Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

საპატიო და "უპატიო" თბილისელები

0

თბილისს საპატიო მოქალაქეები 1979 წლიდან ემატებიან. როგორც წესი, ამ წოდებისა და ქალაქის სიმბოლური გასაღების მფლობელებს, გამორჩეული ღვაწლის მეცნიერებს, სპორტსმენებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს, თბილისის მერი თბილისობის დღესასწაულეზე ასახელებს ხოლმე. ასე მოხდა წელსაც. კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანაჭა რეკორდულად ბევრ, 20 ადამიანს, თუმცა საპატიო მოქალაქეების წლევანდელი გამოცხადება მხოლოდ ამით არ ყოფილა გამორჩეული.

კახა კალაძემ 2022 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა შალვა ამონაშვილს, თენგიზ არჩვაძეს, ტარიელ ჭანტურიას, ელდარ შენგელაიას, მერაბ კოკოჩაშვილს, ჯემალ ღაღანიძეს, მინდია უგრეხელიძეს, ვახტანგ ჯავახაძეს, ჯემალ სეფიაშვილს, ბადრი ვადაჭკორიას, გურამ ბექაიას, ილია ხეროდინაშვილს, ლაურა იაშვილს, რევაზ ასათიანს, ვახტანგ დავითაიას, მაია გოთუას, ვან ბაიბურთს, ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვს, ელიზაბეტ სომბარსა და დემნა გვასალიას.

ცნობილი დიზაინერის, მოდის სახლ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას თბილისის საპატიო მოქალაქედ გამოცხადება თბილისის მერმა ბოლოსთვის შემოინახა.

„თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას, ადამიანს, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი, რომ ქართველები ვართ ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი შეგვიძლია. შესაბამისად, მინდა წარმოგიდგინოთ დემნა გვასალიას კანდიდატურა. ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანიარი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა“, - თქვა  კახა კალაძემ და იქვე დაამატა, რომ დემნამ თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობის გამო და, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პირადად გადასცემდა საპატიო თბილისელის წოდებას.

თბილისის მერის სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ვნებათაღელვა. არადა, 1979 წლიდან დღემდე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება  340-მდე ადამიანს მიანიჭეს, მათ შორის რუს და ქართველ საბჭოთა ჩინოვნიკებსაც.

 

„დემნა გვასალიას მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებული და ნეგატიურია, რადგან დემნა გვასალიამ ღიად და საჯაროდ ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე, თავის იდენტობაზე, ქართულ საზოგადოებას კი ყველა სახის მსგავსი მანიფესტაცია შინაგანად ძალიან აწუხებს, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ, - ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადობაში ადამიანები შეაფასონ მათი საქმიანობისა და წარმატებების მიხედვით. ასეთი რეაქცია ცუდის ნიშანია და პოზიტიურად არ მეტყველებს საზოგადოებაზე. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მისთვის არ უნდა მიეცათ ეს წოდება“.

ვინ წყვეტს ვინ იმსახურებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას?   

თბილისის მერისა და მისი მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის მოდასთან კავშირის გამო, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ დემნა გვასალიას დაჯილდოების ინიციატივა კახა კალაძეს ეკუთვნის, თუმცა, როგორც თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მანანა თოქმაჯიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კანდიდატებს არჩევს სპეციალური კომისია მიღებული სარეკომენდაციო წერილებისა და წინადადებების საფუძველზე:

„მთელი წლის განმავლობაში აგზავნიან ორგანიზაციები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, ჯგუფები, კერძო პირები... შემდეგ საკითხს იხილავს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო, სადაც ძირითადად მოწვეული სპეციალისტები არიან. მერი ანიჭებს წოდებას საბჭოს დასკვნის საფუძველზე“.

თუმცა, თბილისის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-39 დადგენილების („თბილისის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“) მიხედვით, კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება ასევე აქვთ:

საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს

საკრებულოს თავმჯდომარეს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერს

ვის ენიჭება თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება?

საქართველოს მოქალაქეებს თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის. შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, თბილისზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე თბილისელების ერთგული სამსახურისთვის

უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე თბილისთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის

სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მართალია არ უკვლევია რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეთ საპატიო თბილისელებს, თუმცა, ცნობილია, რომ საბჭოთა და შემდგომ პერიოდში ძირითადად საპატიო თბილისელებად ირჩევდნენ საკუთარ სფეროში წარმატებულ და აღიარებულ ადამიანებს.

