Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2020

Новости за 29.11.2020

ტრამპის ყოფილი მრჩეველი კარტერ პეიჯი სასამართლოს მიმართავს მის მიმართ უკანონო თვალთვალისთვის

Radiotavisupleba.ge 

2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი კარტერ პეიჯის აცხადებს, რომ იგი უკანონო თვალთვალის მსხვერპლია და სასამართლოში უჩივის გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომელმაც თავის დროზე საიდუმლო თვალთვალის ორდერი მოითხოვა რუსეთთან მისი შესაძლო კავშირების დასადგენად. კარტერ პეიჯის სარჩელის თანახმად საგარეო დაზვერვის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბევრი შეცდომა და უზუსტობა დაუშვეს თვალთვალზე უფლების გამცემ საგარეო დაზვერვის სასამართლოზე (FISA)... Читать дальше...

““რეფორმერი ფიტნესმა” დადგენილი რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა და დაწყებულია გამოძიება”

News.ge 

“რეფორმერი ფიტნესმა” დადგენილი რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა და დაწყებულია გამოძიება, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ობიექტი შრომის ინსპექციის მიერ გუშინ დაჯარიმდა. “ეს ობიექტი შრომის დაცვის ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა გუშინ. ასევე, დღესაც მოხდა აღნიშნული ობიექტის გამოვლენა, რომ ობიექტმა დადგენილი რეგულაციების მიუხედავად მუშაობა არ შეწყვიტა. ჩვენთან შემოვიდა მასალები ...

ზურა ჯაფარიძე პოლიციისგან ითხოვს, დატოვონ სპორტდარბაზი, რადგან მისი ბინაა

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის იმ სპორტდარბაზში, რომელშიც პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და ტრენაჟორებს ლუქავდა, "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მივიდა. ის პოლიციისგან ითხოვს, დატოვოს ტერიტორია, რადგან მისი სახლია. ჯაფარიძე ამბობს, რომ "არ აპირებს სახლიდან წასვლას", პოლიცია კი მოითხოვს, მან დატოვოს ტერიტორია. "მაჩვენეთ დოკუმენტი, რის საფუძველზე ხართ ჩემს ბინაში... ჩემგან უნდა აიღოთ ნებართვა", - აცხადებს ჯაფარიძე. კომპანიას შრომის ინსპექციამ 10-ათასლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა, თუმცა ამის მიუხედავად მან საქმიანობა არ შეაჩერა. Читать дальше...



ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში”, რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია იმყოფება

News.ge 

ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში”, რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია იმყოფება. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხმაურია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ. ფიტნეს ცენტრთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ვარჯიში დანაშაული არ არის. ამასთან, “გირჩის” ერთ-ერთი წევრის განცხადებით, აღნიშნული ფიტნეს ცენტრი კერძო საკუთრებაა და პოლიციას შესვლის უფლება არ ჰქონდა. „ვიცოდით, რომ ზურა ...

ფიტნესკლუბში, რომელიც დააჯარიმეს, ახლა პოლიცია ტრენაჟორებს ლუქავს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომელიც 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, ახლა პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ტრენაჟორებს ლუქავს. პოლიციის თანამშრომლები აღწერენ იმ ინვენტარს, რაც სპორტდარბაზშია. "მშიერი რანაირად ვებრძოლო და რო ვერ ვივარჯიშებ და რომ არ ვიქნები ჯანმრთელი, როგორ ვებრძოლო? დამთავრდება ეს სიგიჟე და თვალებში როგორ შევხედოთ ერთმანეთს?! მართლა რამეს რომ ვაშავებდე... ნახეთ, რა უქნეს დარბაზს, მომითხვარეს და ესენი ებრძვიან ვირუსს", - ამბობს პირდაპირი ეთერის დროს სპორტდარბაზის მეპატრონე. Читать дальше...

ბორჯღალოსნებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიის ნაკრებთან წააგეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპი ბოლო - მეოთხე ადგილით დაასრულა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18) განცდილი მარცხის შემდეგ, ირლანდიასთანაც წააგო, ანგარიშით 10:23. დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ დღეს გამართულ შეხვედრაში, ბორჯღალოსნებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი ლელოს გატანა შეძლეს. ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გიორგი კვესელაძემ შეიტანა. გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. ჯგუფური ეტაპი დასრულდა და დარჩა დასკვნითი პლეი ოფები... Читать дальше...



ბელარუსში 130-მდე გაიზარდა კვირას საპროტესტო აქციის გამო დაკავებულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა 130 ადამიანი დააპატიმა კვირას გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. დამოუკიდებელ უფლებათდამცველ ცენტრ „ვიასნას“ ინფორმაციით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი რეგიონული გამოცემის ორი ჟურნალისტიცაა. კვირას საპროტესტო „მეზობლების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად ადამიანებმა შუდღით დაიწყეს შეგროვება მინკსსა და სხვა ქალაქებში. მილიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და სასტიკად დაშალა ადამიანები, რომლებსაც ხელთ... Читать дальше...

