ოლექსეი გონჩარენკო: რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, თუ მან მსგავსი სიტყვები თქვა, მას უბრალოდ უნდა შერცხვეს. ეს იყოს მის ნამუსზე..
“ეს იყოს მის ნამუსზე… თუ მსგავსი სიტყვები თქვა, უნდა შერცხვეს” – ასე პასუხობს რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “გონჩარენკო არასერიოზული კაცია, ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში”.
ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.
“კომენტარს არ გავაკეთებ მის განცხადებაზე. ეს იყოს მის ნამუსზე. მასთან პირადი ურთიერთობები არ მაკავშირებს, ნამდვილად ვწუხვარ, რომ “ქართული ოცნება” ირჩევს პუტინის მხარეს. და ამით საქართველოს ძალიან დიდ ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეს ასევე აზიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მე მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველები და არ დავიწყებ გამოყოფას ქართველების. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, თუ მან მსგავსი სიტყვები თქვა, მას უბრალოდ უნდა შერცხვეს”, – თქვა გონჩარენკომ.