Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Ноябрь
2020

Новости за 24.11.2020

თბილისი აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესახებ პროგრამის დამტკიცებას 

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადების თანახმად, პროგრამა ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას. „რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“... Читать дальше...

ტელეწამყვანი თინა კანდელაკი RTVI-ის გენერალურმა პროდიუსერმა დააჯარიმა ტურჩაკთან „წარუმატებელი“ ინტერვიუსთვის

Radiotavisupleba.ge 

ტელეარხ RTVI-ის გენერალურმა პროდიუსერმა, სერგეი შნუროვმა, დააჯარიმა არხის წამყვანი, თინა კანდელაკი მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს სპიკერის და ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერ, ანდეი ტუჩაკთან ინტერვიუსთვის. ამის თაობაზე თავად შნუროვმა დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა უარი თქვა დაესახელებინა ტელეწამყვანისათვის დაკისრებული ჯარიმის მოცულობა. შნუროვის თქმით, თინა კანდელაკს სასჯელი დაეკისრა იმის გამო, რომ არ დაუსვა ტურკაჩს შეკითხვა ჟურნალისტ ოლეგ კაშინზე თავდასხმის შესახებ. Читать дальше...

ტიკარაძის შეფასებით, შეცდომა იყო ზაფხულში კორონავირუსის საკითხზე მთავრობის ლიბერალური მიდგომა

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, ზაფხულში ლიბერალური მიდგომა შეცდომა იყო.   „ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას, ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა... Читать дальше...



ლევან კობერიძე: მთავრობა გვჭირდება არა იმისთვის, კარტზე და ყავაზე მარჩიელობა დაიწყოს, მათგან გადაწყვეტილებები გვჭირდება

News.ge 

მართვის ნაცვლად ვიღებთ ოპოზიციაზე გადაბრალებას – დღევანდელი ხელისუფლება იმასაც ვერ ხვდება, რომ ერთ-ერთი თემა, რამაც შეიძლება ქვეყანა გააერთიანოს არის ეპიდემიასთან ბრძოლა,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, ამ ვითარებაში გამოსავალზე ყველამ ერთად უნდა იფიქროს. „მთავრობა გვჭირდება არა იმისთვის, კარტზე და ყავაზე მარჩიელობა დაიწყოს, ჩვენ მათგან გადაწყვეტილებები გვჭირდება. ერთხელ არ მახოვს ...

ზაზა წერეთელი: … ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­მაც შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნა ის 3-4 თვე, რო­დე­საც ცოტა შემ­თხვე­ვე­ბი იყო და არ მო­ემ­ზა­და სა­თა­ნა­დოდ

News.ge 

ციფ­რე­ბი ნამ­დვი­ლად სა­გან­გა­შოა – თუ ასე გაგ­რძელ­და, ჩვენ კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ქვეყ­ნე­ბი ვერ გა­უძ­ლე­ბენ, – ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კო­მი­სი­ის ქარ­თველ­მა წევ­რმა ზაზა წე­რე­თელ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა “დღის ნი­უს­რუმ­ში” გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფა­სა. ზაზა წე­რეთ­ლის თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე ამას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს. Читать дальше...

ტიკარაძე: წასვლას არ ვაპირებ, მე არ მიმაჩნია რომ არ გამომდის საქმე

Radiotavisupleba.ge 

თანამდებობის დატოვებას არ აპირებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მან „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში თქვა: „წასვლას არ ვაპირებ, მე არ მიმაჩნია, რომ არ გამომდის საქმე. ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისთვის, რომ ქვეყანაში წარმატებულად წარიმართოს Covid-პანდემიასთან მიმართებაში ყველა ქმედება. მიმაჩნია, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი". როგორც ტიკარაძე ამბობს, ჯანდაცვაში წარმატების ფორმულა სხვადასხვა ფაქტორით და კომპლექსურად იზომება. Читать дальше...

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

News.ge 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, პრემიერმა ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე... Читать дальше...



სოფო კილაძე აირჩიეს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად

Radiotavisupleba.ge 

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აირჩიეს გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. კახა იმნაძე მადლიერებას გამოთქვამს გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ, ვინც კილაძეს მხარი დაუჭირა. საქართველოში მოქმედმა 53-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ივნისში მიმართა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, არ აერჩია სოფო კილაძე. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდენ, რომ სოფიო კილაძე არ... Читать дальше...

პაატა იმნაძე: ჩვენი გათვლებით ახლა 10 000-მდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ოფიციალურ რაოდენობას აღემატება რეალურად კორონავირუსის გამო დაავადებულთა რაოდენობა. „დღეს იმაზე ლაპარაკი აღარ არის, რომ ისევე შევწყვიტოთ გადაცემა, როგორც გაზაფხულზე. პიკის დასაწყისში ვართ პრინციპში, ასე ვთქვათ. პიკი, როგორ გადავიყვანოთ პლატოზე ამაზეა ლაპარაკი. როგორი დატვირთვაც აქვს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამას ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს... Читать дальше...

14 კაცი დაიღუპა და 50 დაიჭრა ავღანეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სულ ცოტა 14 კაცი დაიღუპა და 45 დაიჭრა ავღანეთის ერთ-ერთ ცენტრალურ პროვინცია ბამიანის, ამავე სახელწოდების ქალაქში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში იქნა მოყვანილი ბამიანის ხალხმრავალ, მთავარ ბაზარში. დაღუპულთა შორის არის 12 სამოქალაქო პირი და ასევე საპატრულო პოლციის ორი თანამშრომელი. დაჭრილები ძირითად მახლობლად მდებარე რესტორნებისა და მაღაზიების თანამშრომლები არიან.   მოხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შვიდი ადამიანი დაიღუპა სირიის პროვინცია ალეპოში მომხდარი აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე ხუთი კაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად თურქეთის საზღვართან მდებარე ალეპოს პროვინციის იმ არეალში, სადაც ძლიერია თურქეთის გავლენა. სააგენტო „როიტერსის“ თავდაპირველად, თავდაპირველად გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთში მდებარე  ქალაქ ალ ბაბში. იქ დაიღუპა ხუთი კაცი. რამდენიმე საათის შემდეგ, ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 17 დაიჭრა ქალაქ აფრინში, მანქანის აფეთქების შედეგად. სხვა დეტალები უცნობია ქურთებით... Читать дальше...

აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ რუსულ კომპანიას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ხელისუფლებამ სამ რუსულ კომპანიას დაუწესა სანქციები მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის გვერდის ავლით ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები 6 ნოემბრიდან ამოქმედდა კომპანია „ავიანაწილების“, სააქციო საზოგადოება „ელეკონის“ და Nilco Group-ის მიმართ. ეს კომპანიები, ვაშინგტონის მტკიცებით, მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისათვის გამოსადეგ ტექნოლოგიებსა და მასალებს გადასცემდნენ ირანს, სერიასა და ჩრდილოეთ კორეას. Читать дальше...

კახა კალაძე: მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს პარლამენტში დარჩენა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის გარეშე მუშაობა დასაშვებად მიაჩნია თბილისის მერს კახა კალაძეს. თუმცა მას იმედი აქვს, რომ ოპონენტები უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მმართველ პარტიასთან ერთად იმუშავებენ. „ძალიან მნიშვენელოვანია ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ და ასევე მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთო/ODIHR-ის განცხადებები მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. შესაბამისად... Читать дальше...

Guidelines on Learning Photo-editing

News.ge 

Photo-editing refers to the processes of altering digital photos, whether they are still digital photos conventional photograph-chemical photos, or electronic examples. This is particularly necessary in order to make you nuotrauku redagavimas photoshopr pictures look more inviting and ideal for your own purposes. There are different types of image editing that you can use on ...

მზადება არჩევნებისთვის - რომელი არჩევნებისთვის?

Radiotavisupleba.ge 

„ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტში შევა და შედეგად - საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. მმართველი პარტიის სიის მე-17 ნომერმა, ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებების ფორმატში - „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს არცკი განიხილავს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კი ხელისუფლებისგან სწორედ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული კომპრომისული წინადადების მოლოდინშია. რა დრო რჩება ჩიხიდან გამოსასვლელად? Читать дальше...

შიდა ქართლში დამატებით საწოლები გამოჰყვეს

Radiotavisupleba.ge 

„გორმედმა“ Covid-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო. გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის პარალელურად, Covid-პაციენტების სტაციონარულ მართვაში ჩაერთო „გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, გორის, ხაშურის და ქარელის Covid-კლინიკებში 247 სტაციონარული პაციენტის მართვა შეუძლია (გორში - 111, ხაშურში - 86, ქარელში - 50). „გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ამ დროისთვის Covid-კლინიკებში... Читать дальше...

აშშ-ის საზღვაო სარდლობა უარყოფს ნაღმოსან „ჯონ მაკკეინის“ შესვლას რუსეთის ტერიტორიულ წყლებში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის სარდლობამ უარყო რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცება, თითქოს ამერიკის საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ საზღვაო საზღვრის დარღვევით რუსეთის ტერიტორიული წყლებში შევიდა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკული ნაღმოსანი სამშაბათ დილით „საზღვაო საზღვრიდან 2 კილომეტრის სიღრმეში აღმოჩნდა შესული“, რუსეთის ფედერაციის კუთვნილ პეტრე დიდის ყურეში. პასუხად რუსეთის სამხედრო ხომალდმა, „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ საერთაშორისო არხებით გააფრთხილა... Читать дальше...


