მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში შეხვედრას გამართავენ
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის პრაღაში, 6 ოქტომბერს პირველი პირისპირ შეხვედრა იგეგმება, – ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვისტი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ხვალ, თურქეთის დროით 19:00 საათზე პრეზიდენტი ერდოღანი პრაღაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან“, – წერს გამოცემა.
ეს თურქეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის განახლების შემდეგ.