Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2020

Новости за 15.05.2020

ევროპარლამენტარები მიესალმებიან უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე ტვიტერის მეშვეობით ეხმაურებიან.  „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს“, - წერს ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მკვეთრად აკრიტიკებდა საქართველოს მმართველ პარტიას და საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარებას კონკრეტულ პირობებს, კერძოდ მიმდინარე რეფორმების გატარებას კანონის უზენაესობის სფეროში, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს უკავშირებდა. Читать дальше...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრაღაში კონევის ძეგლი უნდა აღადგინონ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩეხეთის ოფიციალურმა პირებმა უნდა აღადგინონ საბჭოთა მარშალ კონევის სადავო ძეგლი, რომელიც გასულ თვეში ქალაქის ოფიციალურმა პირებმა აიღეს. რუსეთის ახალი ამბების სააგენტო RBK-ი 15 მაისს აქვეყნებს ინტერვიუს ლავროვთან, რომელიც ჩეხეთის მხარის ახსნას, თუ რატომ მოხსნეს ძეგლი, „ბავშვურს“ უწოდებს და აფასებს მას, როგორც 1993 წელს რუსეთსა და ჩეხეთს შორის დადებული მეგობრობის შეთანხმების „უხეშ დარღვევას“. "ჩემი აზრით, თქვა ლავროვმა, ეს ბავშვური განმარტებაა... Читать дальше...

ფასილიტატორები შეწყალებას შეთანხმების შესრულებაში შეტანილ უმთავრეს წვლილს უწოდებენ

Radiotavisupleba.ge 

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზე ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და მას 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში განიხილავენ. „მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ჩვენ... Читать дальше...



ტრამპი ენდობა ვირუსის ტესტირებას თეთრ სახლში მიუხედავად მცდარი შედეგებისა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 15 მაისს არ გამოუხატავს შეშფოთება კორონავირუსზეს წრაფი ტესტირების ფორმის თაობაზე, რომელსაც თეთრი სახლი იყენებს პრეზიდენტის უსაფრთხოების გამო მიუხედავად იმისა, რომ ახალი მონაცემებით, ეს ტესტი უარყოფითი შედეგების ზედმეტად დიდ რაოდენობას იძლევა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა სააგენტო ასოშიეიტედ პრესმა.  სააგენტო იტყობინება, რომ ტრამპმა აბოტის ლაბორატორიის მიმართ თავისი ნდობა გამოხატა, თუმცა ნიუ-იორკი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა წინასწარმა კვლევამ პრობლემები გამოავლინა ამ ტესტის გარშემო. Читать дальше...

ამერიკული ბიზნესის დაცვა და ივანიშვილის რუსეთსა და ირანთან კავშირების შეფასება - სენატორებისა და კონგრესმენების  წერილი 

Radiotavisupleba.ge 

რესპუბლიკელი სენატორები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი,  კონგრესმენები ჯუდი არინგტონი  და მარკვეინ მალინი,   აშშ-ის  სახელმწიფო და ხაზინის მდივნებს მაიკ პომპეოს, და სტივ მნუჩინს  საქართველოში ამერიკული ბიზნესის დაცვასა  და ივანიშვილის  რუსეთსა და ირანთან კავშირების შეფასებას სთხოვენ. 15 მაისით  დათარიღებულ წერილში, რომელიც სენატორმა კრუზმა გამოაქვეყნა, ისინი წერენ, რომ შეშფოთებული არიან საქართველოში მმართველობის პრობლემების, კერძოდ  „ამერიკის მეტოქეებთან და მტრებთან... Читать дальше...

კალაძე შეწყალებაზე: როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. „ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები, რომელიც გაკეთდა“, - თქვა კალაძემ.   როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, ოპოზიციის ქმედებები საარჩევნო სისტემის ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული. „ეს, რა თქმა უნდა... Читать дальше...

ოქრუაშვილი: დაჭერა და გათავისუფლება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ილაპარაკა. „ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში. ეს დაპირებაც ვერ შეასრულა“, - თქვა ოქრუაშვილმა. ყოფილი პატიმარი პირველ რიგში მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში... Читать дальше...