Музыкальные новости
Денис Мацуев

Мацуев — о дерби ЦСКА — «Спартак»: бездарное зрелище, я уснул на 15-й минуте





Персональные новости
Динамо

Расплата за расточительство! ФК «Оренбург» на домашнем поле уступил ФК «Динамо» (Москва) – 1:2





გიორგი ანჯაფარიძე დე ფაქტო აფხაზეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

Radiotavisupleba.ge 

სოხუმის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ნახევარმცველი, გიორგი ანჯაფარიძე, ოკუპირებული აფხაზეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რადიო „ეხო კავკაზას“ ცნობით, ასეთი შედეგი აჩვენა დე ფაქტო აფხაზეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებულმა გამოკითხვამ. მეორე ადგილი წილად ხვდა კლუბ „ნართის“ ნახევარმცველ ნაურ წვინარიას, მესამე - „რიწის“ ნახევარმცველ ვიქტორ პიმპიას. დე ფაქტო აფხაზეთის საუკეთესო მწვრთნელად სოხუმის „დინამოს“ მწვრთნელი, თემურ ახბა დასახელდა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა მთავრობაზე მკაცრი პრესინგის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ორი კვირაა ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ ზეწოლას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე, რათა მიაღწიონ მთელი მთავრობის გადადგომას მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხედრო მარცხისა და აზერბაიჯანთან მიღწეული „კაპიტულატური“ შეთანხმების გამო. ტიგრან ხაჩატრიანის პრესმდივანმა, ანა ოჰანიანმა, რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს დაუდასტურა მინისტრის გადადგომის განზრახვა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია. Читать дальше...

ბელარუსში დასრულდა „ბელგაზპრობნაკის“ საქმის გამოძიება. ბაბარიკას გარდა დანაშაული ყველამ აღიარა

Radiotavisupleba.ge 

ვიქტარ ბაბარიკას, სააქციო საზოგადოება „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ტოპმენეჯერს ბრალი წაუყენეს. ბელარუსის უშიშროების სამსახურის პრესცენტრის თანახმად, წინასწარი გამოძიება დასრულდა და ყველა ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული, ბაბარიკას გარდა. ბანკის ყოფილი თავმჯდომარე და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში დაურეგისტრირებელი პრეზიდენტობის კანდიდატი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. ვიქტარ ბაბარიკას გამოძიებამ ბრალი წაუყენა განსაკუთრებით დიდი... Читать дальше...

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს შვედეთის „როზენგარდთან“ თამაშებით გახსნის

Radiotavisupleba.ge 

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში შვედეთის „როზენგარდს“ დაუპირისპირდება. დღეს გამართული კენჭისყრის თანახმად, საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრას 9 ან 10 დეკემბერს საშინაო არენაზე ჩაატარებს, საპასუხო მატჩი კი შვედეთში 15 ან 16 დეკემბერს შედგება. „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ეტაპი გაიარა და გახდა საქართველოს პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

გიორგი ვაშაძე ეპისკოპოს იაკობის შეთავაზებაზე: მოდერატორებში არ არის საქმე, მოდერატორები უკვე გვყავს

Radiotavisupleba.ge 

პრობლემა მოდერატორებში არ არის, მოდერატორები უკვე გვყავს, პრობლემა არის "ქართულ ოცნებაში", რომელსაც არ უნდა პროცესი ადეკვატურად დაინახოს, - ასე უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბოდბელ ეპისკოპოსს შეთავაზებაზე, ეკლესიის მოლაპარაკებებისთვის გამოყენების თაობაზე. მისი თქმით, მოლაპარაკებების პლატფორმები საძიებელი არ არის: „ჯერ ერთი, პირველი, რომ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს და სხვადასხვა საკითხებია. და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია... Читать дальше...

აზერბაიჯანი დღეს გვიან ღამით კონტროლს აღადგენს ყარაბაღის კიდევ ერთ რაიონზე

Radiotavisupleba.ge 

9 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების თანახმად, დღეს შუაღამის 00:00 საათზე იწურება ვადა, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის რაიონი, რომელზეც ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა კონტროლი. მანამდე, 20 ნოემბერს, ერთობლივი აზერბაიჯანულ-რუსულ-სომხური მემორანდუმის თანახმად, აზერბაიჯანს გადაეცა სომეხ სეპარატისტთა ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი. ხოლო 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Камбэком обернулся матч вундеркинда из России перед стартом Еленой Рыбакиной в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Младшая дочь Оксаны Самойловой и Джигана пошутила, что их сын приемный — как отреагировала звездная мама: «Чисто классика»



Москва

Московские производители готовятся выйти на африканский рынок

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net