გუბაზ სანიკიძე: ოღონდ სააკაშვილი ციხეში მოკლან და ქვეყანას კლავენ
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლება სააკაშვილს განგებ კლავს.
„ოღონდ მიშა არ გამოუშვან გარეთ და უარს ამბობენ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, გაიგეთ ხალხო, ვისაც ტვინი გაქვთ თავში გაიგეთ. ოღონდ სააკაშვილი ციხეში მოკლან და ქვეყანას კლავენ. თვე-ნახევრის წინ რაც ვნახე მიშა, დღეს მისი ნახევარია. ვერ დგება, ჩამომხმარია. შიდა ენერგია ჩვენ უკვე აღარ გვაქვს, გამოსავალი არის უკრაინის არმიის სამხედრო წარმატება, რათა ხალხმა დაინახოს, რომ უკრაინა ომს იგებს“, – განაცხადა სანიკიძემ.