„თუ ამ კრიტერიუმს გამოვიყენებთ, დემნა გვასალია ნამდვილად იმსახურებს თბილისის საპატიო მოქალაქეობას მთელი თავის საქმიანობითა და შემოქმედებით“, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

თბილისის საპატიო მოქალაქის მინიჭების ტრადიცია პირდაპირ უკავშირდება  თბილისობის დღესასწაულს, რომელიც პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა.

თბილისის ყოფილმა მერმა, ნიკო ლეკიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1978 წელს, როცა კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, ერთ-ერთ თათბირზე მოისმინა დედაქალაქის დღესასწაულის შემოღების იდეა:

„თენგიზ მენთეშაშვილი იყო ქალაქკომის პირველი მდივანი. თბილისის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა, შოთა ყავლაშვილმა მოიტანა ძველი თბილისის აღდგენის გეგმა. უნდა დაწყებულიყო ძველი უბნების რესტავრაცია. შექმნა არქიტექტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა. გაიმართა თათბირი, მოიხაზა ძველი თბილისის მიდამოები, საიდანაც დაიწყებოდა რეაბილიტაცია. სწორედ ამ თათბირზე თქვა თენგიზ მენთეშაშვილმა (მაშინ მთელ საქართველოში იმართებოდა რაიონული მასშტაბის დღესასწაულები: მცხეთობა, ვაჟაობა და ა.შ.), ყველა ეს დღესასწაული რომ დასრულდება, ხომ არ ჩავატაროთ თბილისობა, როგორც ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება? მოიწონეს ეს იდეა და დავალება მისცეს სპეციალისტებს, გაკეთებულიყო კონცეფცია. გადაწყდა, 1978 წელს ოქტომბერში ჩატარებულიყო პირველი თბილისობა, მანამდე კი აღედგინათ ძველი თბილისის რაღაც ნაწილი. შეირჩა ბარათაშვილის ქუჩა, რომლის პროექტი დაამუშავეს შოთა ყავლაშვილმა და გიგა ბათიაშვილმა“.

თუმცა, თბილისობის აღნიშვნის წინადადება მენთეშაშვილამდე ბევრად ადრე წამოაყენა ჟურნალისტმა და გეოგრაფმა გვანჯი მანიამ, რომელმაც 1976 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „თბილისში“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“, რომელშიც ვკითხულობთ:

„...საჭიროა მხოლოდ ერთი იდეა, ერთი მიზანი, ერთი დღე, რომ ყველა მიიზიდოს, გააერთიანოს, გამოავლინოს ყველას შემოქმედებითი ნიჭი, უნარი და ფანტაზია. ყველაფერი ეს ხელეწიფება საყოველთაო-სახალხო დღესასწაულს. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთი შეიძლება და უთუოდ უნდა გახდეს თბილისის დღე - თბილისობა. ...მოდით, ვიყოთ უფრო გულისხმიერნი, დავაწესოთ და ამიერიდან ყოველი წლის ოქტომბერში - ლეგენდარულ ხოხობზე ნადირობის ჟამს - აღვნიშნოთ თბილისის დღე! ...ამ დღეს მილიონიანი ქალაქის თითოეული მოქალაქე, თითოეული საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია, თითოეული თბილისური სახლი ჩააბარებს ერთი წლის საქმიანობის მართალ ანგარიშს: რა შექმნა, რა გააკეთა, რით გაამშვენიერა დედაქალაქი... ამ დღეზე მთელ წელიწადს იფიქრებს და იშრომებს თითოეული თბილისელი და თბილისის ყველა გულშემატკივარი...“

ტექნიკური მიზეზების გამო 1978 წელს თბილისობის ჩატარება ვერ მოესწრო. დღესასწაულმა ერთი წლით გადაიწია. შესაბამისად, ერთი წლის შემდეგ გაირკვა თბილისის პირველი საპატიო მოქალაქეების ვინაობაც:.

ლადო გუდიაშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი

აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин обнародовал программу развития столичного туризма


Спорт в России и мире
Москва

Легионер "Локомотива" Ньямси: в Москве жизнь дешевле, чем в Париже


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева обыграла Вондроушову в третьем круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ключевой аспект успеха: как построить долгие и хорошие отношения с клиентом





Путин в России и мире
Москва

Пашинян подготовил "подарок" Путину к его инаугурации. Запад будет доволен


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Мэр Киева Кличко рассказал о попытках встретиться с Зеленским лично


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт «Стихи войны и мира. Баллада о своих»



Москва

В столице растет выпуск строительных и сопутствующих материалов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net