Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

მილიტარიზმის პატრიარქი

0
მილიტარიზმის პატრიარქი

დღეს ათასობით და ათიათასობით ადამიანი სვამს კითხვას, როგორ შეიძლება პატრიარქი კირილე (გუნდიაევი) იყოს კრემლის ტყუილების თანამონაწილე და მხარს უჭერდეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში? შესაძლოა, პატრიარქი ყველაზე მეტად დაამწუხრა რომის პაპის სიტყვებმა. მაისის დასაწყისში ფრანცისკემ თავი ვერ შეიკავა და ქცევის ყოველგვარი წესების დარღვევით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს „პუტინის საკურთხევლის ბიჭი“ უწოდა. რუსული მართლმადიდებლური ტრადიციის გათვალისწინებით, ალბათ, უფრო ზუსტი იქნებოდა დაეწერა, „პუტინის მნათეო“, მნათეები ძალიან მოხუცებიც შეიძლება იყვნენ, მაგრამ კათოლიკეებში, როგორც წესი, მღვდლებს ღვთისმსახურებაში ეხმარებიან და სანთლებს ატარებენ სწორედაც რომ მოზარდები. პაპის (და არამარტო მისი) მხრიდან ამ საკითხში საკმაოდ დიდი მზაკვრობა ჩანს, რადგან ვინ და პაპმა კარგად იცის, რატომ არის პატრიარქი კრემლის ხელზე მოსამსახურე. იცის და ყოველთვის იცოდა, თუმცა ისე იქცეოდა, ვითომ სჯეროდა პატრიარქის დამოუკიდებლობისა.

პრინციპში, ერთი დეტალი საკმარისია პატრიარქის საქციელის გასაგებად: გუნდიაევი არ მსახურობდა საბჭოთა ჯარში, სწავლობდა ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში. თეორიულად ის უნდა გაეწვიათ, მაგრამ პრაქტიკულად სამხედრო კომისარიატები ანგარიშს უწევდნენ საბჭოთა საეკლესიო ხელმძღვანელობას. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელი აღმოჩნდა მიტროპოლიტი ნიკოდიმ როტოვი, რომელმაც სტუდენტ გუნდიაევში განსაკუთრებული უნარები ამოიცნო და მომავალ პატრიარქს გამოცდების ექსტერნად ჩაბარების საშუალება მისცა. როტოვმა 23 წლის გუნდიაევი მღვდლად აკურთხა და თავის მდივნად დანიშნა, ერთი წლის შემდეგ კი, ჟენევაში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაგზავნა წარმომადგენლად. კიდევ სამი წლის შემდეგ გუნდიაევი ლენინგრადის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორად დაინიშნა. მოკლედ, ელვისებური კარიერა გაიკეთა.

შევნიშნავ, რომ გუნდიაევის წინამორბედმა რუსეთის პატრიარქის პოსტზე, ალექსი რიდიგერმაც, ასევე ელვისებური კარიერა გაიკეთა: ისიც არ მსახურობდა ჯარში, დაქორწინებული იყო (თითქოს ფიქტიურად, თითქოს - არა), მანაც ვადაზე ადრე დაამთავრა სემინარია, 21 წლის ასაკში გახდა მღვდელი, 32 წლის ასაკში - ეპისკოპოსი და საპატრიარქოს ერთ-ერთი უმაღლესი წინამძღოლი. თუმცა, თავად როტოვმა ყველა რეკორდი მოხსნა, რადგან 20 წლის ასაკში ეკურთხა მღვდლად. არადა, ტრულის (კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრების) კანონების მე-14 კანონი - კრძალავს 30 წლამდე პირთა მღვდლად ხელდასხმას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ყველა ეს პერსონაჟი მივიჩნიოთ ცრუ-მღვდლებად, ცრუ-ეპისკოპოსებად და მათი შვიდივე საეკლესიო საიდუმლო მივიჩნიოთ სიყალბედ.

