Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2020

Новости за 16.05.2020

საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები მავთულხლართებს აახლებენ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები და ბოძები მიიტანეს. რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ საბერიოში მცხოვრებმა რესპონდენტმა უთხრა, რომ დამატებით ავლებენ მავთულხლართებს და ამატებენ ბოძებს ადრე არსებულ ე.წ. საზღვარზე. რესპონდენტის ცნობით, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით... Читать дальше...

COVID-19-ით ინფიცირებულ ზუგდიდელ მამაკაცს რუხის საავადმყოფოში მურნალობენ

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდელი მამაკაცი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, რუხის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა: „თუმცა ტომოგრაფიული და ლაბორატორიული მაჩვენებლები აქვს საკმაოდ საყურადღებო. არ არის გამორიცხული, რაღაც დამატებითი პრობლემები აღმოცენდეს. მას აქვს ორმხრივი პნევმონია საკმაოდ სერიოზული დაზიანების ფართობით“, - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ. Читать дальше...

რუსეთში შეიარაღებული ძალების ტაძარში აღარ განათავსებენ მოზაიკას სტალინის გამოსახულებით

Radiotavisupleba.ge 

მოზაიკას იოსებ სტალინის გამოსახულებით, რომლის განთავსება დაგეგმილი იყო მოსკოვთან ახლოს, კუბინკაში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძარში, გადაიტანენ ტაძრის მახლობლად მდებარე მუზეუმში. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ განუცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარემ, დეკანოზმა ლეონიდ კალინინმა. სტალინის გამოსახულება უნდა ყოფილიყო პანოზე, რომელზეც გამოსახულია გამარჯვების აღლუმი მოსკოვში, წითელ მოედანზე. გენერალისიმუსის სახე გამოსახული იყო პლაკატზე... Читать дальше...



ანდრიუს კუბილიუსსა და გიგი უგულავას შორის გაიმართა ონლაინშეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანთან გიგი უგულავასთან ონლაინშეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.  ინფორმაციის თანახმად, ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავას გათავისუფლება მიულოცა და 8 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმების სრულიად განხორციელების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. Читать дальше...

ნინო წილოსანი მისი სახელით გავრცელებულ პოსტზე: ეს არის მავნებლობა, უნიჭო ფოტოშოპი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, ნინი წილოსანი ამბობს, რომ ფეისბუკზე მისი სახელით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. წილოსანი ამ ამბავს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. "აი ეს არის სახე იმ ადამიანების ვინც ჩვენს ოპოზიციაში დგას - ფეიკი, ტყუილი, მავნებლობა, უნიჭო ფოტოშოპი... და ამას ვერაფერი მოერევა თუ არა საზოგადოების პროტესტი უმსგავსობაზე", - აღნიშნა მან. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციონერების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ნინო წილოსანის სახელით ეწერა... Читать дальше...

ირანის სასამართლომ ფრანგ ირანელ მეცნიერს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

ირანის სასამართლომ 16 მაისს ფრანგ ირანელ მეცნიერ ქალს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებით. ფარიბა ადელხას ადვოკატმა როიტერსს განუცხადა, რომ ის გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სააპელაციო სარჩელის მიღების შემთხვევაში პატიმრობის ვადა ხუთ წლამდე შეიძლება შემცირდეს. იანვარში ირანმა ჯაშუშობის ბრალდება მოუხსნა ადელხას, მაგრამ მეცნიერი კვლავაც ციხეში რჩება სხვა ბრალდების გამო, რაც დაკავშირებულია უსაფრთხოების საკითხებთან, თქვა მისმა ადვოკატმა მარტში. Читать дальше...