30 ნოემბრიდან თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში ონლაინ გაიმართება. ციფრულ ფორმატში ფესტივალის გამართვის გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა COVID 19-ის პანდემიის გამო მიიღეს. ფესტივალი წელს 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება: ინდუსტრიული დღეები, მასტერკლასები და ფილმების ჩვენება. "ინდუსტრიული დღეები" ორგანიზატორების განმარტებით, ინდუსტრიული დღეები მრავალფეროვან და დინამიურ პროგრამას წარადგენს, რომელიც მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში... Читать дальше...

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები და გაუქმდება ღამის კომენდანტის საათი

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები, კაფეები, არასასურსათო მაღაზიათა უმრავლესობა და ზოგიერთი სხვა დაწესებულება, რომლებიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო. სასურსათო მაღაზიები კვლავ შეძლებენ მუაობას კვირა დღეს. ასევე მომავალ კვირას გაუქმდება ღამიხ კომენდანტის საათის მოქმედება და მუზეუმებსა და გალერეებს უფლება ექნებათ, კვლავ მიიღონ დამთვალიერებლები მაქსიმალური რაოდენობის მხოლოდ 25%-ის ფარგლებში. Читать дальше...

მომიტინგეები საფრანგეთში უსაფრთხოების კანონს აპროტესტებენ

News.ge 

საფრანგეთში აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ მედია შინაგან საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით წერს. მომიტინგეები საფრანგეთში უსაფრთხოების კანონს აპროტესტებენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, შსს-ს მონაცემებით, შაბათის საპროტესტო აქციებში 130 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამავე დროს, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მხოლოდ პარიზში მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 200 000 იყო, ხოლო მთელ ქვეყანაში – ნახევარ მილიონამდე. 28 ნოემბერს, პარიზში მომიტინგეებსა და ...

რუსთაველი გარემოვაჭრეები არ ემორჩილებიან მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარედ, ტანსაცმლით მოვაჭრეები არ ემორჩილებიან მთავრობის შეზღუდვებს. მათ რეგულაციის დაცვა 29 ნოემბერს ადგილობრივი მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს. მოვაჭრეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთთან იკამათეს. "ჩვენს ბავშვებს ვინ აჭმევს?! მე რომ ვაჭრობა შევწყვიტო, როგორ ვიარსებოთ?!", - მიმართა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, აკაკი ხვედელიძეს. "მოგვეცით კომპენსაცია. მე ის 100-ლარიანი დახმარებაც არ მეკუთვნის... Читать дальше...

რუსეთში პოლიციამ 1,1 მილიონი კაცი დააჯარიმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაღვევისთვის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპაში მეხუთე ადგილზეა, პოლიციამ 1 მილიონზე მეტი კაცი დააკავა COVID-19-თან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 976 000 ადამიანი დააჯარიმეს საგანგებო ვითარების დროს სანიტარიული წესების დარღვევისათვის, რაც 1000 რუბლის (13$) გადახდით ისჯება. თანარჩენებს ადმინისტრაციული ოქმები გაუფორმეს. რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში 2,2 მილიონი კაცი დაავადდა, ხოლო 39 000-ზე მეტი გარდაიცვალა. Читать дальше...

პროტესტის 35-ე დღეს რიონის ხეობის მოსახლეობა დახმარებისთვის აშშ-ის ელჩს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა. აქციის მთავარი მიზანი ამერიკის ელჩისადმი გზავნილია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა კელი დეგნანს სთხოვს საკითხით დანტერესებას და დახმარებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ პროტესტს არ ისმენს, რომ კომპანია "ენკამ" შეაჩეროს სამუშაოები. რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 35-ე დღეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით... Читать дальше...

ჩოხატაურის ქვის საამქროში მუშა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

გუშინ, 28 ნოემბერს, საღამოს სამუშაო ადგილზე, ქვის საამქროში მუშა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც საწარმოს დირექტორი აცხადებს, კაცი დანადგარს წმენდდა, რა დროსაც ნაწილი გამოძრავდა და მუცლის ღრუში დაშავდა. "იყო მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ძლიერი სისხლდენით, შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლისათვის მიღებული ტრავმა და გარდაიცვალა", - ამბობს კლინიკა "მედალფას" დირექტორი, ანტონ ხუნდაძე. საქმეს... Читать дальше...

აშშ-ის სანქციების მიუხედავად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დეკემბერში განახლდება

Radiotavisupleba.ge 

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელი აშშ-ის სანქციების გამო ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, დეკემბერის დასაწყისიდან კვლავ განხლდება. ამის შესახებ გერმანულმა მედიამ ინფორმაცია მიიღო კომპანია Nord Stream 2 AG-ისგან, რომლის თანახმად ბალტიის ზღვის ფსკერზე დაწყებული გაზსადენის მშენებლობა 5 დეკემბრიდან განახლდება მილსადენის ორივე ხაზზე 2,6 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე და უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის სპეციალური ხომალდები განაახლებენ მილების ზღვის ფსკერზე გაყვანის სამუშაოებს. Читать дальше...