ასევე კარგადაა ცნობილი, თუ რატომ გაიკეთეს ახალგაზრდებმა ასეთი ბრწყინვალე კარიერა: ისინი თანამშრომლობდნენ საიდუმლო პოლიტიკურ პოლიციასთან, უფრო ზუსტად, კონტრდაზვერვასთან, წარმოადგენდნენ კრემლის ინტერესებს „ეკლესიის ფრონტზე“, უმტკიცებდნენ უცხოელ ქრისტიანებს, რომ რუსეთში არსებობდა რელიგიის სრული თავისუფლება. შემთხვევითი არ არის, რომ მიმდინარე წლის სექტემბერშიც კი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ ვერ გაბედა მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარიცხვა თავისი რიგებიდან და შემოიფარგლა მშვიდობისკენ უკბილო მოწოდებით. სხვაგვარად როგორ იქნოდა, რუსეთის მოქმედ პატრიარქს ხომ ამ ორგანიზაციაში აქვს დაწყებული თავისი საქმიანობა, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს? ვინ იცის, რამდენი ჩაი დაულევიათ ერთად და რამდენი რეზოლუცია დაუწერიათ...

პატრიარქ კირილეს კაზუსი უნიკალურია, თუმცა სულ სხვა თვალსაზრისით. მისი ოჯახის მაგალითი გვიჩვენებს, თუ რა არის „სელექცია“: როგორ ცხრილავდა საბჭოთა ხელისუფლება ურჩებს და როგორ აწინაურებდა მორჩილებს. გუნდიაევის პაპამ, რკინიგზელმა და მხურვალე მორწმუნემ, 18 წელი მოიხადა „ობნოვლენცებთან“ ბრძოლის გამო. ასე ეძახდნენ იმ მართლმადიდებლებს, რომლებმაც 1920-იან წლებში დაიწყეს კრემლისა და მისი საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის მსახურება. გუნდიაევის მამამ კი მხოლოდ სამი წელი გაატარა ბანაკებში, სადაც სერგეი კიროვის მკვლელობის შემდეგ „სოციალურად უცხო ელემენტების“ წინააღმდეგ აგორებული რეპრესიების საერთო ტალღის შედეგად აღმოჩნდა. იბრძოდა ფრონტზე (რაც, სხვათა შორის, მღვდლობისთვის შეუსაბამოს ხდიდა მას, რადგან მკვლელი შეუძლებელია იყოს მღვდელი), ომის შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა. მსახურობდა ლენინგრადის სმოლენსკის სასაფლაოს ეკლესიაში - ქერის ორმოში. არასოდეს აპროტესტებდა ეკლესიის დევნას. მართალია, 1960 წელს, რატომღაც, იგი ამ ეკლესიიდან გადაიყვანეს რეგიონის არცთუ ისე მომგებიან ეკლესიაში, მაგრამ როგორც კი მისი ვაჟი მიტროპოლიტის მდივანი გახდა, ის ლენინგრადში დაბრუნდა.

18 წელი - 3 წელი - და არა თუ არც ერთი წელი ციხეში, არამედ 52 წელი ძალაუფლების დერეფნებში - აი, ასეთი დინამიკაა. ამასთან, საკმარისი არ იყო უბრალოდ „არ გაგეპროტესტებინა“. გუნდიაევს ჰყავდა უფროსი ძმა, ნიკოლაი (1940-2021), რომელსაც განსაკუთრებული კარიერა არ გაუკეთებია. უმცროსი ძმა აშკარად ქაჩავდა უფროსს. შემდეგ ქაჩავდა უფროს ძმისშვილს, რომელიც საკმაოდ მოწიფულ ასაკში (36 წლისა) აქცია მღვდლად და გაგზავნა... სად? მართალია! ჟენევაში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში წარმომადგენლად, ხოლო 2010 წლიდან ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად გაეროში, ადამიანის უფლებათა საკითხებში. კი ქაჩავდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ არც უფროსი ძმა და არც ძმისშვილი არ გამოირჩეოდნენ ნიჭიერებით. კარიერისტი ბევრია, მათ შორის მძაფრი კონკურენციაა, ზევით კი მხოლოდ საუკეთესოები აღწევენ.

