კიევის ოლქში რამდენიმე აფეთქება მოხდა
კიევის ოლქში, დედაქალაქიდან 80 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბილა-ცერკვაში გამთენიისას მოხდა რამდენიმე აფეთქება.
კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას წინასწარი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქს შეუტიეს ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებით. კულებას ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. კულება კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს.
ხანძრის შესახებ იუწყება ქალაქის მერი გენადი დიკიც. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.