გიგი უგულავა: არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს ქვეყანაზე ამბობენ, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები 

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მისთვის უსიამოვნოა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პარტიის ოფისში პირველად მისულმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამგვარ აღიარებას ქვეყნისთვის ზოგადად პრობლემები მოაქვს: „ამას თავისი ხიფათი მოსდევს, ამას თავისი მინუსები მოსდევს, ამას თავისი პრობლემები მოსდევს ქვეყნისთვის. არ მაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს იმიტომ... Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მეტ ორგანიზაციაზე გაავრცელა კიევის მიერ დაწესებული სანქციები

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფართოვა რუსეთის იმ ორგანიზაციების სია, რომელთა მიმართ კიევმა სანქციები დააწესა. კერძოდ, ზელენსკიმ სიაში შეიყვანა რიგი კულტურული დაწესებულებებისა. სამწლიანი სანქციები დაუწესდა რუსეთის ზოგიერთ მუზეუმს, უნივერსიტეტს, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციას. სია გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე. სიაში მოხვდნენ სახელმწიფო ერმიტაჟი, მოსკოვის პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი... Читать дальше...



სოფო კილაძე: პრეზიდენტისგან გვახსოვს სკანდალური შეწყალებები, არც ამას ვეთანხმებით

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტიის წევრი, სოფო კილაძე პოლიტიკური ლიდერების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას ადარებს, რომლითაც ციხე მძიმე დანაშაულისთვის გასამართლბულებმა დატოვეს. ამის შესახებ ის "რუსთავი 2"-ს ესაუბრა. "ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ეს იყო, რეალურად, სკანდალური შეწყალებები. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ისეთ შეწყალებებთან, რომელსაც არ ვეთანხმებით და არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ", - ამბობს კილაძე. Читать дальше...

გიგი უგულავა: მათმა მომხრეებმაც დაინახეს, რომ ივანიშვილის დრო წასულია

Radiotavisupleba.ge 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა, რომელმაც საპატიმრო გუშინ, 15 მაისს პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა, აცხადებს, რომ მმართველი პარტიის "დრო წასულია". მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს გამუდმებით ატყუებს. "ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ამ ჭირვეულობით, ჩემდა გასაკვირად, მოახერხეს და მათმა მომხრეებმაც დაინახეს, რომ ივანიშვილის დრო წასულია და საერთაშორისო საზოგადოება მას არაფერს აპატიებს. ახალი ხელისუფლება როცა ხარ, ბევრი რამ გეპატიება, მაგრამ როცა ორი ვადის ბოლოში ხარ - აღარაფერი... Читать дальше...

რატი იონათამიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად წარმატებით განხორციელდება. მან ოპოზიციას მოუწოდა, დაიცვან 8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილი და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს: „მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. Читать дальше...

ბუნდესლიგა ევროპის პირველი უმაღლესი საფეხბურთო ლიგაა, რომელიც დღეს განაახლებს თამაშებს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ბუნდესლიგა ევროპის პირველი უმაღლესი საფეხბურთო ლიგაა, რომელიც კვირას კვლავ განაახლებს თამაშებს. გატარებულ იქნება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მკაცრი ზომები. თამაშები გაიმართება თითქმის ცარიელ სტადიონებზე. მატჩზე დაიშვება მხოლოდ 200-მდე ადამიანი, მათ შორის ექიმები, დაცვა, ჰიგიენის სფეროს მუშაკები და მედიის ზოგიერთი თანამშრომელი. მოთამაშეების გარდა ყველასთვის სავალდებულოა პირბადეების ტარება. რეკომენდებულია ასევე, თავი აარიდონ გადაფურთხებას, საერთო ბოთლებიდან წყლის დალევას და გოლების შემდეგ რაიმე სახის ზეიმს. Читать дальше...

ნიკა მელია "ქართულ ოცნებას": თქვენ თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიძინა ივანიშვილს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება მიღწეულია, მთავარი გამარჯვება მაინც წინ არის. პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტისა და ამ ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებების, კერძოდ, სენატორების გამოხმაურების კომენტირებისას მან „ქართული ოცნების“ წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაათავისუფლონ გიორგი რურუა.    „ამერიკელი სენატორები, რომლებიც მაშინ, როცა თქვენ გძინავთ, მუშაობენ... Читать дальше...

ცხინვალში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ორი, სამედიცინო კლინიკის თანამშრომელია. ცხინვალის ე.წ. სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. „პარასკევს 111 ტესტი ჩატარდა და ოთხმა დადებითი პასუხი აჩვენა. კორონავირუსი გამოუვლინდა ორ მოქალაქეს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ და მედიცინის ორ მუშაკს“, - აღნიშნა გაგლოევამ. Читать дальше...

