დმიტრი პესკოვი: თუკი მოწამვლას ჰქონდა ადგილი, გამოძიება ჩატარდება
თუკი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი დადასტურდება, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას დაიწყებენ, – რუსული მედიის ინფორმაციიით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ტესტის პასუხებს, რომელიც ექიმებს დაეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა, რამ გამოიწვია გონების დაკარგვა. თუკი მოწამვლას ჰქონდა ადგილი, გამოძიება ჩატარდება,” – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა დღეს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ფრენის დროს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა.