Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

სარიტუალო ბიუროსთვის ჭირისუფლის ნომრის გადაცემისთვის სასწრაფოს ექიმი დაითხოვეს

0
სარიტუალო ბიუროსთვის ჭირისუფლის ნომრის გადაცემისთვის სასწრაფოს ექიმი დაითხოვეს

დამკრძალავი ბიუროსთვის ჭირისუფლის პირადი ნომრის შეუთანხმებლად გადაცემის გამო სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი სამსახურიდან დაითხოვეს. ხოლო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაავალა შემოიღოს ისეთი წესი, რომ ცენტრის დისპეტჩერებმა ექიმებს ტელეფონის ნომრები არ გადასცენ.

რადიო თავისუფლება ცოტა ხნის წინ წერდა, როგორ ურეკავდნენ შეუთანხმებლად ჭირისუფლებს მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან დაახლოებით ნახევარ საათში, პირად ტელეფონზე, სარიტუალო მომსახურების ბიუროებიდან და სერვისს სთავაზობდნენ.

გარდაცვლილების ახლობლები ვერ ხვდებოდნენ, ვინ აძლევდა სარიტუალო ბიუროს მათი პირადი მობილურის ნომერს, რადგან მათ ჯერ არსად დაერეკათ, მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების ამბავი კი მხოლოდ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ექიმმა იცოდნენ.

ერთ-ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა, ანასტასია სლოვინსკაიამ, რომელსაც ასეთი სერვისიდან ბებიის გარდაცვალებიდან ერთ საათში დაურეკეს, პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაზე პასუხი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს 112-ს მოსთხოვა, რადგან, წესით, ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრი პირველად სწორედ 112-ს ატყობინებს მომხდარს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო სამსახურში, ამ ამბის მოკვლევა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ანასტასია სლოვინსკაიამ რამდენიმე დღის წინ უწყებიდან პასუხი მიიღო: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან მას აცნობეს, რომ სარიტუალო მომსახურების ბიუროს მისი პირადი ტელეფონის ნომერი სასწრაფოს ექიმმა გადასცა.

ექიმს კი, მობილურის ნომერი მისამართზე გასვლის წინ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისპეტჩერმა ჩააწერინა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ცენტრს უკვე მიღებული აქვს გარკვეული ზომები მოქალაქეების სატელეფონო ნომრის კონფიდენციალობის დასაცავად - სასწრაფოს ექიმებს, ჭირისუფლის ტელეფონის ნომერი, როგორც წესი, პროგრამულად არ მიეწოდებათ.

მათ დისპეტჩერს შეუძლია, ექიმი, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს ზარის გადამისამართებით დააკავშიროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმმა არ იცის ზარის ინიციატორი პირის სატელეფონო ნომერი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ასევე განაცხადა, რომ ცენტრის ექიმები საგანგებოდ გაფრთხილებულებიც არიან, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია არ გაამჟღავნონ.

ცენტრი კატეგორიულად უარყოფს, თითქოს ექიმებს ვინმე ავალებდეს სარიტუალო მომსახურების სამსახურთან ჭირისუფლის დაკავშირებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გამოიკვლია, რომ ანასტასია სლოვინსკაიას ბებიის გარდაცვალების დღეს, ექიმმა სარიტუალო სამსახურის წარმომადგენელთან დარეკვა თავად გადაწყვიტა - „ცენტრთან შეუთანხმებლად“.

როდესაც მიზეზი ჰკითხეს, სასწრაფოს ექიმმა უპასუხა, რომ ჭირისუფლის ტელეფონის ნომრის სარიტუალო ბიუროსთვის გადაცემას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - „დროულად დაეორგანიზებინათ მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება“.

მაგრამ მოკვლევით დადასტურდა, რომ ცენტრის ექიმმა ისე გაამჟღავნა სატელეფონო ნომერი, რომ მას ოჯახის წევრების თანხმობა არ მიუღია, არც მისთვის უთხოვია ვინმეს სარიტუალო ბიუროსთან დაკავშირებაში დახმარება.

ეს ნიშნავს, წერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური, რომ ექიმს არ ჰქონდა „მონაცემთა გამჟღავნების კანონიერი ინტერესი“.

და მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი მიუწვდებოდა კონკრეტულ ინფორმაციაზე, ის ვალდებული იყო დაეცვა კონფიდენციალობა.

სასწრაფოს ექიმმა პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის 43-ე მუხლი დაარღვია, რისთვისაც მას დაეკისრა „შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი“ - (გაფრთხილება ან ჯარიმა 500 ლარი), თუმცა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ეს ექიმი სამსახურიდან გათავისუფლებულია.

სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე მოიკვლია, რომ მიუხედავად დისპეტჩერების შესაძლებლობისა, ექიმი და გარდაცვლილის ოჯახის წევრი ერთმანეთს სპეციალური პროგრამით დააკავშიროს და არ გაამჟღავნოს სატელეფონო ნომერი, მაინც ხდება ისე, რომ ცენტრის თანამშრომელი ექიმს ჭირისუფლის ნომერს აძლევს.

ისინი ზეპირად არიან გაფრთხილებულები, რომ ეს არ გააკეთონ, თუმცა არ არსებობს რაიმე შიდა საორგანიზაციო დოკუმენტი, რომელიც მოაწესრიგებდა, რა სახის პერსონალური მონაცემი უნდა გადაეგზავნოს ექიმს 112-ისგან მიღებული გამოძახების გადამისამართების შემთხვევაში.

სახელმწიფო ინსპექტორმა ცენტრს ასევე დაავალა, საგანგებოდ შეიმუშაოს და ცენტრის თანამშრომლებს გააცნოს 112-ისგან მიღებული გამოძახების - დისპეტჩერის მიერ ექიმისთვის გადამისამართების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი.

ამ წესით უნდა განისაზღვროს, ცენტრის რომელი თანამშრომლისთვის რა მონაცემი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, რა მიზნით შეუძლიათ მათ ამ მონაცემების გამოყენება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Детский фестиваль искусств «Небо» станет праздником для всей семьи


Спорт в России и мире
Москва

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Вице-президент ФТР Селиваненко: у Рублева не пошла игра с Арнальди


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Портал «Малый бизнес Москвы» насчитывает более 200 тыс пользователей





Путин в России и мире
Москва

Лучшие фото недели // Запоминающиеся кадры 27–31 мая


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Путин и Лукашенко обсудили по телефону предстоящий саммит ШОС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

НАТО оказалась не готова к войне с Россией. Тайное соглашение США и Киева: Враг нацелился на Белгород - источники


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»



Москва

Финансовые финансы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net