Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

გზა პატარა ქალაქიდან დიდი ოცნებისაკენ – ქართველი სტუდენტის წარმატების ისტორია

0

„თუ არსებობს წარმატების ფორმულა, მაშინ იგი მდგომარეობს იმაში, რომ არ უნდა დანებდე“, – დალი წაქაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მე-4 კურსის სტუდენტია. იგი ქუთაისში დაიბადა. ბავშვობაში დასახულ მიზნებზე უარი არასოდეს უთქვამს და მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის იბრძვის.

მან პირველად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სკოლაში სწავლის დროს მიიღო. იმოგზაურა ამერიკასა და ფინეთში, ეზიარა ევროპულ განათლებას. დღეს კი უამრავ საზოგადოებრივ პროექტშია ჩართული, ეხმარება სხვა ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში,  და არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზატორია.

„შეცდომები და დაბრკოლებები მეტად გვაძლიერებს და მათ არ უნდა მივცეთ საშუალება უარი გვათქმევინონ იმაზე, რაც ძალიან გვინდა. წლების წინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამერიკასა და ფინეთში განათლების მისაღებად გავემგზავრებოდი და უამრავი საოცარი თავგადასავალი გადამხდებოდა“.

როგორც დალი ამბობს, მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (Flex) მონაწილეობის მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ახალი გამოწვევების დასახვა სურდა. უნდოდა გამხდარიყო მეტად დამოუკიდებელი და ესწავლა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ფიქრობს, რომ ახალ გარემოსთან შეგუება მისთვის რთული არ ყოფილა, რადგან მასპინძელი ოჯახი ძალიან თბილი და მეგობრული აღმოჩნდა.

„ჩემს მასპინძელ ოჯახს ძალიან უყვარდა მოგზაურობა. იქ ვიყავით კალიფორნიაში და ნევადაში. ერთი კვირის განმავლობაში მოვიარეთ ბევრი ქალაქი, ვნახეთ ულამაზესი სანაპიროები და დავაგემოვნეთ უგემრიელესი კერძები“, – დალი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკულ ოჯახში და დადიოდა ამერიკულ სკოლაში. ამბობს, რომ უცხო გარემოში მოხვედრა და პასუხისმგებლობის ზრდა დაეხმარა საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში.

ამერიკული განათლების სისტემა ქართულისგან ძალიან განსხვავდება. მოსწავლეებს აქვთ საშუალება თავად აირჩიონ სასურველი საგნები და კურსის ინტენსივობა.

„მე ავირჩიე ბიზნესის კლასი, ქიმია, მათემატიკა. ეს ყველაფერი იმით იყო გამორჩეული, რომ შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამოყენების საშუალება გვქონდა. მაგალითად, სკოლაში ვქმნიდით ბიზნეს პროექტებს. გვქონდა ქიმიის ლაბორატორია. სკოლის გარეთ შეგვეძლო გვევლო სასურველ კურსებზე. მე კულინარია ავირჩიე და სპორტული აქტივობებითაც ვიყავი დაკავებული“.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ დალი თავად ჩაერთო Flex-ის პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში. გახდა ქუთაისის წარმომადგენელი პროექტში და ერთი წლის განმავლობაში ჩაატარა 12 ღონისძება, სადაც 250-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ამას მოჰყვა ცხოვრების მეორე გარდამტეხი მოვლენა. დალი Erasmus Plus-ის გაცვლით პროგრამებში ჩაერთო და 2021 წლის შემოდგომის სემესტრში სრული დაფინანსებით გაემგზავრა ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტში, სადაც გახდა სტუდენტური ორგანიზაციების წევრი. იყო ვიცე-პრეზიდენტი და აორგანიზებდა სხვადასხვა აქტივობებს, მოგზაურობებს.

„ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოვარჩევდი, ლაპლანდიაში ვიყავით ერთი კვირით, სადაც ჰასკებთან ერთად ციგებით ვსრიალებდით. ვიხილეთ ჩრდილოეთის ნათება, რაც ჩემი ცხოვრების ულამაზეს მოგონებად იქცა. სანტა კლაუსის სოფელს ვესტუმრეთ. თავად სანტას ვესაუბრეთ და მან გვირჩია, რომ იქ მონაწილე სტუდენტებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთთან მეგობრობა არ შეგვეწყვიტა“, – დალი აღნიშნავს, რომ ფინეთში სწავლის პერიოდი აკადემიურად ძალიან საინტერესო იყო და იქაურ ლექტორებთან თანამშრომლობამ ძალიან ბევრი რამ ასწავლა.

ამას გარდა, იმოგზაურა საბერძნეთში, პოლონეთსა და უკრაინაში. მოინახულა უამრავი ევროპული ქალაქი და გაეცნო უცხო ქვეყნების კულტურას.

დალი ამჟამად ამერიკულ საბჭოებში მუშაობს და მონაცემთა ბაზის ასისტენტია. ამბობს, რომ ეს სამსახური ძალიან ეხმარება პიროვნული ზრდის პროცესში. გამორჩეული თანამშრომლების და სასიამოვნო გარემოს წყალობით აქვს შესაძლებლობა მუდმივად განვითარდეს და იყოს სოციალურად აქტიური.

პარალელურად, სტაჟიორად მუშაობს ეროვნულ ბანკში და სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე აპირებს, ასევე ეკონომიკის მიმართულებით.

დალი გვირჩევს, რომ არასოდეს ვთქვათ უარი შესაძლებლობებზე, რომლებსაც ცხოვრება გვთავაზობს და გამოვიყენოთ ყველა შანსი, რადგან არ ვიცით, სად იმალება ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს ჩვენი სამყარო.

ავტორი: ანო ტვილდიანი






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поддержал команду кандидатов от «Единой России» на выборы в Мосгордуму


Спорт в России и мире
Москва

Сотрудники Росгвардии приняли участие в спортивном празднике МГО «Динамо» в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Людмила Самсонова

Самсонова вышла во второй круг турнира в Хертогенбосе


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

РЭО назвал топ-3 регионов по количеству пунктов приема вторсырья





Путин в России и мире
Москва

Появление российского флота у берегов Кубы напомнило Западу о словах Путина


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Белорусский дипломат оценил непомерные претензии Пашиняна к Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский исключил возможность компромиссов с Россией


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Все в месте: тысячи человек спели с Бастой в Красноярске



Москва

Развитие Видновского перинатального центра обсудил Станислав Каторов с главным врачом учреждения

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net