Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2020

რას სწერდა პუტინს გასაჭირში მყოფი გემი Rhosus-ის კაპიტანი

0
რას სწერდა პუტინს გასაჭირში მყოფი გემი Rhosus-ის კაპიტანი

ლიბანური მედიის თანახმად, 2 500 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე 6 წლის წინ მოხვდა, მას შემდეგ, რაც ლიბანის ხელისუფლებამ ამ სახიფათო ტვირთით სავსე გემ „როსუსის“(Rhosus) კონფისკაცია მოახდინა.

ცნობილია, რომ მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი „როსუსი“ ამონიუმის ნიტრატით 2013 წელს ბათუმში დაიტვირთა და კურსი მოზამბიკისკენ აიღო.

"ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული", - განუცხადა რადიო თავისუფლებას სს "რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ.

თავად სატვირთო გემი "როსუსი" რუსეთის მოქალაქეს, ხაბაროვსკელ იგორ გრეჩუშკინს, ეკუთვნოდა, რომელმაც, გავრცელებული ცნობით, ხომალდი და მისი ეკიპაჟი ღვთის ანაბარად მიატოვა.

თუ როგორ აღმოჩნდა „როსუსი“ ბეირუთში და როგორ იქცა ხომალდის ეკიპაჟი მძევალივით გამომწყვდეული ლიბანში, გემის ყოფილმა კაპიტანმა, ბორის პროკოშევმა, ეს და სხვა საინტერესო ამბავი ჩვენი რადიოს რუსულენოვან პორტალ „სიბირ.რეალიის“ უამბო.

 

ბათუმი, თურქეთი, საბერძნეთი, ბეირუთი

 

 

„ამ გემზე მე მოვხვდი 13 წლის წინ. მაშინ ოდესაში ვცხოვრობდი, სადაც ერთ-ერთმა სააგენტომ შემომთავაზა „როსუსის“ კაპიტნობა. ამ გემზე მანამდე, დაახლოებით, წელიწადი ვიმუშავე. რა თქმა უნდა, გემი არ იყო ძალიან მოსახერხებელი, პირობებიც მძიმე იყო, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა? სამუშაო მჭირდებოდა. გემი სანაოსნოდ საკმაოდ მყარი იყო. იმ დროს მისი მფლობელი სხვები იყვნენ, კვიპროსელები. სწორედ მათგან შეიძინა გემი იგორ გრეჩუშკინმა. ...როდესაც „როსუსზე“ მუშაობა შემომთავაზეს, ვიფიქრე, კარგია, რომ მისი მფლობელი რუსია-მეთქი. შევხვდი მას, თითქოს ნორმალური კაცი ჩანდა. შემდეგ მივედი გემზე. იგი თურქეთში იმყოფებოდა, ტუზლის რეიდზე. დავინახე, რომ რატომღაც მთელი ეკიპაჟი იცვლებოდა, რაც საეჭვოდ მომეჩვენა. შევეკითხე კაპიტანს, რაშია საქმე-მეთქი. „ყველაფერი რიგზეაო“, მიპასუხა. კაპიტანი ნაძირალა აღმოჩნდა. არაფერი მითხრა იმაზე, რომ ეკიპაჟი ხელფასის დავალიანების გამო ტოვებდა გემს... მხოლოდ მერე შევიტყვე, რომ მათ მეზღვაურთა პროფკავშირს მიმართეს დახმარებისათვის, რადგან 4 თვის განმავლობაში არ აძლევდნენ ანაზღაურებას.

ჩვენთვის კი ამის შესახებ ეკიპაჟის არც ერთ წევრს არაფერი უთქვამს. გათავისუფლების მიზეზად ისინი ასახელებდნენ მოზამბიკში წასვლას, რაც მათ სიშორის გამო არ უნდოდათ. ჩემთვის კი მოზამბიკი რა ბედენაა? ჩემთვის რაც შორია, მით უკეთესია, რადგან მეტ ფულს ვაკეთებ“.