რატომ არის გუნდიაევი „საუკეთესო“? მაგალითისთვის, 1975 წელს მღვდელმა გლებ იაკუნინმა მიაღწია იმას, რომ მისი წერილი სსრკ-ში მორწმუნეთა დევნის შესახებ განხილულიყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ასამბლეაზე. საბჭო აპირებდა დევნის დაგმობას, მაგრამ... ამუშავდნენ კულუარული მექანიზმები და არ დაგმეს, კულისებში კი იყვნენ მიტროპოლიტი ნიკოდიმ როტოვი და არქიმანდრიტი კირილე გუნდიაევი. იაკუნინი დააპატიმრეს და ჩასვეს, გუნდიაევი დააწინაურეს ჯერ ეპისკოპოსად, შემდეგ მთავარეპისკოპოსად და საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ. სწორედ გუნდიაევმა შეადგინა 1991 წლის პუტჩის დროს პატრიარქ ალექსი რიდიგერის ორაზროვანი მიმართვა.

იმ ფაქტმა, რომ გუნდიაევი პატრიარქი გახდა, აჩვენა, თუ რამდენად მკაცრად აკონტროლებს კრემლი საპატრიარქოს ცხოვრებას. ეპისკოპოსების უმეტესობა დაბალი განათლების მქონე ადამიანები არიან, ჟენევებსა და ვატიკანებში არ უმოგზაურიათ, თვალსაწიერის სიმწირეს კი აკომპენსირებენ (საუკეთესო შემთხვევაში) ღვთისმოსაობით, მაგრამ კრემლმა პატრიარქად „ევროპელი“ დანიშნა. ზუსტად ასეთი იყო როგორც პატრიარქი ალექსი რიდიგერი, ასევე პატრიარქი ალექსი სიმანსკი და პატრიარქი სერგიი სტრაგოროვსკი. როგორც წესი, ტორტის თავზე რაღაც განსაკუთრებული მოსართავი კეთდება სტუმრების მისაზიდად.

პატრიარქმა კირილემ სრულად გაამართლა მის მიმართ გამოჩენილი ნდობა. დასავლური დემოკრატიისა და ზოგადად თავისუფლების მამხილებელი სიტყვების წარმოთქმა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მაგრამ მთელი სიმძლავრით მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პატრიარქი გახდა და აქტიურად შეუდგა „რუსული სამყაროს“ ქსელის შენებას, როგორც იდეოლოგიურად, გამოსვლებში, ასევე ორგანიზაციულად, ქმნიდა რა - კრემლის დახმარებით - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოებს მთელ მსოფლიოში. სწორედ მან მოაწყო კრემლის სახელით რეიდერული თავდასხმა ემიგრანტების სამრევლოების „გაერთიანებაზე“.

ასე რომ, რომის პაპმა ძალიან დელიკატურადაც კი გამოხატა თავისი სათქმელი. პატრიარქი კირილე არანაირი ხელის ბიჭი და მნათე არ არის, ის მილიტარიზმის, შოვინიზმის, ნაციონალიზმის ნამდვილი პატრიარქია. ყანის დაუთესავი ნაწილი კი არა, მთესველია, რომელიც 54 წელია ტყუილს და ძალადობას თესავს. ბოლოს და ბოლოს, სიცრუით გაჟღენთილი პირველი მიმართვები 1968 წელს გააკეთა. დიახ, კრემლის ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის წელს გუნდიაევი, ჯერ კიდევ 22 წლის ერისკაცი, მონაწილეობას იღებდა პრაღაში გამართულ სრულიად ქრისტიანულ სამშვიდობო კონგრესში.

პატრიარქ კირილეს არ გაუპროტესტებია 2014 წელს უკრაინაში შეჭრა, მაგრამ არც მხურვალე მოწონებით გამოსულა. ბევრს სურს დაიჯეროს, რომ ეს მის ნორმალურობაზე, „ქრისტიანობასა“ და „არაკრემლურობაზე“ მეტყველებს. თუმცა, პატრიარქი ყოველთვის ატარებდა სწორედაც რომ კრემლის პოლიტიკას: აძაგებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებელიი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გამო, კიცხავდა უკრაინელებს მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების მიმართ თითქოსდა გამოვლენილი ძალადობისთვის. ეს იყო გუნდიაევის მთელი მრავალწლიანი მოღვაწეობის ლოგიკური გაგრძელება. სწორედ მან გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან 1996 წელს, როდესაც ბართლომემ მხარი დაუჭირა ესტონელი მართლმადიდებლების გადაწყვეტილებას, დაბრუნებულიყვნენ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში მოსკოვის საპატრიარქოდან, სადაც ისინი 1940 წელს სსრკ-ს მიერ ესტონეთის ოკუპაციის შემდეგ მოხვდნენ. სწორედ გუნდიაევი დევნიდა აქტიურად უკრაინელ მართლმადიდებლებს 1990-იან წლებში, როდესაც მათ კიევის საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია შექმნეს. ასევე სწორედ გუნდიაევმა მოაწყო გლებ იაკუნინის განკვეთა (არაკანონიკური), მათ შორის, მოსკოვისგან დამოუკიდებელ უკრაინელ მართლმადიდებლებთან კონტაქტებისთვის, თუმცა ეკლესიის ამბიონიდან გუნდიაევი ლაპარაკობდა და აგრძელებს ლაპარაკს საკუთარ თავზე, როგორც მოწამეზე, რომელსაც დევნიდა უღმერთო ხელისუფლება, ხოლო იაკუნინზე... იაკუნინზე უბრალოდ არ საუბრობს და ეს ძალიან ჭკვიანურია.

