Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2020

Новости за 02.05.2020

საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის მინიმუმ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებას გეგმავს

Marshalpress.ge (მარშალ) 

საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის მინიმუმ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ამის შესახებ საუბარია საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონში, რომელიც ორშაბათს ქვეყნის პარლამენტმა უნდა განიხილოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 24 მარტს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე უნდა გახანგრძლივდეს, თუმცა დროის ამ პერიოდში მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

Source

ბილ ბომონტმა მეორე ვადით შეინარჩუნა „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტის პოსტი

Radiotavisupleba.ge 

„მსოფლიო რაგბის“ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაშიც ინგლისელი ბილ ბომონტი უხელმძღვანელებს. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ელექტრონულად ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 51-მა დელეგატმა და ბომონტმა 28:23 აჯობა ერთადერთ კონკურენტს, „მსოფლიო რაგბის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, არგენტინელ აუგუსტინ პიშოს. წინასწარი გეგმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 12 მაისს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ წაგებულმა კანდიდატმა მოგებულს დღესვე მიულოცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით. 68 წლის ბილ... Читать дальше...

კახეთში სამ მედიკოსს სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

„კახეთში რეგიონში სწრაფი ტესტით ჩატარებული კვლევით, კიდევ სამ მედიკოსს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა. თუმცა ხიზანიშვილი ამბობს, რომ ეს შედეგი უნდა გადამოწმდეს  PCR-ტესტით, რაც შესაძლო ცდომილებას გამორიცხავს. „სამი მედიკოსის ბიოლოგიური მასალა კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი გვიან ღამით, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“, - ამბობს ხიზანიშვილი. დღეს კახეთმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. Читать дальше...



ტრამპი გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტს წარადგენს ელჩად უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი წარადგინოს ელჩად უკრაინაში, რითიც შეავსებს ამ მნიშვნელოვან პოსტს, რომელიც თითქმის წელიწადია ვაკანტურია.  კით დეიტონი, რომელიც ამჟამად მსახურობს აშშ-ის თავდაცვის ძალების მაღალი რანგის მრჩევლად უკრაინის საკითხებში და ასევე ხელმძღვანელობს უსაფრთხოების კვლევების ჯორჯ მარშალის ევროპულ ცენტრს გერმანიაში, ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს ელჩის თანამდებობაზე.  ტრამპი ამ განცხადებით გამოვიდა 1 მაისს, გვიან საღამოს.  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი... Читать дальше...

კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დაისეტყვა

Radiotavisupleba.ge 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნაწილი, სოფლები: ანაგა და ვაქირი დაისეტყვა. როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები, ხოლო ზარალის მასშტაბი ახლა დგინდება. სიღნაღის მერიაში განაცხადეს, რომ ამ წუთებში ელოდებიან ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც მიაყენა თუ არა სტიქიამ ზარალი. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, იმუშავა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელიც 1 აპრილიდან მუშაობს. Читать дальше...

სუს-ის შენობაში თანამშრომელმა თავი მოიკლა

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობაში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სუს-ის პრესსამსახურში, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის შემთხვევას. „დაწყებულია გამოძიება, თუმცა დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვავრცელებთ“, - ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის სამეურნეო ნაწილის თანამშრომელმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით, თავის სამუშაო კაბინეტში მოიკლა.

„ევროპაბეთის“ უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს

News.ge 

პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა. 1 მილიონი ჩვენება საჩუქრად – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა. კომპანიების რეკლამა პოპმედიის სამივე პორტალზე popsport.com, popmusic.ge და popx.ge მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge-ს ნაწილია. „პროგრამის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ მასში... Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: „გვჭირდება მოლების, რწმუნებულების მხარდაჭერა“

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა შექმნილი ქვემო ქართლის მხარეში, რომლის წილმაც covid-19-ით ინფიცირებულთა შორის 32% შეადგინა. „სულ ქვემო ქართლში გვაქვს 189 შემთხვევა. თეთრიწყარო - 49, ბოლნისი - 107 და მარნეულში - 33. 2 მაისს ჩატარდა 1328 კვლევა და აქედან დადებითი იყო 16“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მარნეულის რაიონში ყოფნისას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს... Читать дальше...



„ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია“ – მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია ვა­ჟის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და თუ დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა არ მოხ­დე­ბა, შე­საძ­ლოა ის “და­ინ­ვა­ლიდ­დეს”. „სამი თვე ისე გა­ვი­და, რომ ცოტ­ნეს დამ­ტვრე­ულ თა­ვის ქა­ლა­ზე არა­ვი­თა­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ ჩა­ტა­რე­ბია… ტვი­ნი მოკ­ლე­ბუ­ლია აღ­ქმას, ემო­ცი­ებს, გა­რე­მო­ში ვერ ერ­კვე­ვა, მე­ტყვე­ლე­ბა ნუ­ლის დო­ნე­ზეა, ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი... Читать дальше...

ტრამპი ჩინეთს გადასახადებით ემუქრება, აცხადებს, რომ მტკიცებულება კორონავირუსს ლაბორატორიასთან აკავშირებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანახმად, მან იხილა მტკიცებულება, რომელმაც "სიმყარის მაღალი დონით" დაარწმუნა იმაში, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის ვირუსოლოგიური ლაბორატორიიდან გამოვიდა - რითიც გაიმეორა გლობალური პანდემიის გამომწვევი ვირუსის შექმნის შესახებ არსებული ერთ-ერთი თეორია. 30 აპრილს, თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ მტკიცებულება იხილა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებები სავარაუდოდ გააღრმავებს უთანხმოებას აშშ-სა და ჩინეთს შორის, კორონავირუსის წარმოშობის საკითხზე. Читать дальше...

ჯო ბაიდენი უარყოფს სექსუალური ზეწოლის ბრალდებებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიჩუმე დაარღვია და ღიად უარყო ბრალდებები, თითქოს ის სექსუალური ხასიათის ზეწოლას ახორციელებდა ყოფილ თანაშემწეზე.  საინფორმაციო არხ MSNBC-სთვის 1 მაისს მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ინციდენტი, რომელიც, ბრალდების თანახმად, 27 წლის წინ მოხდა, "არასოდეს ყოფილა". "არა, ეს არ არის სიმართლე. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს არასოდეს, არასოდეს მომხდარა", - განაცხადა 77 წლის ბაიდენმა.  ტარა რიდმა, რომელიც... Читать дальше...

უჩვეულო „გვირილობა“ქუთაისში

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის თანამშრომლებს გვირილობის დღესასწაული სიმღერით და ყვავილებით მიულოცეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა და  საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ წევრებმა და მოხალისეებმა. მათ ამ ჟესტით  მედიკოსებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.  ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის თანამშრომლებისთვის მადლიერების გამოხატვას, სიმბოლურს უწოდებს, წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  ნინო ავალიანი... Читать дальше...

სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულები თბილისში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი საჰოსპიტალიზაციოდ თბილისში გადაიყვანეს. ერთი მათგანი მცირეწლოვანია. სოფლის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ამჯერად ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა“. „ინფიცირებულები 5-6 ოჯახიდანაა. წასვლის წინ თავად გაამზადეს ყველაფერი, კბილის პასტა და ჯაგრისიც კი მოიმარაგეს. Читать дальше...

რუსთავში COVID-19-ით დაავადებულის მამა, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ მოათავსეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში covid-19-ით დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციალიტეტიდან არის. რადიო თავისუფლების ინფორმაციით რამდენიმე საათის წინ ახალაზრდის მამა, რომელიც  მშობლიურ სოფელში, ქვემო გურგენიანში  იყო ჩასული, ლაგოდეხის „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანეს. მამაკაცს ამ დროისთვის  სიცხე აქვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაგოდეხში ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ თავად რუსთავში ინფიციფებული ახალგარზდა ლაგოდეხში,  ქვემო  გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახანს ჩავიდა. Читать дальше...

