Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

მამუკა მდინარაძის თქმით, "ხალხის ძალასთან" მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ

0
მამუკა მდინარაძის თქმით,

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მოძრაობა "ხალხის ძალასთან" მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთ - საგარეო საკითხებზე "კულისებში" განხილული საკითხების საჯაროდ გამოტანა. 

"მთავარი განსხვავება არის იგივე და ერთადერთი - ისინი ამბობენ, ის ყველაფერი, რაც ხდება კულისებში, იყოს საჯარო, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტად შეფასების უფლება, რაც ხდება სინამდვილეში ქვეყანაში... ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვთანხმდებით, ამაზე კამათს აზრი არ აქვს - მათ თავისი აზრი აქვთ, თუმცა არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები და აქ პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს", - განმარტა მდინარაძემ. მან ჟურნალისტებს პარლამენტში უთხრა, რომ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, აქვთ "ხალხის ძალის" წევრი დეპუტატების მხარდაჭერის იმედი.

მამუკა მდინარაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ ინფორმაცია, რომელსაც პარტიიდან წასული დეპუტატები საჯაროდ აჟღერებენ, უმრავლესობის ფორმატში განიხილება:

"ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვს უმრავლესობის წევრს, ბუნებრივია, მათაც აქვთ. თქვენ შეამჩნევდით, იმ ინფორმაციის პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გაასაჯაროვეს, ჰქონდათ მანამდე მიღებული, ვიდრე იყვნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები...

იმაში რომ არ ვეთანხმებით, ამის გასაჯაროება შეიძლება არ იყოს აუცილებელი, მხოლოდ ეს არგუმენტი ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ რაღაცა ინფორმაცია არ მიიღოს უმრავლესობის წევრმა, როგორც უმრავლესობის წევრმა".

დღეს, 4 ოქტომბერს, მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ოთხ დეპუტატს, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან ხუთი კოლეგა შეუერთდა.

მმართველი "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება პარტიის წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდათ. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებად რჩებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день


Спорт в России и мире
Москва

«Молитесь, друзья»: сын олимпийского чемпиона Ивана Стретовича погиб во время родов в Новосибирске


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Четыре города ЦФО вошли в федеральный топ-10 по качеству жизни





Путин в России и мире
Москва

Такер Карлсон стал ведущим телеканала «Россия 24»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Ольга Бузова

«Ты мне не понравилась!»: Мария Погребняк вспомнила знакомство с Ольгой Бузовой в студии «Шоу Воли» на ТНТ



Москва

Сергей Собянин: Колледжи проведут Дни открытых дверей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net