განცხადებებს ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების მხარდასაჭერად. 

- ბევრი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან დამარცხების შემთხვევაში რუსეთს დაშლა ემუქრება. ბევრი ამის წინაპირობასაც ხედავს.  თქვენც ფიქრობთ, რომ ჩეჩნეთის ბედიც უკრაინის ფრონტზე წყდება?

- ვითარება როგორც არ უნდა შეიცალოს, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ მაინც არ დავაყენებთ. უკრაინის გამარჯვება გულისხმობს, რომ რუსეთისგან სხვა სახელმწიფო წარმოიქმნება. თუ ეს არ მოხდა, რა გამარჯვებაზეა საუბარი?! ამიტომ ვიმედოვნებ, რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი გამარჯვება. რუსეთის იმპერია, ისეთი, როგორიც ის დღესაა, მთელი კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ყველა უნდა შეეცადოს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და რუსეთი რამე სხვა სახელმწიფოდ გარდაიქმნას. 

- უკრაინის ომში  ჩეჩნები ორივე მხარეს აღმოჩნდნენ, რისთვის იბრძვიან ისინი? 

უკრაინის მხარეს თავისუფალი ჩეჩნები იბრძვიან, ხოლო რუსეთის - რუსული არმიის ჯარისკაცები, მიუხედავად იმისა, რომელ ეთნოსს მიეკუთვნებიან ისინი. ამ ჯარში ჩეჩნებიც არიან, ინგუშებიც და დაღესტნელებიც.  ეს რუსეთის ჯარია და რუსეთის ძალოსნები, რუსეთის ომის დამნაშავეები, რომლებიც უკრაინაში დანაშაულს სჩადიან. მათ არც ეროვნება აქვთ, არც რელიგიური კუთვნილება. ესენი რაშისტები, რუსისტები არიან, რომლებიც დღეს უკრაინაში დანაშაულებრივ ომს აწარმოებენ. და არიან ჩეჩნები, რომლებიც უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან, იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომლებიც ჩეჩნეთის სახელმწიფოებრიობის წინაპირობას წარმოადგენენ. დღეს აქ, უკრაინაში, ყალიბდება ჩეჩნური ჯარი, რომელიც შემდეგ ჩვენს ქვეყანას გაათავისუფლებს, დეოკუპაციას მოახდენს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин проверил, как продвигается капремонт детской поликлиники №125


Спорт в России и мире
Москва

Росгвардейцы обеспечили правопорядок во время футбольных матчей в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации





Путин в России и мире
Москва

«Газпром-Медиа» и Медиакорпорация Китая подписали соглашение о сотрудничестве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Президент Камеруна получил послание от Президента Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский заявил, что обеспокоен заявлениями республиканцев в США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Мать рэпера Тимати Симона Юнусова назвала его девушку хорошей



Москва

В 17 округах Подмосковья приступили к модернизации теплоснабжения

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net