რაც შეეხება იარაღის კურთხევას, ომის კურთხევას და მსგავსს, აქ გუნდიაევს პოზიცია საერთოდ არ შეუცვლია იმავე 1968 წლის შემდეგ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა ყოველთვის „იბრძოდა მშვიდობისთვის“ კრემლის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მიხედვით: გმობდა აშშ-ის აგრესიას ვიეტნამში, მაგრამ დუმდა კრემლის აგრესიაზე ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში.

დღეს გუნდიაევს, დიდი ალბათობით, არ უხარია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ შეესვლება, მაგრამ განა შეიძლება იმის იმედად ყოფნა, რომ მოურჯულებელი ნომენკლატურშიკი - ნამდვილი და არა გამოგონილი ოლიგარქი - დაუპირისპირდება კრემლს, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურება? ეს გულუბრყვილობა იქნებოდა.

დიდი ალბათობით, პატრიარქი კირილე და არა მხოლოდ ის, თავს იმით იმშვიდებს, რომ ომი ოდესღაც დასრულდება და სანქციებიც მოიხსნება, რომის პაპი და სხვები კი კიდევ ჩამოართმევენ ხელს. მას აქვს მდიდარი გამოცდილება, რომელიც უკარნახებს, რომ გამწვავებები მოდიან და მიდიან, ხოლო ელიტებს, რომლებიც რჩებიან, ურჩევნიათ ერთმანეთთან კარგი, „სამუშაო“ ურთიერთობა შეინარჩუნონ.

შეიძლება თუ არა, ასეთ ადამიანებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას მუშაობა ეწოდოს - ეს იმათი გადასაწყვეტია, ვინც თავისუფალია გადაწყვიტოს, რომ გავლენას მოახდენს არჩევნების გზით თავის პოლიტიკოსებზე, ხოლო ღია, თავისუფალი დისკუსიის გზით შეიძლება გავლენა იქონიოს ეკლესიის ლიდერებზეც კი. რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის მორწმუნეებს, არ აქვთ ასეთი შესაძლებლობები და ეს ძალიანაც აწყობს პატრიარქ კირილეს და არა მხოლოდ მას. ეს არის მთავარი წერტილი, საიდანაც იზრდება არათავისუფლება. როგორ გათავისუფლდეს ამ წერტილისგან და მიაღწიოს თავისუფლების ხაზს, - ეს უკვე ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин сообщил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис «Москва»


Спорт в России и мире
Москва

Инсайдер Карпов: "Спартак" выкупил Станковича у "Ференцвароша" за €200 тыс


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

«Подача на победу на Уимблдоне». Гвардиола – о заключительном туре АПЛ


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Северо-Западный банк СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе





Путин в России и мире
Москва

В этот день ровно 30 лет назад будущий президент Российской Федерации был гидом будущего короля Великобритании в экскурсии по Ленинграду


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Шесть городов Белоруссии и Азербайджана стали побратимами




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Europe1: Запад готовится убедить Зеленского принять принцип переговоров


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

В Республике Марий Эл вновь пройдет кинофестиваль «Движение по вертикали», посвященный памяти Станислава Говорухина



Москва

Роботы заняты тяжелым и рутинным трудом в ОЭЗ «Технополис Москва»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net