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა უწყებამ ახალი დარტყმა მიაყენა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა უწყებამ (Bundesnetzagentur-მა) უარი თქვა ბუნებრივი აირის ბაზრის ევროპის კავშირის შიგნით მოქმედი წესებისგან გაეთავისუფლებინა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ (Nord Stream 2-ის) ოპერატორები. გაზსადენი შენდება რუსეთიდან გერმანიისკენ აირის გადასატანად ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით. 15 მაისს მარეგულირებელმა, Bundesnetzagentur-მა განაცხადა, რომ მილსადენის მონაკვეთი, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გადის, არ თავისუფლდება ევროკავშირის დირექტივისგან გაზის შესახებ. ამ წესის თანახმად... Читать дальше...



გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფლები არიან. მათ საპატიმრო 15 მაისს, ღამით, მას შემდეგ დატოვეს, რაც პენიტენციურ სამსახურს შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ჩაბარდა. ოქრუაშვილმაც და უგულავამაც ციხის დატოვების შემდეგ თქვეს, რომ ეს სანახევროდ შესრულებული პირობაა და ახლა უკვე გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს. მისთვის სასამართლოს სასჯელი ჯერ არ მიუსჯია, შესაბამისად, მას პრეზიდენტი ვერ შეიწყალებდა.  "არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, სანახევრო ხელშეკრულება. Читать дальше...

უგულავა: გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ რუსთავში სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ თქვა, რომ  პოლიტპატიმრის ტესტი საქართველოშიც და თავისუფალ სამყაროშიც არის მარტივი: ევროსაბჭოს დადგენილება და თავისუფალი სამყაროს მიერ ასეთად ცნობა. „მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე და არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ ჩემი შეწყალების აქტს მისი ხელმოწერა აქვს და მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა“, - თქვა უგულავამ. Читать дальше...

ირაკლი ოქრუაშვილიც თავისუფალია

Radiotavisupleba.ge 

ირაკლი ოქრუაშვილმა გიგი უგულავას მსგავსად ციხე დატოვა. როგორც მან თქვა, მხოლოდ "პატარა კომენტარს გააკეთებდა". "ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ ბევრ ოპოზიციონერს გაუშვებდა ციხეში და ესეც ვერ შეასრულა... მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა 8 მარტის ხელშეკრულების შედგენაში", - თქვა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს. პრეზიდენტმა უგულავა დაახლოებით 2 საათის წინ შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილ მერი... Читать дальше...

გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდა

Radiotavisupleba.ge 

გიგი უგულავამ ციხე დატოვა. რამდენიმე წუთია, რაც მან რუსთავის პენიტენციური სამსახურის შენობა დატოვა. "არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, სანახევრო ხელშეკრულება. ჩვენ დახლზე არ ვართ და ოცნებას არ ვევაჭრებით", - თქვა უგულავამ და დააანონსა, რომ მათი პარტია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გიორგი რურუა ციხეში დარჩება. მან პრეზიდენტს "ლანძღვის მიუხედავად" მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილ მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილ მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. Читать дальше...

მელია: არ ვაპირებ, ნიშანი მოვუგო ხელისუფლებას, მაგრამ პრეზიდენტი დამოუკიდებლად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება კარგია ქვეყნის განვითარებისთვის: "დარწმუნებული ვიყავით ყველანი, რომ უახლოეს დღეებში ისინი შეიწყალებდნენ პოლიტიკურ პატიმრებს და კიდევ შეიწყალებენ დანარჩენებს. ამიტომ დღეს მე არ ვაპირებ, ნიშანი მოვუგო ხელისუფლებას, უბრალოდ ყველანი ვხვდებით, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა". საქართველოს პრეზიდენტი თბილისის... Читать дальше...

კობახიძე უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე: გვესმის, რომ კრიმინალის შეწყალება პრეზიდენტის უფლება-მოსილებაა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "კრიმინალის შეწყალება პრეზიდენტის უფლება-მოსილებაა". ამის შესახებ მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შემდეგ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა. "შესაძლოა მას, რეალურად, მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურების აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლიტიზირებას განაპირიბებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა... Читать дальше...

ტურისტი “სახლიდან სახლში” - როგორი ტურიზმი იქნება, როცა იქნება

Radiotavisupleba.ge 

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან ემზადება და, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა, ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც კარს გახსნის მოგზაურებისთვის.

საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში - მწვავე შეფასებების ფონით

Radiotavisupleba.ge 

როდესაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ.

