17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება - ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი ქალაქ კიშინიოვს ეწვევა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება.
მათივე განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.
სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. მათი ცნობით, პრეზიდენტების პრესკონფერენცია 17 ოქტომბერს, თბილისის დროით, 12:15 საათზეა დაგეგმილი.