დავით კირკიტაძე: კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ კახი კალაძემ არ აიღოს მორალური პასუხისმგებლობა, ეს ვიხილეთ, ახლა ჯერი კახი კალაძეზეა
კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ კახი კალაძემ არ აიღოს მორალური პასუხისმგებლობა, ეს ვიხილეთ, ახლა ჯერი კახი კალაძეზეა, – ამის შესახებ ფრაქცია„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა„პოლიტიკურ სივრცეში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
დავით კირკიტაძის თქმით, თუ კალაძე „ქართლი ოცნების“ ზეწოლას დაექვემდებარებაპოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს, თავს ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე ძალიან წუხს, ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ, ახლა არისმომენტი, კრიტიკული ვითარება, როცა მან უნდა გამოაჩინოს, დაჰყვება ის „ქართული ოცნების“ ამ მავნე ზეწოლას და ჩაიგდებს თავის თავს ცუდ მდგომარეობაში თუ მას ეყოფა გამბედაობა. ჩვენ რაც ვიხილეთ პარლამენტიდან იყო ის, რომ კოლექტიურ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომკახი კალაძემ არ აიღოს მორალური პასუხისმგებლობა, ეს ვიხილეთ, ახლა ჯერი კახიკალაძეზეა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძის შეფასებით, თუკი შენი ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 13 წლის ბავშვისგარდაცვალებაშია ბრალდებული, მაშინ არ გაქვს უფლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა არაიღო.
„თუ შენი სამსახურის უფროსის მოადგილე პირდაპირ ბრალდებულია 13 წლის ბავშვისგარდაცვალებაში და ამას ამბობ, აკავებ, მაშინ შენ, მისმა უშუალო უფროსმა არ უნდა აიღოპოლიტიკური პასუხისმგებლობა? პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გეკისრება შენ, როცა შენმიერვე დანიშნული ადამიანი ბრალდებულია შენივე საგამოძიებო სტრუქტურების მიერკონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში? უბრალო თემა ხომ არ არის, 13 წლისანგელოზივით ბავშვი შეიწირა თურმე ვიღაც შენ მიერ დანიშნული ადამიანის ანდაუდევრობამ, ან უმოქმედობამ, ან კორუფციულმა გარიგებამ. ამას ამბობ აღიარებ და რამორალური უფლება გაქვს რომ არ აიღო ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა? არ ვიცი, რასტანდარტებით, რით ხელმძღვანელობენ ვერ გეტყვით“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.