როგორ ახსნა სალომე ზურაბიშვილმა უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება [სრული ტექსტი]

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი საგანგებო ბრიფინგზე ახსნა. გთავაზობთ, პრეზიდენტის მიმარვის სრულ ტექსტს: „მივიღე გადაწყვეტილება გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას,  რომლისთვისაც  დღევანდელი  ჩემი გადაწყვეტილება იოლი გასაგები ვერ იქნება  და  შესაძლოა ვერც მაპატიოს. სანამ ჩემი... Читать дальше...

გიგა ბოკერია: როგორც კი რურუასაც გაათავისუფლებენ ვიტყვით, რომ შეთანხმება შესრულდა

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიესალმება პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დადებულ შეთანხმებას შესრულებულად ჩათვლიან, როცა გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ. "ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როგორც კი გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ, ჩვენ ვიტყვით, რომ შეთანხმება შესრულდა", - ამბობს ბოკერია და განაგრძობს: "ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა მისი ანატომიის ანალიზი ამ მომენტში. ჩვენ გვინდა ამ პროცესის დასრულება... Читать дальше...

ფართოდ დაიგმო კათოლიკური ეკლესიის განზრახვა, ჩაატაროს სარაევოში პრონაცისტური კოლაბორაციონისტების ხსოვნის მესა

Radiotavisupleba.ge 

ბოსნიისა და ხორვატიის კათოლიკური ეკლესიები მიუხედავად ფართოდ დაგმობისა, სარაევოში გეგმავენ ჩაატარონ 16 მაისს ხორვატიის პრონაცისტური კოლაბორაციონისტების და სამოქალაქო პირების ხსოვნის საჯარო მესა. საქმე ეხება მათ, ვინც კომუნისტმა პარტიზანებმა დახოცეს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. ხსოვნის შეხვედრა ჩვეულებრივ იმართება ხოლმე ავსტრიის ქალაქ ბლაიბურგში, მაგრამ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ის გაუქმდა. ბოსნიის და ხორვატიის კათოლიკურმა ეკლესიებმა გადაწყვიტეს, ორგანიზება გაუწიონ შეხვედრას ხორვატიის პარალმენტის მფარველობის ქვეშ. Читать дальше...


Музыкальные новости
Сергей Шнуров

Матильда Шнурова примерила откровенный наряд в сетку





Персональные новости
Владимир Путин

Путин назвал сохранение духовных ценностей условием укрепления суверенитета





„მისტიკური“ სინდრომი COVID-ით ინფიცირებულ ბავშვებში - როგორი სურათია საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

ცნობები იმის შესახებ, რომ COVID19-ით ინფიცირებული ბავშვების მცირე ნაწილს, იშვიათი, „მისტიკური სინდრომი“ გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში გამოჩნდა.

რატომ არ მოხვდა შეწყალებულებს შორის გიორგი რურუაც

Radiotavisupleba.ge 

ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აცხადებდნენ, რომ თუ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებდნენ, არ დაუბრუნდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას. დღეს ამ სამიდან ორი, ოქრუაშვილი და უგულავა პრეზიდენტმა შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არ მოხდა გიორგი რურუა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მას სასჯელი ჯერ არ აქვს მისჯილი. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებული პირების შეწყალება შეუძლია. გიორგი რურუა ცეცხლსასროლი... Читать дальше...

ქვიარები თავშესაფრის მოლოდინში – 5 ქვეყანა, 5 ამბავი

Radiotavisupleba.ge 

საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთია რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციას ლგბტქ ადამიანების მიმართ. ამის მიუხედავად, ქვიარ ადამიანების თვითგამოხატვა ხშირად ფიზიკურ აგრესიას, დაცინვას და დამცირებას აწყდება.

რატომ ჭრიან ბიჭვინთის ფიჭვებს

Radiotavisupleba.ge 

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოჩნდა ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში ხეივნის გასწვრივ გამწკრივებული მოჭრილი ფიჭვების მორები.

პრეზიდენტი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე: საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავისი მანდატის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით. ამის შესახებ მან შეწყალების შემდეგ განაცხადა. "გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება - ამიტომ და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა მან. მისი თქმით, ის ვერ დაუშვებს, რომ ამ ორ ადამიანს გადააყოლოს ქვეყნის ბედი: "ვერ დავუშვებ რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძფრდეს.

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

Source

Спорт в России и мире
Москва

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко призналась в том, что не любит женский теннис


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Zoomlion продемонстрировала последние достижения на выставке INTERMAT





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Шнуров

Матильда Шнурова примерила откровенный наряд в сетку



Москва

Стало известно о работе полиции в «Институте кроссовок и любви» в Москве

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net