Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2020

Новости за 23.11.2020

თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ენმ - „ძალა ერთობაშია“ სიის განულებას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში საარჩევნო ბლოკი ენმ - „ძალა ერთობაშია“ აპირებს საარჩევნო სია გაანულოს. დეპუტატის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატები დატოვებენ მანდატს, არამედ მათ ვერ ეყოლებათ ადგილმონაცვლეები. „ეს მოლაპარაკებებიც ხელისუფლებისთვის არის ფარსი. ისინი რეალურად არც ამ მოლაპარაკებების გზით არ ცდილობენ რაიმე გამოსავლის მოძებნას ჩიხიდან. რაც შეეხება თვითონ პროცედურას... Читать дальше...

რუსეთის „რბილი ძალა“ და „მინსკის ჯგუფის“ კონსენსუსი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ორი წამყვანი მინისტრის, საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების, სერგეი ლავროვისა და სერგეი შოიგუს ამასწინანდელმა ვიზიტებმა ბაქოსა და ერევანში კიდევ ერთხელ დაადასტურა მთიან ყარაბაღში დაწყებული რუსეთის სამშვიდობო მისიის მიმართ აზერბაიჯანისა და სომხეთის სრული მხარდაჭერა.

ტიკარაძის თქმით, საქართველოში მობილიზებული საწოლფონდი შეიძლება ორჯერ დიდ ქვეყანას მოემსახუროს

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე. ის ამბობს, რომ პაციენტების სამკურნალოდ საქართველოში საწოლების რაოდენობა საკმარისია. „ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი იმის შესახებ, რა კატეგორიის პაციენტები არიან საქართველოში კლინიკებში განთავსებულნი. ასევე გავაკეთეთ ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად გვაქვს საქართველოში დაგეგმილი საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით. შეიძლება ითქვას... Читать дальше...



ბაიდენის გუნდმა წარადგინა კანდიდატები საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უშიშროების სფეროებში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თავის დიდი ხნის მრჩეველს და ვეტერან დიპლომატ ენტონი ბლინკენს წარადგენს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - აცხადებს ბაიდენის გარდამავალი გუნდი 23 ნოემბერს. ამავე დღეს გამოცხადდნენ უშიშროების და საგარეო პოლიტიკის სფეროების სხვა კანდიდატებიც. ამ განცხადებებით დადასტურდა ცნობები, რომლებსაც აშშ-ის მედია წინა დღეებში ავრცელებდა დანიშვნების შესახებ.  24 ნოემბერს ჯო ბაიდენი თავად გააკეთებს განცხადებას კანდიდატების თაობაზე. სენატის მიერ პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში,... Читать дальше...

ბაიდენის სახელმწიფო მდივანი

Radiotavisupleba.ge 

ენტონი, ტონი ბლინკენი ამერიკელი საჯარო მოხელე და დიპლომატია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად დაასახელა. ამის თაობაზე ბაიდენის გარდამავალმა გუნდმა 23 ნოემბერს გამოაცხადა.

ბენ ჰოჯესი: …და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში

News.ge 

აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების ფონზე, აუცილებელია საქართველოს გაეგზავნოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა. ამის შესახებ ის თავის წერილში საუბრობს, რომელიც EUObserver-ში გამოაქვეყნა. „ჩვენ დავუთმეთ კრემლის ინიციატივას და ამიტომ დღეს განზე ვდგავართ და ვაკვირდებით შედეგს. მოდით, ავაშენოთ ახალი, გაცილებით მყარი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. გავაძლიეროთ ჩვენი ადრინდელი კავშირი თურქეთთან ...

უნგრეთი გამოცდის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გამოცდის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას, მას შემდეგ, რაც უნგრეთი გახდა ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც გასულ კვირაში ვაქცინა Sputnik V-ის ნიმუშები მიიღო.  სიიარტომ 23 ნოემბერს პარლამენტს უთხრა, რომ უნგრეთში უსაფრთხოების და ეფექტიანობის კუთხით გამოცდიან მედიკამენტის პირველ 10 დოზას. ამ წამალს ვლადიმირ პუტინმა აგვისტოში უწოდა მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ.  სიიარტომ გასულ კვირაში თქვა... Читать дальше...

თამარ ივერი: რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის

News.ge 

“რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის. კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე ძალიან განვიცდი. ეს ადამიანი უდიდესი დანაკლისია საქართველოს ინსტრუმენტული სფეროსიმამას საყვარელი კოლეგა, შესანიშნავი ადამიანი და დიდი პროფესიონალიორმაგად მტკივნეულია რომ ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი ამაგდარი ადამიანის და მისი მეუღლის ბოლო გზაზე გაცილებას ...



ალეკო ელისაშვილი: არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი

News.ge 

არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში გამართული არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. „არავის არ ეხალისება ბოიკოტი, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა და ფეხების ბაკუნი და არც არავინ აპირებს. უბრალოდ, აქამდე ...

ისრაელის და საუდის არაბეთის მინისტრები ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ ნეთანიაჰუს შეხვედრაზე ტახტის მემკვიდრესთან

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავისი განცხადებით წინააღმდეგობაში მოვიდა ისრაელის კაბინეტის წევრი მინისტრის სიტყვებთან, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 22 ნოემბერს საიდუმლო ვითარებაში ჩავიდა საუდის არაბეთში და შეხვდა სამეფოს დეფაქტო მმართველს, ისევე, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს.  ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი, Kan-ი, იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუ და სადაზვერვო სააგენტო მოსადის ხელმძღვანელი... Читать дальше...

კორონავირუსი და წერტილოვანი შეზღუდვები - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 ნოემბერს

Radiotavisupleba.ge 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში გუშინ კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა თბილისში 2 ათასს გადააჭარბა. დედაქალაქი ახლა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ერთ დღეში კი ქვეყანაში 3958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 36 პაციენტი რის შემდეგაც, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. მსოფლიოში კი გრძელდება მუშაობა კორონავირუსის ვაქცინებზე. კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მისი ვაქცინა შესაძლოა 90 პროცენტით იყოს ეფექტიანი - რაც ახალი... Читать дальше...

UNHCR-ი: მსოფლიომ არ უნდა მიატოვოს ავღანეთი

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააგრძელოს ავღანეთის დახმარება და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება "კატასტროფული შედეგების" საფრთხე.  23 ნოემბერს ჟენევაში, დონორთა ორდღიანი კონფერენციის დასაწყისში გამოსვლისას, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) ეს მოწოდება გამოთქვა ვიზიტის შემდეგ ავღანეთში, რომელშიც მწვავე პრობლემებად რჩება ძალადობა და კორუფცია, ისევე, როგორც აშშ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომ... Читать дальше...

“შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით, შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას”

News.ge 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მოსახლეობით ორჯერ დიდ ქვეყანას გაეწიოს მომსახურება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. “ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის პაციენტები არიან დღესდღეობით საქართაველოს კლინიკებში განთავსებული. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწორად გვაქვს დაგეგმილი საქართველოში საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით და ...

90 დეპუტატი, ერთი პარტია, ერთი ფრაქცია - პარლამენტი 2020-202?

Radiotavisupleba.ge 

არჩევნების მეორე ტურში უკონკურენტოდ აღებული 17 მანდატის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ 90 სადეპუტატო მანდატი მოაგროვა და ჯამში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, ამ ეტაპზე ვითარება ასეთია: 150-წევრიან პარლამენტში სულ 90 დეპუტატი იქნება. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ ერთი ფრაქციაზე მეტს ვერ შექმნის. რისი უფლება ექნება ან არ ექნება „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტს? რას შეძლებს ის და რას ვერ შეძლებს? „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ... Читать дальше...

დააკავეს გლდანში მდებარე სუპერმარკეტში ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი კაცი. გამოძიების ინფორმაციით, კაცმა თავის ყოფილ ცოლს, 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში - გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა და საკანცელარიო დანით ყელში დაჭრა. როგორც შსს იტყობინება, ბრალდებულის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი.  სამართალდამცველებმა საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. Читать дальше...

მაია ცქიტიშვილი: როდესაც წერტილოვან შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ …

News.ge 

ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგში განვიხილავთ იმ შესაძლო შეზღუდვებს, რომელიც ერთი მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნესს,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, არც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და არც ეკონომიკური განვითარება... Читать дальше...

“კარფურის” გლდანის ფილიალში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა

News.ge 

თბილისში, კარფურის გლდანის ფილიალში ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა. მა, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქალის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულია 44 წლის, წარსულში ნასამართლევი პირი.  შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცმა მის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერიც დაარღვია. მამაკაცი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ...

ერის ხელმწიფებიდან ერთის ხელმწიფებამდე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს, პარლამენტი კი კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას, რომლის მთავარი იარაღი თავისუფალი მოქალაქის ხმაა. ასე იყო პირველ რესპუბლიკაში. მერე საქართველოს შეეყარა ოკუპაციის წითელი სენი და ერის ხელმწიფება შეცვალა ჯერ პარტიის, შემდეგ კი ბელადების ხელმწიფებამ, რაც, მანკიერი ინერციით, 21-ე საუკუნეშიც გადმოგვყვა, მაგრამ ზუსტად 17 წლის წინ, „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, გაბრაზებულმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს თავიანთი... Читать дальше...

სააკაშვილი ივანიშვილის ხელისუფლებას „ინფიცირებულ კბილს“ უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესახებ საუბრისას, მას „ინფიცირებული კბილი“ უწოდა. „ამ სიტუაციაში, ახლა ყველა მხრიდან მასზე [ბიძინა ივანიშვილზე] შეტევა, ყველა მხრიდან ამ დამპალი, ინფიცირებული კბილის რყევა, რაღაც მომენტში აუცილებლად მოტყდება და ამოვა. აუცილებლად მოტყდება, ეს შეიძლება მოხდეს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ერთ თვეში, ორ თვეში. შანსი არ არის, რომ არ ამოტყდეს. არაფრის კეთება საერთოდ არ არის ვარიანტი“... Читать дальше...


Музыкальные новости
Певец

Певец Григорий Лепс откроет караоке-бар Leps Bar в Петербурге





Персональные новости
Выставка

Выставка работ победителей фотоконкурса «Созвездия "Семья"»





პროკურატურა თედორე გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებულების სხდომის თარიღის გადმოტანას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის წინასასამართლო სხდომა, ნაცვლად 30 დეკემბრისა, სავარაუდოდ, 10 დეკემბერს ჩატარდება. სხდომის 20 დღით ადრე დანიშვნის შუამდგომლობით, პროკურატურამ სასამართლოს ორი დღის წინ მიმართა. ბექა ბასილაია, აკაკი კობალაძის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბრალდების შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის თარიღის გადმოწევის თაობაზე, პირდაპირ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება... Читать дальше...

ღვთაებრივი დანტე ალიგიერი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს გენიალური იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის, „ღვთაებრივ კომედიაზე“. დანტეს ძალიან გაუკვირდებოდა, მისთვის რომ გვეთქვა, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი ხარო. საქმე ისაა, რომ ამ დროს ყველაფერი, რაც კარგად იწყებოდა და ცუდად მთავრდებოდა, ლათინურად იწერებოდა და ტრაგედიად ითვლებოდა, ხოლო ყველაფერი, რაც ცუდად იწყებოდა და კარგად მთავრდებოდა, იტალიურად იწერებოდა და კომედიად იწოდებოდა. სწორედ ასეთი „კომედია“ დაწერა დანტემ... Читать дальше...

გიგა ბოკერია: ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი, რომელიც თვითონ მოიმკეს საკუთარი უტიფარი პოლიტიკით

News.ge 

ხელისუფლებას, ივანიშვილს ამ სამარცხვინო ლიდერს ელის ქარიშხალი, რომელიც თვითონ მოიმკეს, საკუთარი უტიფარი პოლიტიკით ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. „საქართველო იმ გზაზე არ დგას, სადაც ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ეს ამბავი დათმეს, გაატარეს ეს ფაზა, რომ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. ამას საზოგადოება არ და ვერ შეეგუება და წინ ამ ხალხს ...

როსტომ ჩხეიძე: ტომოგრაფიაზე რომ ჩავყავდით, რამდენიმე კაცი შემხვდა, თქვენ რაზე ზიხართო. ვერ გავიგე რას მეკითხებოდნენ

News.ge 

მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე, რომელიც კოვიდ-19-ით არის ავად, ამჟამად სახლში მკურნალობს. კრიზისულ პერიოდში დახმარება მას რამდენიმე კლინიკაშიც აღმოუჩინეს, მათ შორის, ადგილების უქონლობის გამო, რამდენიმე დღით, მწერალი ციხის საავადმყოფოშიც კი მოხვდა. თავისი გამოცდილება მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა. „თავიდან არ ვიცოდი, ციხის საავადმყოფო რომ იყო. უადგილობის გამო კოვიდიანებისთვის ჰქონდათ გამოყოფილი პალატები. ტომოგრაფიაზე რომ ჩავყავდით, რამდენიმე კაცი ...

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესმენებთან განიხილა შეზღუდვების დაწესების საკითხი

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, მათ განიხილეს წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მაია ცქიტიშვილის თქმით, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის საერთო საქმე - როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების, შესაბამისად... Читать дальше...

თაზიაშვილების ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ზარდიაანთკარელი მირიან თაზიაშვილის დაკავებიდან სამი დღე გავიდა, მისმა ოჯახმა კი ახალი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ თაზიაშვილი ცხინვალში ჰყავთ გადაყვანილი. მირიან თაზიაშვილის ოჯახი ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღებას ითხოვს.

Спорт в России и мире
Москва

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии





Путин в России и мире
Москва

Мария Захарова раскритиковала высказывание Нэнси Пелоси о Путине и протестах в США


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт «Стихи войны и мира. Баллада о своих»



Москва

Жители Хакасии могут принять участие в конкурсе «Слава России»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net