17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ

Radiotavisupleba.ge 

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ ხვალ, 17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ. ამის შესახებ ის TV პირველს ესაუბრა. "17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხალხთან ერთად იმართებოდა ხოლმე მსვლელობა. წელს მსვლელობა ვერ იქნება... ხვალ რამდენიმე მაქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს", - აღნიშნა მან. ხვალ, 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა... Читать дальше...

მოქალაქე მარნეულიდან საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სარჩელი

Radiotavisupleba.ge 

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა. ამის შემდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

სახმელეთო გზით აზერბაიჯანიდან საქართველოში 50 ადამიანი დაბრუნდა

Radiotavisupleba.ge 

15 მაისს სახმელეთო გზით აზერბაიჯანიდან სამშობლოში 50 ადამიანი დაბრუნდა, - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში არიან არასრულწლოვანი, ასაკოვანი, ფეხმძიმე, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და საელჩოს მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირები. საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ასევე 15 მაისს უნგრეთში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო ხორვატიის რესპუბლიკიდან უნგრეთის ტერიტორიაზე საქართველოს 6 მოქალაქის გადაყვანა. სამინისტროს ცნობით... Читать дальше...

18 მაისიდან აღდგება ავტომანქანის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან COVID-19-ით შეზღუდული სერვისების განახლებას იწყებს და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები: „იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი“, - აღნიშნულია განცხადებაში. Читать дальше...

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 93 პირი დაჯარიმდა

Radiotavisupleba.ge 

გასული დღე-ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 93 ფაქტი გამოავლინა. მათგან მოქალაქეთა უმრავლესობა კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა. კერძოდ: გამოვლენილია კომენდანტის საათის დარღვევის 84 ფაქტი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის 8 ფაქტი და თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ფაქტი. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით ჯარიმდება. Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Джиган собирается торговать пивом





Персональные новости
РФ

28 инвестиционных проектов Туризм.РФ перешли в активную фазу реализации





მარინა ეზუგბაიას თანახმად, COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევიდან 4 კარანტინში იმყოფებოდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 4 საკარანტინო სივრცეებიდანაა და ცნობილ კლასტერებს მიეკუთვნებიან. რაც შეეხება დანარჩენ 2 ინფიცირებულს, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გრძელდება მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენის მიზნით. მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნული 6 პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არ განთავსებულა და... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 677-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 26-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი;  გამოჯანმრთელებულია ჯამში  419 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393 პირი.

Source

COVID-19-ისგან საქართველოში კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში 26-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ოფიციალური საიტის STOPCOV.GE-ის თანახმად, ამ დროისათვის განკურნებულთა რაოდენობამ 419 ადამიანს მიაღწია. 16 მაისის დილისთვის 6 -ითაა გაზრდილი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი და 677-ს შეადგენს. მათგან გარდაცვლილია 12.

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა  6 -ით გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა6-ით გაიზარდა და 671-დან 677 შეადგინა. ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე STOPCOV.GE-ზე აისახა. საიტზე განახლდა ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 16 მაისის დილის მონაცემები  419 შეადგენს, რაც 26-ით აღემატება  იგი 15 მაისის მონაცემებს. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

უცხოეთიდან სამშობლოში საქართველოს კიდევ 180 მოქალაქე დაბრუნდა 

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ამსტერდამის რეისით  180 მოქალაქე დაბრუნდა. სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავმა შეასრულა. ჩამოსულთა უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-დან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, ყატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге про финал Всероссийской олимпиады школьников


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Рублёв поднимется на шестое место в рейтинге ATP после победы на «Мастерсе» в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Метеоролог Шувалов рассказал, когда в Москве закончится снег и отступят холода





Путин в России и мире
Москва

Путин встретился с Мирзиёевым в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: Минск не будет рисовать никаких линий, мгновенно ответит на агрессию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Светлана Сурганова

Светлана Сурганова выступит на фестивале «Окна Открой»!



Москва

Несколько автомобилей столкнулись в Можайском районе

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net