Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2020

Новости за 01.05.2020

“ყველაფერი დამთავრდა” – მოხუცთა პანსიონატი წყლის კომპანიამ სოლიდური თანხით დააჯარიმა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ხანდაზმულთა პანსიონატ “ბასილიადა”-ს კომპანია “ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერ”-მა კომერციული ტარიფის 4. 40 ლარის გადახდა და 3075 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ ორგანიზაციის მმართველი რუსუდან ბერიძე სოციალურ ქსელში წერს და წყლის კომპანიის ხელმძღვანელს ღია წერილით მიმართავს: “ყველაფერი დამთავრდა ! კომერციული ტარიფი 4,40 და 3075 ლარი ჯარიმა! საქართველოში წყალში ხანდაზმულთა პანსიონატმა უნდა გადაიხადოს კომერციული ტარიფით, როგორც საწარმომ, […]

Source

კორონავირუსით დაზარალებული იტალია აპირებს შეარბილოს ორთვიანი კარანტინი

Radiotavisupleba.ge 

იტალიის ხელისუფლება ემზადება კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების შესარბილებლად. ამის შესახებ 1 მაისს განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, რომელმაც ბოდიში მოიხადა იმ ეკონომიკური სირთულეებისათვის, რაც პანდემიასთან ბრძოლამ გამოიწვია.   კონტეს თქმით, 4 მაისისათვის სამუშაოს დაუბრუნდება 4 მილიონი ადამიანი „კორონავირუსის შემაკავებელი ზომების პირველი დადებითი შედეგების“ გამო.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იტალიაში სტაბილურად მცირდება კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. Читать дальше...



რუსეთში კორონავირუსი დაუდგინდა მშენებლობის მინისტრ ვლადიმირ იაკუშევს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მშენებლობის მინისტრი, ვლადიმირ იაკუშევი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს მიერ 1 მაისს გახდა ცნობილი. ამავე წყაროს ცნობით COVID-19-ის დიაგნოზი დაუდგინა ასევე მის მოადგილეს, დმიტრი ვოლკოვს, კომპიუტერული ტომოგრაფიით.   წინა დღით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით არის დაინფიცირებული რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი. მან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წამოაყენა. Читать дальше...

მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი დეკემბერში ჩეფს და ციპლენკოვს შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიოს უძლიერესი ქართველი მკლავჭიდელი, მსოფლიოს ტოპ-8-ის მოქმედი ჩემპიონი ლევან საგინაშვილი წლის ბოლოს ორ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას გამართავს. „ვენდეტა“ - ასე ერქმევა სუპერღონისძიებას, რომელშიც დაუმარცხებელი „ჰალკი“ უმთავრეს კონკურენტებს დაუპირისპირდება. მარჯვენა ხელით ამერიკელ დევიდ ჩეფს, ხოლო მარცხენათი - რუს დენის ციპლენკოვს. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი იყო და ბოლო სეზონები მძიმე ტრავმის გამო გაუცდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წლეულს არ გაიმართება მსოფლიოს ტოპ-8. Читать дальше...

კოალიცია „თანასწორობისთვის“: ანტიკრიზისულ გეგმაში ლგბტქი ადამიანების საჭიროებები არ არის გათვალისწინებული

Radiotavisupleba.ge 

კოალიცია „თანასწორობისთვის“ განცხადებით, COVID – 19-ის ეპიდემიასთან გამკლავების მიზნით საგანგებო მდგომარეობის გაახანგრძლივებამ კიდევ უფრო დაამძიმა საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რომელთაც სოციალური დისტანცირების საშუალება არ აქვთ და საკარანტინო პირობებში ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე უწევთ არსებობა. როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოაქვეყნებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ სახელმწიფოს დახმარების მიღმა ბევრი ისეთი ჯგუფი დატოვა... Читать дальше...

მარია ზახაროვამ უარი თქმა ნავალნისთან ტელებედატებზე და მას "მშიშარა" უწოდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წამომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც თავად გამოიწვია ონლაინდებატებში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი, პარასკევს უარი თქვა ღონისძიებაზე.     მოვიანებით ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნავალნიმ წამოაყენა წინადადებები, რომლებიც არ იმსახურებდა განხილვას. „ნავალნის პირდაპირი ეთერი არ უნდოდა. თქვეს, რომ ილაპარაკებს მხოლოდ მოდერატორის საშუალებით. შემომთავაზეს პივოვაროვი. დროის შესახებ დაიწყეს პირობების წამოყენება: ორი წუთი ამაზე, ორი - იმაზე.