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მილიციამ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო აქცია

News.ge 

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მილიციამ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო აქციაზე გამოსული ადამიანები. უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, დაკავებულია ათზე მეტი კაცი. საპროტესტო „მეზობლების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად ადამიანებმა შუდღით დაიწყეს შეგროვება. სხვა აქციების მსგავსად, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე 119-ედ რომ იმართება ბელარუსში, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, რეპრესიების ...

გოგა ხაინდრავა: …ეს მეტყველებს საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და პოლიტიკური ჭაობის აბსოლუტურ დეგრადაციაზე

News.ge 

“ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ექიმებს აგინებენ. ეს მეტყველებს საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და პოლიტიკური ჭაობის აბსოლუტურ დეგრადაციაზე. 30 წელია ეს ჭაობია. სამწუხაროდ ამ ჭაობში ნებაყოფლობით ჩავიდნენ ახალი მოთამაშეები”, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. „ქართველმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ვიდრე ექიმების ლანძღვა წარმოუდგენელია. ეს ექიმები არიან ჩვენი შვილები, მამები და ეს ...


Музыкальные новости
Певица

Певица Анастасия Стоцкая появилась на публике в откровенном наряде





Персональные новости
Михаил Кутушов

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





შრომის ინსპექციამ ბათუმის ფიტნესკლუბის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად შსს-ს მიმართა

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ ბათუმის ერთ-ერთი ფიტნესკლუბის წინააღმდეგ, რომელიც მათ მითითებებს არ ემორჩილებოდა, საქმის აღსაძვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ინფორმაცია თავად შრომის ინსპექციამ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის აღძვრის შემთხვევაში კომპანიას ან დააჯარიმებს, ან საქმიანობის უფლებას ჩამოართმევს, ან გააუქმებს და დააჯარიმებს. კომპანიას შრომის ინსპექციამ 10-ათასლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა, თუმცა ამის მიუხედავად მან საქმიანობა არ შეაჩერა. სწორედ ამ მოტივით მიმართა შრომის ინსპექციამ შსს-ს. Читать дальше...

სულ მცირე 30 სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 30 წარმომადგენელი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული იერიშის შედეგად პროვინცია ღაზნიში მდებარე სამხედრო ბაზაზე. გავრცელებული ცნობით, მოიერიშემ თავი დილის 8 საათზე აიფეთქა სამხედრო ბაზის შესასვლელთან, სხვა დეტალები უცნობია. თავდასხმაზე მომხდარისთანავე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ღაზნის პროვინციაში რეგულარულად ხდება შეტაკებები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და თალიბებს შორის.

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში მიმდინარეობს აქცია ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს გადაკეტილი აქვთ ქუჩა აჭარის მთავრობის სახლის წინ და გამსახურდიას გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი. აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებზე, 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ... Читать дальше...

ევროპაში 400 000-ს გასცდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

28 ნოემბრის მონაცემებით, ევროპაში 400 000-ს გასცდა კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი იმ ფონზე, როდესაც კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანა თანდათანობით არბილებს მრავალკვირიან მკაცრ საკარანტინო ზომებს. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის 8 თვის განმავლობაში ვირუსის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (57 551), მეორეზე - იტალია (53 677), ხოლო მესამეზე - საფრანგეთი (51 914). კორონავირუსის შედეგად 44 668 კაცი გარდაიცვალა ესპანეთში, რუსეთში - 39 068. Читать дальше...

შრომის ინპექციამ 2 309 კომპანიას საქმიანობა იძულებით შეაჩერებინა

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ 2 309 კომპანიას საქმიანობა შეაჩერებინა. უწყებაში აცხადებენ, რომ 2 738 ობიექტი გააფრთხილა, 2 კი დააჯარიმა. გარდა ამისა, როგორც შრომის ინსპექცია განმარტავს, მათ აღმოაჩინეს ორი კომპანია, რომლებიც დაჯარიმების მიუხედავად, განაგრძობდნენ საქმიანობას და მათ შესახებ საქმის წარმოების დასაწყებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. დაჯარიმებული და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემულია კომპანია შპს "ონლაინ მეჯიქ", რომლის ბრენდული სახელიც "რეფორმერი ფიტნესია". Читать дальше...

ბელარუსში დაშალეს მორიგი საპროტესტო აქცია, ათამდე კაცი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მილიციამ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო აქციაზე გამოსული ადამიანები. უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, დაკავებულია ათზე მეტი კაცი. საპროტესტო „მეზობლების მარშში“ მონაწილეობის მისაღებად ადამიანებმა შუდღით დაიწყეს შეგროვება. სხვა აქციების მსგავსად, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე 119-ედ რომ იმართება ბელარუსში, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Опыт проведения Всероссийской акции «Вода России» представлен на межведомственном заседании в Ташкенте





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время движения поездов от Москвы до курортов Черноморского побережья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Ивлеева

Блогер Ивлеева не явилась в суд на заседание по делу о дискредитации ВС России



Москва

В Москве строители-мигранты напали на защитников детской площадки

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net