ოკუპირებულ დონეცკში საქალაქო ადმინისტრაციის შენობა დაიბომბა
16 ოქტომბრის დილით ოკუპირებული დონეცკში ქალაქის ადმინისტრაციის შენობა დაიბომბა. ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, შენობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან HIMARS-ის ზალპური დანადგარებისგან დაიბომბა.
დაბომბვამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადმინისტრაციის შენობის ფასადს, ჩაიმსხვრა თითქმის ყველა ფანჯარა და დაზიანდა შენობის წინ მდგარი სამი მანქანა.
საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, რომელიც აფეთქების ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას აქვეყნებს, დაშავდა ოთხი ადამიანი. ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქის კუიბიშევის რაიონის დაბომბვის შედეგად.
დონეცკის დაბომბვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ომის პირობებში ინფორმაციის დროული შემოწმება შეუძლებელია.