თბილისში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
თბილისში, ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე შეიკრიბნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და მეგობრები.
ედიშერ კვარაცხელიას ცხედარს დღეს საღამოს მის მშობლიურ მხარეში, წალენჯიხაში გადაასვენებენ. მას ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს დაკრძალავენ.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია, 10 ოქტომბერს დაიღუპა. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
ქართველი მებრძოლი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის წევრი იყო. ის ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო.
უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.