Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2020

Новости за 15.11.2020

Не везет так не везет: сборная Грузия проиграла Армении - история поражения в фото

ИА «Новости-Грузия» 

Сборная Грузии по футболу у себя дома не смогла победить команду Армении и уступила ей со счетом 1:2. Смотрите в фотоленте Sputnik Грузия снимки достойного поражения

ერდოანი მომხრეა, საერთაშორისო თანამეგობრობამ კვიპროსის ორ სახელმწიფოდ გაყოფას დაუჭიროს მხარი

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კვირას მოინახულა თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა და განაცხადა, რომ მომხრეა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი დაუჭიროს კვიპროსის გაყოფას ორ სახელმწიფოდ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ 1983 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მანამდე კვიპროსის ეს ნაწილი, რომელშიც ეთნიკური თურქები ცხოვრობენ, თურქეთის ჯარებმა დაიკავეს, რათა - როგორც აცხადებდნენ - ხელი შეეშალათ საბერძნეთის მიერ თურქეთის შთანთქმისთვის. რესპუბლიკას დამოუკიდებელ სახელწიფოდ მხოლოდ თურქეთი აღიარებს. Читать дальше...



დარღვევების ანატომია

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო დარღვევების ანატომია საპროტესტო აქციის ფონზე. ნოემბერი საქართველოში პროტესტის თვედ ყალიბდება. ხალხი არა მარტო ქუჩაში გამოვიდა, ხალხმა დარღვევებზე დაიწყო საუბარი, კონკრეტულ დარღვევებზე, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა. როგორ მოვახერხოთ, რომ სამართლიანი იყოს ჩვენი არჩევნები? საუბარი მიხეილ ბენიძესთან, „სამართლიანი არჩევნების" ყოფილ დირექტორთან.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში სომხეთთან დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო და ლიდერის პოზიციასთან ერთად, B დივიზიონში დაწინაურების შანსიც დაკარგა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის „დინამოარენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა და წააგო ანგარიშით 1:2. 18 ნოემბერს, ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ესტონეთს უმასპინძლებს. ის მატჩი ვლადიმირ ვაისისთვის ბოლო იქნება ქართველთა მთავარი მწვრთნელის რანგში.

გია ვოლსკი: გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს …

News.ge 

გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს – მოქმედება საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განუცხადა. გია ვოლსკი ოპოზიციის გეგმებს დესტრუქციას და მავნებლობას უწოდებს, რომლის მიზანიც დესტაბილიზაციის შექმნაა. „ერთი სიტყვით მთხოვოს ვინმემ ...

მიხეილ სააკაშვილი: არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა — არ არის სუს-ს და ივანიშვილის ლოზუნგი

News.ge 

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლაივით ჩაერთო და კითხვებს უპასუხა. როგორც თავად აღნიშნა, ლოზუნგები, სადაც მისი ჩამოსვლის მოწოდებაა, სუს-სა და ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგია. “არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა — არ არის სუს-ს და ივანიშვილის ლოზუნგი”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ასევე, ლაივისას მიწერეს — “თქვენ თუ გადაგვარჩენთ”, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ აღარ უნდოდა ეს მესიჯები, ...

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადების მუხლით დააკავეს

News.ge 

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ვანეციანის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფაშინიანის მკვლელობაში დაადანაშაულონ, რასაც ადვოკატი სამარცხვინო პოლიტიკურ დევნას უწოდებს. ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მედიის ინფორმაციით, ვანეციანი გასული... Читать дальше...



ბელარუსში პოლიციამ დემონსტრაციები დაარბია, დააკავეს ასობით ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პოლიციამ ასობით ადამიანი დააპატიმრა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს. როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, 15 ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების დროს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში დააპატიმრეს 710-ზე მეტი ადამიანი. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველდღე იმართება აქციები ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლების წინააღმდეგ. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები არ ცნობენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლის შედეგადაც... Читать дальше...

