მოსკოვთან ახლოს შჩოლკოვოში მეორედ წაუკიდეს ცეცხლი სამხედრო კომისარიატს
მოსკოვის ოლქის ქალაქ შჩოლკოვოში უცნობებმა კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ იუწყება ტელეგრამის არხი "ბაზა, რომლის თანახმად აალებადი სითხიანი ბოთლი უცნობმა შენობის ფანჯარაში შეაგდო, რის შედეგადაც პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც "ბაზა" აღნიშნავს, ეს არის შჩოლკოვის სამხედრო კომისარიატის შენობაზე ცეცხლის წაკიდების მეორე მცდელობა. მაისში უცნობმა პირმა იმავე სამხედრო კომისარიატის მეზობელ შენობაში ორი "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო. ცეცხლის წაკიდების შედეგად დაზიანდა შენობის ორი ოთახი, მათ შორის არქივი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მთელ რუსეთში სამხედრო გამწვევ პუნქტებს, პოლიციის განყოფილებებსა და ქალაქის ადმინისტრაციის შენობებს ცეცხლი არაერთხელ წაუკიდეს. ასეთი თავდასხმების რაოდენობა უფრო იმატა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ამ დროისთვის დაფიქსირებულია ცეცხლის წაკიდების 50-ზე მეტი მცდელობა.