საინტერესო ფაქტები ოსკარ უაილდის შესახებ
ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი გამორჩეული იყო თავისი ექსტრავაგანტული ცხოვრების სტილით და საკუთარი საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით.
ოასკარის დედა ჯეინ ფრანჩესკა უაილდი ირლანდიელი რევოლუციონერი იყო, ამასთანავე პოეტიც. სწორედ მისგან დაჰყვა მომავალ მწერალს ხელოვნებისადმი გამორჩეული სიყვარული. ჯეინი წერდა ფსევდონიმით სპერანცა. ხშირად აქვეყნებდა თავის ლექსებს გაზეთებში და ჰქონდა ლიტერატურული სალონი.
გარდა იმისა, რომ ოსკარ უაილდი ესეებსა და ნოველებზე მუშაობდა, წარმატებული რედაქტორის კარიერაც ჰქონდა, გაზეთში “ქალების სამყარო”. როგორც თავად ამბობდა, ეს გაზეთი იმაზე ყვებოდა თუ რას გრძნობენ და განიცდიან ქალები და არა იმაზე, თუ რა აცვიათ მათ.
“დორიან გრეის პორტრეტი” ოსკარის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია და დღეს ნამდვილ კლასიკადაა აღიარებული, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოს დიდი კრიტიკა მოჰყვა. ნოველა მისი შინაარსობრივი თემატიკის გამო მიუღებლად შერაცხეს და დორიან გრეის პერსონაჟი ზედმეტად ფემინურად გამოაცხადეს.
მწერალს სახალხო შეკრებებზე ზღაპრების მოყოლა უყვარდა. როცა საზოგადოება ერთად ვახშმად ან სადილად იკრიბებოდა, ოსკარი მათ თქმულებებს უამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო მწერალი იყო, ზღაპრებს ზრდასრული აუდიტორიისთვისაც თხზავდა. ცნობილია, რომ მისი თამამი ლიტერატურული ხედვის და განსხვავებული ორიენტაციის გამო მწერალი ციხეშიც კი ჩასვეს.
ოსკარი სილამაზეს აღმერთებდა. იგი გატაცებული იყო ხელოვნებით. ოქსფორდში სწავლისას დიდი სახელი და გავლენა მოიხვეჭა თავისი ენამახვილობისა და მჭევრმეტყველების წყალობით. ასევე იმით, რომ ცოდნას ძალიან ადვილად ითვისებდა. მან გამოიმუშავა საოცარი ინგლისური აქცენტი. ოსკარზე ლეგენდაც კი შეიქმნა, თითქოს ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვა და წაკითხვა შეეძლო.
უაილდის ზღაპრები, მოთხრობები და ნოველები კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებია, რომლებიც დროის სვლასთან ერთად კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება. მან უდიდესი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე.
წყარო/ფოტო: Mental Floss