ოლექსი რეზნიკოვი: გამოცხადებული “მობილიზაცია” რუსეთში არსებული რეჟიმის ცვლილებას გამოიწვევს
გამოცხადებული “მობილიზაცია” რუსეთში არსებული რეჟიმის ცვლილებას გამოიწვევს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა “ფორბსთან” ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ჩავარდნა და ჯარის ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფის უუნარობა საბოლოო ჯამში რეჟიმის ცვლილებას გამოიწვევს.
“ფაქტები, რომლებსაც მე ვაკვირდები – ესაა რუსეთში “მობილიზაციის” ჩავარდნა, ამ სამხედრო კონტინგენტის უზრუნველყოფის ჩავარდნა. მათ შეკვეთები არ აქვთ. ჩვენს თურქ პარტნიორებთან ერთად ზუსტ ინფორმაციას ვფლობთ, რომ რუსები მესამე ქვეყნებიდან 200 000 ჯავშანჟილეტისა და 500 000 საზამთრო ტანსაცმლის კომპლექტის შეკვეთას ცდილობდნენ. ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ სირთულეები აქვთ. სხვათა შორის, თურქეთმა მათ უარი უთხრა. ახლა წარმოიდგინეთ: ისინი ბაზრებში დარბიან და ფიქრობენ საიდან იშოვონ ჯავშანჟილეტები და ტანსაცმელი. მათ ჩავარდნა ექნებათ. ეს თოვლის გუნდაა და ის უკვე მიგორავს. ეს რუსეთის ფედერაციის არსებული რეჟიმის ჩავარდნაა, ისინი დაიწყებენ ვინმესთვის დაბრალებას, რადგან განტევების ვაცები სჭირდებათ, რეჟიმის ცვლილება იქნება”, – თქვა რეზნიკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს დასავლელი პარტნიორების დახმარებით 1991 წლის ადმინისტრაციულ საზღვრებისკენ გასვლის შემდეგ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება რუსეთის ახალ ხელმძღვანელობასთან.