იტალიაში დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად
იტალიაში ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო პრეზიდენტს და არჩევნებში გამარჯვებულ ძალებს შორის.
20 ოქტომბერს იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა შეხვდა სენატის ახალ თავმჯდომარეს, მემარჯვენე პარტია Fratelli d'Italia-ის (იტალიის ძმები) წარმომადგენელს, იგნაციო ლა რუსას.
დაგეგმილია მოლაპარაკება მემარჯვენე-პოპულისტურ Lega-ს წევრთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ლორენცო ფონტანასთან.
21 ოქტომბერს მოლაპარაკებები გაგრძელდება მემარჯვენე ალიანსის სამი პარტიის ხელმძღვანელებთან, რომლებმაც ერთად უნდა შექმნან ახალი მთავრობა. მთავრობის ხელმძღვანელი იქნება Fratelli d'Italia-ს თავმჯდომარე ჯიორჯია მელონი. ის გახდება იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი.
მელონის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის გარშემო გაერთიანებულმა ძალებმა მოიპოვეს გამარჯვება 25 სექტემბერს გამართულ არჩევნებში.