გარდაიცვალა ცნობილი ქართველი არქიტექტორი თამაზ თევზაძე
92 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, თამაზ თევზაძე გარდაიცვალა.
თამაზ თევზაძემ 1952 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი.
1973–1978 წწ. იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი; 1978–1987 წწ. “თბილქალაქპროექტის” დირექტორი; 1987 წლიდან ამავე ინსტიტუტის მთავარი არქიტექტორი. მისი ნამუშევრებია: თბილისში – სასტუმრო “კოლხეთი” (1962), კ. გამსახურდიას ძეგლი(1979) და სხვა.
თმაზ თევზაძე არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის პროფესორია 1997 წლიდან. 1998 წელს დაჯიდლოებულია ღირსების ორდენით.
“ქართველი არქიტექტორები 1981 წლის მდგომარეობით. არქიტექტორ გივი თოდაძის არქივიდან. მარჯვნიდან: გურამ მირიანაშვილი, არჩილ ქურდიანი, ბელა გაბუნია, დავით კომახიძე, ქეთა კობახიძე, ირაკლი ციციშვილი, ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილი, ნელი ქვარცხავა, თინა ჩიჩუა, ოთარ კალანდარიშვილი, თამაზ თევზაძე, კოტე ჩხეიძე, ვახტანგ აბრამიშვილი, ვანო ჩხენკელი, გივი თოდაძე, გიგა ბათიაშვილი, ვოვა ქურთიშვილი, ირაკლი მარგიშვილი, ნოდარ შოშიტაშვილი, ამირან ბახტაძე, ვახტანგ მიქელაძე, თენგიზ კვირკველია, ოთარ თუხარელი, გივი გაგუა, ნოდარ მგალობლიშვილი,” – ფოტო თბილისის არქიტექტურული ფორუმის გვერდზეა განთავსებული (რედ.)