Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობა შეისწავლა

0

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობა შეისწავლა და ანგარიში გამოაქვეყნა. მასში გაანალიზებულია ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციები, 2021 წლის 5 ივლისს მომხდარ ძალადობაში მონაწილე პირთა სასამართლო პროცესები და ულტრანაციონალისტური ჯგუფების რიტორიკა.

ანგარიშის ძირითადი მიგნებებია:

ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შესამჩნევია სამართალდამცავებსა და ორგანიზატორებს შორის კოორდინირებული მოქმედება, ფამილიარული კომუნიკაცია და პოზიტიური ურთიერთკავშირი.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებში ხშირად მონაწილეობენ სასულიერო პირები და არასრულწლოვანები. ამ დემონსტრაციების უმრავლესობას შუა ხნის ასაკის კაცები წარმოადგენენ, თვალშისაცემია ქალების სიმცირე.

შეკრება-მანიფესტაციების მართვისას, სამართალდამცავების დამოკიდებულება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ არათანმიმდევრული და არაერთგვაროვანია. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გატარებული მკვეთრად რეპრესიული პოლიტიკისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ულტრამემარჯვენე, ცალკეულ შემთხვევაში ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართაც კი, ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. მაგალითისთვის კვლევაში მოყვანილია 2022 წლის 8 მარტსა და 6 ივნისს გამართული აქციები. 6 ივნისს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ცისარტყელასა და ევროკავშირის დროშების დაწვა სცადეს. ამას სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ევროკავშირის დელეგაციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის 7 მონაწილე დააკავეს და რამდენიმე საათში სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყვნენ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და "ზნეობის" ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი და მისი ვაჟი ალექსანდრე ფალავანდიშვილი. დაკავების საფუძველს წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 167-ე (ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით) მუხლები. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლეს. განსხვავებული პრაქტიკა აჩვენა პოლიციამ 2022 წლის 8 მარტს, როცა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა დიღმელაშვილი დააკავა მთავრობის ადმინისტრაციის შენობისთვის კვერცხის სროლის გამო. მას პროტესტის ამ ფორმის გამოყენებისთვის 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

5 ივლისის საქმეზე დაკავებული პირების პროცესებზე მოსამართლეები სათანადო ყურადღებით არ გამოირჩეოდნენ, ყველა დაინტერესებული პირისათვის სხდომებზე დასწრების გონივრული შესაძლებლობა არ არსებობდა, პროცესის მონაწილის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებისას, სასამართლოსა და ბრალდების მხარეს არ ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება, მოსამართლეებმა და ბრალდების მხარემ არ მიიღეს შესაბამისი ზომები, რომ დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვისას სხდომათა დარბაზში დამაშინებელი და დაძაბული გარემო არ ყოფილიყო.

5 ივლისის ხუთივე საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) დაიწყო, თუმცა სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა არ უზრუნველყო. შედეგად, ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ერთ საქმეში, ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას და სხვა პირების მიმართ („სირცხვილიას ოფისის“ ეპიზოდი) ძალადობის ნაწილში დაადგინა. დანარჩენ ოთხ საქმეზე, მოსამართლეებმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლი უფრო მსუბუქ დანაშაულზე - ძალადობაზე - გადააკვალიფიცირეს.

საქართველოში ულტრამემარჯვენე დისკურსი დროში ტრანსფორმაციით ხასიათდება და ულტრამემარჯვენეების რიტორიკაც კონკრეტული პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენების მიხედვით იცვლება. მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებისას ულტრამემარჯვენე ჯგუფები ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებით იყვნენ დაკავებული და „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას ცდილობდნენ. 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პანდემიის ფონზე შემოღებული რეგულაციების პარალელურად, გააქტიურდა ვაქცინაციის საწინააღმდეგო (ე.წ. ანტივაქსერული) განწყობები. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კი, პრორუსული რიტორიკა გააქტიურდა ანტიდასავლური გზავნილების პარალელურად.

რუსეთ-უკრაინის ომისა და აშშ-ის ელჩზე თავდასხმების ფონზე, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებმა გაავრცელეს მკაფიო გზავნილები ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში ინტეგრაციის განცხადებულ სურვილზე და პრიორიტეტი პრორუსულ საგარეო კურსს მიანიჭოს.

კვლევა აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკა რიგ შემთხვევაში თანხვედრაშია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა გზავნილებთან. ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით აქტიურდება მაშინ, როდესაც დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში ცდილობდნენ უკრაინის ხელისუფლება წარმოეჩინათ „მარიონეტულ რეჟიმად“, დასავლეთი - ომის მაპროვოცირებელ მხარედ, რუსეთი კი - უძლეველ ქვეყნად, რომელიც საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციონირებს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Инвестпортал Москвы станет основой для всероссийской площадки


Спорт в России и мире
Москва

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На природных территориях Москвы расцветет множество краснокнижных растений





Путин в России и мире
Москва

Песков счёл ошибкой думать, что в отношениях Москвы и Анкары наметились проблемы


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Градский

Гагарина рассказала об отношениях с Градским



Москва

Производители кроссовок New Balance и Under Armour подали около 1000 исков к российским продавцам

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net