ტრამპმა 15 სექტემბრამდე მისცა ვადა აშშ-ის ფირმას TikTok-ის შესაძენად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 15 სექტემბრამდე მისცა ვადა აშშ-ის ფირმას, ჩინეთის საკუთრებაში მყოფი სოციალური მედიის კომპანიის, TikTok-ის შესაძენად სახელმწიფო უშიშროების გამო შეშფოთების ფონზე.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ TikTok-ს შეიძენს აშშ-ის ტექნოლოგიური გოლიათი Microsoft-ი.
ტრამპმა, რომელიც გასულ კვირაში გამოვიდა მუქარით, რომ აკრძალავს TikTok-ის მუშაობას აშშ-ში, რადგან მის მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება ჩინეთის დაზვერვამ იარაღად გამოიყენოს, თქვა, რომ ელაპარაკა Microsoft-ის ხელმძღვანელს, სატია ნადელას შესაძლებელი შეძენის შესახებ.
თუ Microsoft-ი ან აშშ-ის სხა ფირმა არ შეიძენს მას, TikTok-ი აშშ-ში აღარ იმოქმედებს, თქვა ტრამპმა.
TikTok-ი ეკუთვნის ჩინეთის კომპანია ByteDance-ს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, რომლებიც მას მცირე ვიდეოების საცქერლად იყენებენ. ამჟამად მას მილიარდი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოში.
კომპანია ამტკიცებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს პეკინს არ აწვდის.
Microsoft-მა განაცხადა, რომ სურს მოლაპარაკება TikTok-ის გარშემო 15 სექტემბრისთვის დაასრულოს.