ბორის პროკოშევის თქმით, შორ მანძილზე გადასატანი ტვირთი აღმოჩნდა ამონიუმის ნიტრატი, რომელსაც გემის კაპიტანი უწოდებს ასევე „სასუქს“. თუმცა შემდეგ, როდესაც გემმა ბათუმი დატოვა და თურქეთისაკენ აიღო გეზი, გადაწყდა სხვა ტვირთის წაღებაც, რაც უშუალოდ გემის იმჟამინდელი მფლობელის, რუსი ბიზნესმენის, იგორ გრეჩუშკინის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

„თურქეთიდან გავეშურეთ საბერძნეთისკენ, პირეოსისკენ. დავდექით რეიდზე, გავმართეთ გემი, შევუკვეთეთ ყველაფერი, რაც რეისისთვის გვესაჭიროებოდა. გრეჩუშკინმა ყველაფერზე ხელი მოაწერა, მაგრამ როცა საქმე მივიდა შეკვეთილი სურსათისა და ყველა სახის საჭირო საქონლის მიღებამდე, პირადად მოვიდა, ფული არ გადაიხადა და ყველაფერი დაუბრუნა მომწოდებლებს. ფული არ არისო, გვითხრა“.

 

პირეოსიდან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, „როსუსმა“, ბეირუთისკენ აიღო გეზი.

როგორც ჩვენი რადიოს რუსულენოვან პორტალ „სიბირ.რეალიის“ უამბო ბორის პროკოშევმა, ხაბაროვსკელ ბიზნესმენ იგორ გრეჩუშკინს სურდა, რომ მეტი ფულის საშოვნელად გემის ეკიპაჟს დამატებითი ტვირთი წაეღო.

„მაგრამ ეს იყო ისეთი ტვირთი, რომლის გემბანზე დადება არ შეიძლებოდა. ეს იყო მძიმე საგზაო ტექნიკა. მარტო ერთმა მანქანამ თავისი სიმძიმით ლუქის სახურავი ჩაღუნა. მეორეც რომ დამატებოდა, ორივე მანქანა ტრიუმში აღმოჩნდებდა.

გემი ხომ ძველი იყო! მოკლედ, მე უარზე დავდექი. ის [გრეჩუშკინი] მომაწვა და მაიძულებდა, რომ ტვირთი გემბანზე აგვეტანა. მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხიეთ. ამის შემდეგ გვითხრა, რომ ლარნაკში, კვიპროსში, წავსულიყავით“.

მაგრამ გემი ლიბანის ხელისუფლებამ დააპატიმრა საპორტო მოსაკრებლის გადაუხდელობისთვის. ბორის პროკოშევმა არ იცის, თუ რა თანხაზე იყო საუბარი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი [გრეჩუშკინი] ფულს ყოფილ ეკიპაჟს არ გადაუხდიდა, რაზმის წევრებმა წამოიწყეს გაფიცვა და უარი თქვეს კვიპროსისკენ გამგზავრებაზე.

„პრინციპში, შეიძლებოდა ეკიპაჟის დაყოლიება, რომ გაგვეცურა კვიპროსამდე, მაგრამ ბეირუთიდან აღარ გაგვიშვეს...

 

რაზმის ნაწილმა მოახერხა ლიბანის დატოვება, მაგრამ მე, უფროს მექანიკოსსა და ბოცმანს გაშვებაზე უარი გვითხრეს. ამიტომ იქ ვიყურყუტეთ 11 თვე! [გრეჩუშკინს] კაპიკი ფული არ მოუცია. პროდუქტებსაც კი არ ყიდულობდა. შეიძლება ითქვას, რომ საფრთხეში ჩაგვყარა და შიმშილისთვის გაგვიმეტა. საჭმელს პორტი გვაჭმევდა“.

 

„შენ გინდა, რომ პუტინმა სპეცრაზმი გამოუშვას?“

 

„როსუსის“ ყოფილი კაპიტანი, ბორის პროკოშევი, რუსეთის მოქალაქეა, თუმცა აქვს ასევე უკრაინის ბინადრობის მოწმობა. შესაბამისად, გასაჭირში ჩავარდნილმა გემის მეთაურმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა.

