როგორ დავიცვათ საკუთარი ენერგია
ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულად გრძნობს და აღიქვამს სხვა ადამიანების ენერგიას. ჩვენ ამ ემოციებს მუდმივად ვუცვლით ერთმანეთს.
ხდება ხოლმე, რომ ერთი ინდივიდის გვერდით თავს დაცულად, ბედნიერად ვგრძნობთ, როცა სხვასთან გამოფიტული, აღელვებული და უარყოფითად განწყობილები ვართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ენერგიები ერთმანეთთან განსხვავებულად ურთიერთქმედებენ.
საკუთარი ენერგეტიკული ველის დასაცავად, მნიშვნელოვანია გაავლოთ საზღვრები. თუ ხვდებით, რომ ადამიანი თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს, ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ნუ ეცდებით საკუთარი თავის და მისი იმპულსების უგულებელყოფას. ჯობს მასთან ნაკლები დრო გაატაროთ და იქ წახვიდეთ, სადაც თქვენს განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებენ.
აუცილებლად მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. როდესაც ის მიგანიშნებთ, რომ გადაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ, ასეც უნდა მოიქცეთ. შესაძლოა, ბევრი საქმე და სამუშაო გაქვთ, მაგრამ თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.
ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა გაგრძნობინებთ თავს კარგად და რა ცუდად. მოქმედებები ან რუტინული ჩვევები, ხშირად შეუმჩნევლად იწვევს სტრესსა და დეპრესიას. დაფიქრდით, იქნებ დროა ზოგიერთ მათგანს დაემშვიდობოთ და თქვენს ცხოვრებაში სიახლეების დანერგვაზე იფიქროთ.
რაც მთავარია, არ ეცადოთ ყველაფერი იდეალურად და შეუცდომლად გააკეთოთ. პერფექციონიზმი და პედანტიზმი ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. საბოლოოდ ამან, შესაძლოა, თვითშეფასების დაქვეითება და მძიმე დეპრესია გამოიწვიოს. ამიტომ აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომები და იყავით მეტად ლოალურები მის მიმართ.
წყარო: Woman’s Day
ფოტო: Unsplash