ამირან გამყრელიძემ ილაპარაკა მე-7 გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

COVID – 19-ის შედეგად გარდაცვლილი მე-7 პაციენტის მდგომარეობაზე „იმედის“ ეთერში ილაპარაკა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. „ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა. დიაგნოზი მგონი მოგახსენეს, აქ იყო დადასტურებული შემთხვევა COVID-ინფექციის, მაგრამ ამავე დროს იყო დიდი ჩამონათვალი თანხმლები დაავადებების. ავადმყოფი იყო მძიმე, კრიტიკული. ის მკურნალობდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. Читать дальше...



უკრაინის პრეზიდენტი „იურიდიული შედეგებით“ დაემუქრა ქალაქ ჩერკასის მერს კარანტინის შერბილებისთვის

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ჩერკასის მერს „იურიდიული შედეგები“ მოელის გადაწყვეტილებისთვის, რითაც უფრო ადრე შემსუბუქდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ 11 მაისამდე შემოღებული კარანტინი.   „ეს არის პოლიტიკური რეიტინგის მოპოვების მცდელობა ქალაქის მცხოვრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად. და ამას ექნება შესაბამისი იურიდიული შედეგები“, - განაცხადა ზელენსკიმ ტელემიმართვაში.   უკრაინის ქალაქ ჩერკასის ხელისუფლებამ 1 მაისს თვითნებურად შეამსუბუქა კარანტინის რეჟიმი ქალაქის საწარმოების ნაწილისთვის... Читать дальше...

სსრკ-ში ამერიკის სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდების მე-60 წლისთავი

Radiotavisupleba.ge 

60 წლის წინ აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელსაც ფრენსის გერი პუერსი მართავდა. მას სადაზვერვო მიზნებით ფოტოების გადაღება ჰქონდა დავალებული სსრკ-ის ტერიტორიის სიღრმეში.

საგარეო უწყება: ჩინეთი ემიჯნება მედიაში საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით

Radiotavisupleba.ge 

ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გასული ინფორმაციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს ლი იენს შეხვდა. ცნობაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის პროპაგანდაზე, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 პანდემიის დროს. ის შეეხო საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო და სამეცნიერო... Читать дальше...

მიზანი: ხალხი რომ ერთმანეთს გადაემტეროს, შეთქმულების თეორიები რომ დაიჯეროს

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკის მიერ 30 აპრილს წაშლილი გვერდების ქსელი (News-Front) რუსეთის პროპაგანდისა და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას საქართველოშიც ცდილობდა

ავღანეთის პრეზიდენტი და მისი მთავარი მეტოქე აბდულა აბდულა ახლოს არიან შეთანხმებასთან

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მისი მთავარი პოლიტიკურ მეტოქე, აბდულა აბდულა ახლოს არიან იმასთან, რომ დასრულდეს მათ შორის თვეების განმავლობაში არსებული დაპირისპირება, რაც გადაიზარდა პოლიტიკურ კრიზისში. ორი გავლენიანი პოლიტიკოსის დაპირისპირება ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს თალიბებთან და ასუსტებს ქვეყნას კრონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში.     რამდენიმე ტვიტში, რომელიც აბდულა აბდულამ 1 მაისს გამოაქვეყნა, ავღანეთის ყოფილი უმაღლესი აღმასრულებელი წერს, რომ მიღწეულია პროგრესი ღანისთან მოლაპარაკებებში ბოლო მოეღოს პოლიტიკურ დაპირისპირებას. Читать дальше...

"კორონავირუსი ძალიან აქტუალური თემაა, ემოციურად ყველა დაგვძაბა, რასაც ყოველთვის იყენებენ ნიადაგად დეზინფორმაციული ჯგუფები"

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყანაში - მოლდავეთში, საქართველოსა და უკრაინაში ჩატარდა გამოკვლევა სამოქალაქო საზოგადოების წინაშეკიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოებისთვის არსებული რისკების შესაფასებლად.

ჯო ბაიდენი უარყოფს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სექსუალური ძალადობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, პარასკევს პირველად საჯაროდ უარყო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები, რომელიც მის წინააღმდეგ გამოთქვა სენატში მისმა ყოფილმა თანაშემწემ, ტარა რეიდმა.   “არაორაზროვნად ვაცხადებ - ეს არასოდეს არ მომხდარა, ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს. არ მახსოვს, რომ მას რაიმე საჩივარი გამოეთქვა. ეს იყო 27 წლის წინ და ასეთი რამ არც მე მახსოვს და არც ვინმე სხვას, ვისაც ვიცნობ. საქმე იმაშია, რომ არ მახსოვს, რომ როდესმე ჩემ მიმართ რაიმე საჩივარი ყოფილიყო“... Читать дальше...

საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებული მე-7 პაციენტი გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

სამთავრობო ვებგვერდის stopcov.g-ს მონაცემებით, საქართველოში COVID -19-ით ინფიცირებული მე-7 პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.  სულ ქვეყნაში დადასტურებულია ინფიცირების 566 შემთხვევა, მათ შორის, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5320 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ზურაბიშვილი: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად მიუღებელად მიიჩნევს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ კრიტიკულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს. „დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს. ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე. Читать дальше...

დაღუპული მუშის ცოლი: „ვიხმაუროთ, რომ ხვალ სხვა არ მოკვდეს“

Radiotavisupleba.ge 

იმ დილით, როგორც ყოველთვის, ერთი ჭიქა ყავა დალია, ჩაეხუტა შვილს, დაემშვიდობა ცოლს და სამსახურში წავიდა. 29 წლის ვეფხია სახლში აღარ დაბრუნებულა.

საქართველომ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს 80 მილიონი დოლარის გამოყოფის ხელშეკრულებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით, საქართველოსთვის 80 მილიონი დოლარის გამოყოფის ხელშეკრულება. დოკუმენტს ონლაინრეჟიმში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება. Читать дальше...


Музыкальные новости
Певец

Певца Николая Баскова заметили на публике с обручальным кольцом по цене квартиры в Москве





Персональные новости
Сергей Трофимов

Сергей Трофимов выступит с летним концертом в Зеленом Театре ВДНХ





ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი აპირებს

Radiotavisupleba.ge 

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანახმად, 2020 წლის გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3600-ზე მეტი სტუდენტი, მაგისტრობის 12 600-ზე მეტი კანდიდატი და 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე... Читать дальше...

პუტინის გამოსახულებიანი მოზაიკა აიღეს თავდაცვის სამინისტროს მთავარი ტაძრიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ მართლმადიდებლურ ტაძარში, რომელიც მოსკოვისპირეთის კუბინკაში შენდება, დემონტაჟი ჩაუტარდა მოზაიკას, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იყო გამოსახული.   ადრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები უკვე ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მშენებლობის მხატვრული საბჭო „პრეზიდენტის აზრის გათვალისწინებით“ ფიქრობდა მოზაიკის დემონტაჟზე.     26 აპრილს კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მოზაიკის არსებობის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი პუტინი, რომელიც ფიქრობს... Читать дальше...

დედის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმეს

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ყანდაურაში ოჯახის წევრის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ.გ. მიმდინარე წლის 25 აპრილს დედის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.   გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს - 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს... Читать дальше...

თურნავა: საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური ინვესტიცია შემოვიდა ენერგეტიკაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული გიგანტური კომპანია ტეპკო შემოდის. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. "ახლა, პრაქტიკულად, გლობალური ეკონომიკა შევიდა რეცესიაში და ბიზნესაქტივობა არის ძალიან შეზღუდული - ასეთ ვითარებაშიც არ შეეშალათ ხელი რამდენიმე მსხვილ ინვესტორს, რომ შემოსულიყო... ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური, პირდაპირი ინვესტიცია... Читать дальше...

COVID-19-ისგან საქართველოში კიდევ 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსისგან გამკურნებულა რაოდენობა  23-ით გაიზარდა და საერთო ჯამში უკვე 207 შეადგინა. სამთარობო ვებ-გვერდის stopcov.ge-ის მონაცემებით, 1 მაისის 16:50 საათისთვის  საქართველოში კორონავირუსის 566 დადასტირებული შემთხვევაა. მათგან 6 გარდაიცვალა. StopCov.ge-ის თანახმად, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია - 5320 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 548 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის ტესტების ახალ მარაგს მიიღებს

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთი კორეა საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალ მარაგს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი. ელჩის თანახმად, COVID-19-ის ტესტების ახალი ნაკადი ცნობილ კორეულ კომპანიას SD Biosensor-ს ეკუთვნის. „მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ“, - წერს ელჩი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორეული კომპანია SD Biosensor საქართველოს ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს აწვდის. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Команда подмосковного главка Росгвардии заняла призовое место на чемпионате Центрального округа по стрельбе из боевого ручного стрелкового оружия


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

АО «Транснефть – Прикамье» провело свыше 3 тыс. экологических исследований в I квартале 2024 года





Путин в России и мире
Москва

Эксперт: корректировка порогов крупного и особо крупного ущерба по экономическим статьям оправдана и своевременна


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт «Стихи войны и мира. Баллада о своих»



Москва

Центр крови Подмосковья сообщил о работе в майские праздники

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net