„პუტინს ყოველთვე ვწერდი. ვამცნობდი, რომ ჩვენი მდგომარეობა პატიმრისაზე უარესი იყო. პატიმარმა იცის, როდის გამოვა გარეთ, ჩვენ კი არ ვიცოდით, როდის გაგვიშვებდნენ ან, საერთოდ, თუ გაგვათავისუფლებდნენ! პაუხად მოგვდიოდა შეტყობინება: თქვენი მიმართვა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს! საკონსულოში მითხრეს, შენ გინდა, რომ პუტინმა სპეცრაზმი გამოუშვას ბრძოლით თქვენ გასათავისუფლებლადო? შეეძლოთ დაექირავებინათ ადვოკატი, მიემართათ სასამართლოსთვის, მაგრამ არაფერი არ გააკეთეს. მოკლედ, გავყიდეთ საწვავი და თავად ვიქირავეთ ადვოკატი, რომელმაც სარჩელი შეიტანა ლიბანის ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ არ ჰქონდათ უფლება პორტში ჩვენი დაყოვნებისა, იმ დროს ჩვენ კონტრაქტები უკვე ამოწურული გვქონდა. სასამართლოს გზით წასვლის ნება მოგვცეს“.

მთელი ამ ხნის განმავლობაში გემის მფლობელი, რუსი ბიზნესმენი გრეჩუშკინი, როგორც ბორის პროკოშევი იხსენებს, მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა მას და ოდესამდე მგზავრობის საფასური გადაუხადა.

და ეს იმ დროს, როდესაც გემ „როსუსის“ ყოფილ მფლობელს ეკიპაჟის ხელმძღვანელობის საკმაოდ დიდი ვალი მართებს.

„პირადად ჩემთვის არ გადაუხდია 60 000 დოლარი, უფროსი მექანიკოსისათვის - 50 000, მესამე მექანკოსისთვის - დაახლოებით, 20 000, ბოცმანისათვის - 10 ათასი ამერიკული დოლარი. ამასთან, მე ვიცი, რომ როდესაც გემი ბათუმში ამონიუმის ნიტრატით დაიტვირთა, მას [გრეჩუშკინს] ტვირთის გადატანისათვის მილიონი დოლარი გადაუხადეს. ეს მე წინა კაპიტანმა მითხრა. ამის შემდეგ ერთ თვეში მას ფული გამოელია. სხვათა შორის, ჯართში რომ ჩააბარო, გემი 350 000 დოლარი ღირს. მან გადაწყვიტა, უბრალოდ, მიეტოვებინა გემი და მილიონი შეეტყაპუნებინა“,- ამბობს გემ „როსუსის“ ყოფილი კაპიტანი.

ბორის პროკოშევისთვის დღემდე უცნობია ხაბაროვსკელი ბიზნესმენის ასავალ-დასავალი, თუმცა ვარაუდობს, რომ იგი კვიპროსში უნდა ცხოვრობდეს.

 

ამიტომ სახლში დაბრუნებულმა, ბორის პროკოშევმა, სცადა სასამართლოში შეეტანა სარჩელი დამსაქმებლის წინააღმდეგ, რომელსაც, რუსეთის კანონმდებლობით, კუთვნილი ანაზღაურების გადაუხდელობისათვის სისხლის სამართლის სასჯელი ემუქრება.

მაგრამ ხაბაროვსკის სასამართლომ პროკოშევს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. დაზარალებულ მოსარჩლეს რუსეთის სასამართლოში უთხრეს, რომ საჩივარი უნდა შეეტანა გრეჩუშკინის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ანუ კვიპროსზე.

 

ვინ გადაიხადა ამონიუმის ნიტრატის ფული?

 

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გადაუხადა ბათუმიდან ტვირთის წაღებისთვის მილიონი დოლარი რუს ბიზნესმენ გრეჩუშკინს, გემის ყოფილი კაპიტანი ამბობს, რომ ეს უნდა ყოფილიყვნენ სწორედ მოზამბიკელი შემკვეთები.

„ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მე თავიდან სულ არ ვღელავდი. ასეა თუ ისე, ტვირთი შემკვეთებს მაინც დასჭირდებათ და ისინი მას მოითხოვენ, გამოიხსნიან, რადგან მილიონი დოლარი აქვთ მასში გადახდილი-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ მყიდველებისგან, საერთოდ, ჩამიჩუმი არ ისმოდა“.

