Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2022

ჩრდილოეთი კორეის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა

0
ჩრდილოეთი კორეის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა

ჩრდილოეთმა კორეამ სამშაბათს იაპონიის თავზე გაუშვა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა - აცხადებენ მისი მეზობელი ქვეყნები, რაც ნიშნავს ესკალაციას იმ იარაღის გამოცდაში, რომელიც შექმნილია აშშ-ის რეგიონული მოკავშირეების მნიშვნელოვან ობიექტებზე თავდასხმის უნარით.  

ეს ჩრდილოეთი კორეის მხრიდან რაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდაა იანვრის შემდეგ - როცა მან ისროლა Hwasong-12-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტა, რომელსაც შეეძლო აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიღწევა. ამავე დროს, 2017 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოეთი კორეის რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა. 

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეიდან ნასროლმა სულ მცირე ერთმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა - იუწყება სააგენტო ასოშიეიტედ პრესი. 

იაპონიის ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოაღმოსვლეთის რეგიონების მცხოვრებთ მოუწოდეს ახლოს განთავსებული ნაგებობების დატოვებისკენ, რაც 2017 წლის შემდეგ ამგვარი განგაშის პირველი შემთხვევაა. იაპონიის ჰოკაიდოსა და აომორის რეგიონებში დროებით შეჩერდა მატარებლების მიმოსვლა, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, რომ ჩრდილოეთი კორეის რაკეტა წყნარ ოკეანეში ჩავარდა. 

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კისიდამ ჟურნალსიტებს უთხრა, რაკეტის სროლა, რომელიც მოჰყვა ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ბოლო დროს განხოციელებულ ანალოგიურ ქმედებებს, არის "თავზეხელაღებული აქტი, და მას მკაცრად ვგმობ", და დასძინა, რომ საკითხს განიხილავს ეროვნული უშიშროების საბჭო. 

იაპონიის წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოეთი კორეის მხრიდან რაკეტის გამოცდის შედეგად ზიანის შესახებ ცნობები არ არის. 

სამხრეთი კორეის გაერთიანებული შტაბიც აცხადებს, რომ მანაც დაადგინა ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჩრდილოეთი კორეის მხრიდან. შტაბის განცხადებით, სამხრეთი კორეა აძლიერებს სადაზვერვო პოზიციებს და მზადყოფნას ინარჩუნებს, აშშ-სთან ახლო კოორდინაციით. 

4 ოქტომბერს რაკეტის გაშვება წარმოადგენს ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ბოლო ათ დღეში განხორციელებულ იარაღის მეხუთე გამოცდას, რასაც აღიქვამენ პასუხად ორმხრივ სამხედრო წვრთნებზე სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის, ისევე, როგორც გასულ კვირაში ჩატარებულ სხვა წვრთნებზე, რომელშიც აშშ და იაპონიაც მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთი კორეა ამგვარ წვრთნებს განიხილავს შეჭრის რეპეტიციად. 

წინა ოთხი გამოცდის დროს გაუშვეს მოკლე რადიუსის რაკეტები, რომლებიც ჩავარდა წყლებში კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის. ამ რაკეტებს შესაძლებლობა აქვთ სამხრეთ კორეის სამიზნეებს მისწვდნენ. 

საერთო ჯამში, ასოშიეიტედ პრესის ცნობით, მიმდინარ წელს ჩრდილოეთმა კორეამ 40-მდე რაკეტა გამოსცადა, რაკეტების გაშვების 20-მდე ღონისძიებით - იმ ფონზე, როცა ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ გააფართოებს ბირთვულ არსენალს და უარს აცხადებს დაუბრუნდეს ბირთვულ საკითხებზე დიპლომატიას აშშ-სთან.  

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კინ ჩენ ინი ბოლოს შეეცდება თავისი გაფართოებული არსენალი გამოიყენოს ვაშინგტონზე ზეწოლისთვის, რათა მან ჩრდილოეთი კორეა ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადოს - რადგან თვლის, რომ ამგვარი აღიარება ჩრდილოეთ კორეას მოუტანს საერთაშორისო სანქციების მოხსნას და სხვა დათმობებს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин сообщил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис «Москва»


Спорт в России и мире
Москва

Бег — один из самых популярных видов спорта у россиян


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о энергоэффективной постройке жилья в России





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об изменениях в налоговом и бюджетном законодательстве России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск поддерживает Баку: планы по строительству агрогородка в Карабахе – ОБНОВЛЕНО




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

ABC: Зеленский недоволен результатами визита Блинкена в Киев


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Ивлеева

Суд отказал в иске о моральной компенсации за "голую вечеринку" Ивлеевой



Москва

Казань представит цветочный ковер с орнаментом на выставке-форуме «Россия» в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net