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი არქიტექტორი თამაზ თევზაძე

News.ge 

92 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, თამაზ თევზაძე გარდაიცვალა. თამაზ თევზაძემ  1952 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. 1973–1978 წწ. იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი; 1978–1987 წწ. “თბილქალაქპროექტის” დირექტორი; 1987 წლიდან ამავე ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი. მისი ნამუშევრებია: თბილისში – სასტუმრო “კოლხეთი” (1962), კ. გამსახურდიას ძეგლი(1979) და სხვა. თმაზ თევზაძე არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის პროფესორია 1997 წლიდან. 1998 წელს ...

ბარამიძე: მიშაც უნდა ჩამოვიდეს, ყველა დევნილი უნდა ჩამოვიდეს და ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველამ უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა

News.ge 

რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ავიტანოთ და რას ჰქვია ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი არ უნდა?,- ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს ვერდიქტი გამოუტანა, თუმცა იგი ამას არ ეგუება. “2012 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა გარკვეული ...

ტრამპი: მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა

News.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ არჩევნები გაყალბდა. „მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა. არ დაუშვეს დამკვირვებლები კენჭისყრისას და ხმების დათვლის დროს. ხმები ითვლებოდა მემარცხენე რადიკალების კუთვნილი ცუდი რეპუტაციისა და აღჭურვილობის მქონე კომპანია Dominion-ის მიერ, ასევე „ფეიკ“ მედიის“, – წერს ტრამპი. შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, ...

„მოინდომეთ და მოგეცემათ“ — მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე

Radiotavisupleba.ge 

„უკაცრავად, სად მპატიჟებთ ზუსტად? მოინდომეთ და მოგეცემათ“, - ასე პასუხობს უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეკითხვას, თუ რატომ არ ბრუნდება საქართელოში. სააკაშვილმა, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა და რომელსაც რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა, სამშობლოში დაბრუნების შესახებ არაერთხელ ისაუბრა ფეისბუკ ლაივში. „მე შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება... ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია. რა გინდათ?! კი ბატონო, ჩამოვალ, გავწირავ თავს, ოქეი. Читать дальше...

მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

მექსიკა მე-11 ქვეყანაა, სადაც მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ. მაგრამ აშშ-ისგან და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ინფექციის გავრცელებაში მკვეთრი მატება შეინიშნება, მექსიკა არ აპირებს მკაცრი საკარანტინო ზომების ხელახლა შემოღებას. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 ნოემბერს ინფიცირების 5860 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაიცვალა 635 ადამიანი. მთლიანობაში, პანდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში 98200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით... Читать дальше...

აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხეთს ვადა გაუგრძელოს ქელბაჯარის დასატოვებლად

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხეთს ვადა გაუგრძელოს ჯარების გასაყვანად. „აზერბაიჯანი დათანხმდა, 25 ნოემბრამდე გააგრძელოს ვადა ქელბაჯარიდან სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და უკანონო სომეხი მოსახლეების გაყვანისთვის“, განაცხადა 15 ნოემბერს ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმათ ჰაჯიევმა. მისი სიტყვებით, ალიევი „ჰუმანიტარულ საფუძველზე“ დათანხმდა სომხეთის თხოვნას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შუამავლობის შემდეგ. ჰაჯიევის თქმით, სომხეთს ქელბაჯარიდან გასვლა 15 ნოემბერს უნდა დაესრულებინა. Читать дальше...

„მიშა ჩამოდი“ ბანერების გამოჩენის შემდეგ, „ლელომ“ და „მოქალაქეებმა“ ბათუმის აქცია დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტიების, „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა დატოვეს ბათუმში მიმდინარე საერთო ოპოზიციური საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც დემონსტრაციაზე გაჩნდა ფურცლები წარწერით „მიშა ჩამოდი“. ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ აქცია სწორედ აღნიშნული ბანერების გამო დატოვეს. მისი თქმით, ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, დემონსტრაცია ზეპარტიული უნდა იყოს და არ უნდა ჟღერდებოდეს მოწოდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით. Читать дальше...

ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება აღიარა, მაგრამ კვლავაც "გაყალბებაზე" ლაპარაკობს

Radiotavisupleba.ge 

როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად აღიარა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა დემოკრატმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ბაიდენი რვა დღის წინ გამოცხადდა გამარჯვებულად აშშ-ის ყველა მთავარი მედიასაშუალების მიერ, მას შემდეგ, რაც, არაოფიციალური შედეგებით, მან საარჩევნო კოლეგიაში საკმარისზე მეტი ხმა დააგროვა. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი. კენჭისყრის შედეგების შემდგომმა დათვლამ კიდევ უფრო გაზარდა ბაიდენის უპირატესობა. ამჟამად მას 306 ხმა აქვს, ტრამპს კი - 232. ტრამპმა... Читать дальше...


Музыкальные новости
Концерт

Концерт «Стихи войны и мира. Баллада о своих»





Персональные новости
Олимпиада

Олимпиада по финансовой грамотности МГУ проходит при поддержке СберСтрахования жизни





ბათუმში ოპოზიცია აქციას მართავს, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ. ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად, აქციაზე მისული რამდენიმე ათასი დემონსტრანტი 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს. აქციაზე მისულებს სცენიდან მიმართავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. დღევანდელ აქციაში ბათუმელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამაც მიმართა. „ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ! არჩევნებს... Читать дальше...

ბოსნია-ჰერცეგოვინაში საბიუჯეტო კრიზისის გამო გადადებული არჩევნები იმართება

Radiotavisupleba.ge 

ბოსნია-ჰერცეგოვინაში დღეს იმართება ადგილობრივი არჩევნები, რომელიც საბიუჯეტო კრიზისის გამო იყო გადადებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 3,4 მილიონ ამომრჩეველს. მუნიციპალიტეტების საბჭოებს ირჩევენ ქვეყნის ორ ავტონომიურ რეგიონში - ბოსნიურ-ხორვატულ ფედერაციასა და რესპუბლიკა სრპსკაში, ასევე ბრსკოს ნეიტრალურ ოლქში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19 საათზე (თბილისის დროით 22 საათზე) დაიხურება. ამომრჩევლები ვალდებული არიან, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი ზომები დაიცვან კენჭისყრაში მონაწილეობისას. Читать дальше...

1920: „შავი ბარონი“ და თეთრების გაქცევა ყირიმიდან

Radiotavisupleba.ge 

ასი წლის წინ ბოლშევიკებმა რუსეთის თეთრი არმიის უკანასკნელი შენაერთები ყირიმიდან ევროპაში განდევნეს. ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა და ათასობით სამოქალაქო პირმა, ვისაც სიცოცხლის გადარჩენის სურვილი ამოძრავებდა ან არ სურდა კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრება, ზღვით დატოვა ქვეყანა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

Radiotavisupleba.ge 

15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს უპირისპირდებიან „მოქმედებისა და სამართლიანობის პარტიის“ კანდიდატი მაია სანდუ და დამოუკიდებელი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი. მას სოციალისტური პარტია უჭერს მხარს. პირველ ტურში სანდუმ გაიმარჯვა, მაგრამ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი. არჩევნების პირველი ტური 1 ნოემბერს გაიმართა და მასში ამომრჩეველთა 42,76%-მა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე ნაკლები დაინტერესება გამოავლინა ახალგაზრდობამ: კენჭისყრაში მონაწილეობდა 25 წლის ასაკამდე ამომრჩეველთა 8%.

Спорт в России и мире
Москва

В Московской области прошел чемпионат Центрального округа Росгвардии по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певец Григорий Лепс откроет караоке-бар Leps Bar в Петербурге



Москва

В Москве на Портале поставщиков провели более 150 тысяч закупок с начала года

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net