ბეირუთის პორტში დაკავებულ გემ „როსუსზე“ მდებარე ტვირთი, ტრანსპორტის სამინისტროს პასუხისმგებლობით, საწყობში დაცალეს და შეინახეს.

ამ დროისათვის თავად ხომალდს, მისი ყოფილი კაპიტნის, ბორის პროკოშევის, თქმით, უკვე ჰქონდა მცირე ნახვრეტი. ამის გამო გემში შედიოდა და გუბდებოდა წყლი, რაც პერიოდულად საჭიროებდა ამოტვირთვას. „მაგრამ თუ გემზე ეკიპაჟი არ არის, ამის გამკეთებელი არავინაა“. შესაბამისად, 2-3 წლის შემდეგ გემი ჩაიძირა. „ეს მე ვიცი მეზღვაურებისგან, რომლებიც ბეირუთის პორტში შევიდნენ“, - ამბობს ბორის პროკოშევი.

 

ვინ არის დამნაშავე

 

როცა ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარ საზარელ აფეთქებაზე ფიქრობს, „როსუსის“ კაპიტანი მომხდარში ლიბანის მხარეს ადანაშაულებს.

„თავად არიან დამნაშავე. არაფერი საჭირო არ იყო ამ გემის დაპატიმრება, საჭირო იყო იგი რაც შეიძლება სწრაფად მოეშორებინათ თავიდან! როდესაც მოითხოვდნენ გაშვებას, უნდა ეთქვათ, წადით უკვე, თქვენგან არაფერი არ გვინდაო! მათ კი მოითხოვეს საპორტო მომსახურებისათვის დაგროვილი ვალის გადახდა და აი, რა გამოვიდა. და მეორეც: ეს ამონიუმის ნიტრატი არის სასუქი. მათ შეეძლოთ ის გაეტანათ მინდორში და მიწასთან ერთად დაეხნათ. როდესაც ტვირთს არავინ მოითხოვს, ესე იგი ის არავის არ ეკუთვნის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გემ „როსუსის“ ყოფილმა კაპიტანმა, ბორის პროკოშევმა.

ბეირუთის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა, 5 აგვისტოს არაორაზროვნად აღნიშნა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვის დროს არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.

ლიბანის ტელეარხ LBC International-ის თანახმად, საწყობში აფეთქება მოჰყვა შედუღების სამუშაოებს. საწყობის მუშებმა გადაწყვიტეს, რომ შეეკეთებინათ მცირე ხვრელი, რათა შენობაში გაძარცვის მიზნით არ შეეღწიათ ბოროტმოქმედებს. შედუღების დროს მოხდა დეტონაცია.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისმა ტალღამ 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა შენობები. დაიღუპა, სულ მცირე, 100 და დაშავდა ათასობით ადამიანი, მათ შორის ლიბანის პრემიერ-მინისტრის ცოლი და ქალიშვილი;

დაღუპულთა შორის არის ლიბანის ქრისტიანული პარტია „კატაიბის“ გენერალური მდივანი, ნაზარ ნაჯარიანი;

ბეირუთის გუბერნატორის, მარვან აბუდის, თქმით, აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩა 250 000 ადამიანი;

ბეირუთის პორტში აფეთქება მოხდა ლიბანის პოლიტიკური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ: 7 აგვისტოს ჰააგის ტრიბუნალმა უნდა გამოაცხადოს საბოლოო ვერდიქტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკა ჰარირის, მკვლელობის საქმეზე. პოლიტიკოსი 2005 წელს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин фразой «ходят слухи словно мухи» прокомментировал уход замов в кабмин


Спорт в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге про финал Всероссийской олимпиады школьников


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Лучший теннисист Казахстана сдал позиции в чемпионской гонке ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

EDI-провайдер для ритейла Docrobot вошел в группу компаний СКБ Контур





Путин в России и мире
Москва

Токаев в Москве поздравил Путина с вступлением в должность президента России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: Белоруссия реагирует на обострение обстановки вблизи границ страны




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

Сотрудники библиотеки №12 им. А.К. Толстого Брянска провели музыкально-литературный вечер к 100-летию со дня рождения поэта Булата Окуджавы



Москва

Путин заявил Пашиняну о возможности обсудить вопросы региональной безопасности

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net