გორის ორ სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სადაც COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ეპიდკვლევების საფუძველზე, მოხდება დამატებითი ნიმუშების გაგზავნა ლუგარის ცენტრში, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, იმ სოფლების ჩაკეტვა, სადაც 5 დადასტურებული შემთხვევაა, არ იგეგმება. „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ეპიდკვლევების საფუძველზე, დამატებით, 17 ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში... Читать дальше...

მუშევანის რწმუნებული: "ვეხვეწებით, ვუხსნით, მაგრამ არ გვიჯერებენ. ტყეში გარბიან"

Radiotavisupleba.ge 

სოფელ მუშევანიდან ინფიცირებულები თბილისში ჰოსპიტალიზაციისთვის გადაიყვანეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშავანიდან, სადაც 1 მაისს ინციდენტი მოხდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა, საპატრულო პოლიციის თანხლებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი თბილისში ჰოსპიტალიზაციისთვის გადაიყვანეს, ერთი მათგანი მცირეწლოვანია. სოფლის რწმუნებულმა რობიზონ სელიმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ამჯერად ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა.“  „ინფიცირებულები 5-6 ოჯახიდანაა... Читать дальше...

მარნეულში COVID-19 დაუდასტურდა სასწრაფო დახმარების ცხრა თანამშრომელს

Radiotavisupleba.ge 

მარნეულში, COVID-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცხრა თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია მათი კონტაქტების მოძიება. „COVID-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უცნობია რუსთავში COVID-19-ით დაავადებულის ინფიცირების წყარო

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში covid-19-ით დაავადებული ახალგაზრდის ინფიცირების წყარო მიკვლეული არ არის. რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდას დაავადება დღეს გათენებისას დაუდგინდა. "ამ ეტაპზე დადგენილია შვიდი კონტაქტი, საიდანაც ექვსს მჭიდრო შემხებლობა ჰქონდა ინფიცირებულთან. ექვსივე იზოლირებულია და გამოკვლევა ჩაუტარდებათ", თქვა რუსთავის მერმა და დასძინა, რომ გრძელდება როგორც შიდა, ისე გარე კონტაქტების დადგენა, რასაც შესაძლოა საკვლევი ადამიანების რაოდენობის გაზრდა მოჰყვეს. ინფიცირებული... Читать дальше...

უცნობია კახეთში ექიმის ინფიცირების წყარო

Radiotavisupleba.ge 

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების და კლინიკა „ევექსის“ ექიმია, თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ორივე სამსახურში, იმ ადამიანებს უტარებენ ტესტირებას, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება. კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ  კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის სამსახურის უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ბრიფინგი გამართეს. ნელი ხიზანიშვილის თქმით... Читать дальше...


Музыкальные новости
Александр Барыкин

«Летели с девятого этажа»: Александр Барыкин чуть не погиб при падении лифта





Персональные новости
Сергей Шойгу

Шойгу отстранил Тимура Иванова от должности замглавы Минобороны





კორონავირუსით მძიმედ დაზარალებული იტალია ემზადება ზომების შესამსუბუქებლად

Radiotavisupleba.ge 

იტალიელები ემზადებიან ორთვიანი მკაცრი კარანტინიდან გამოსასვლელად. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 1 მაისს ბოდიში მოიხადა იმ ეკონომიკური სირთულეებისთვის, რომლებიც ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეექმნა.  იტალიაში ამ ვირუსს 28,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, თუმცა ბოლო კვირებში დაიკლო ინფიცირების, სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებმა.  კონტეს თქმით, 4 მაისს სამუშაოზე დაბრუნდება 4 მილიონი იტალიელი, ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების მიერ მოტანილი "პირველი შედეგების" ფონზე. ვარაუდობენ... Читать дальше...

სახელმწიფო მედიის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 20 დღეში პირველად საჯაროდ გამოჩნდა

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი 20 დღის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საჯაროდ, იმ ხმების ფონზე, რომლებიც მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ვრცელდებოდა.  2 მაისს ის დაეწრო ლენტის გაჭრის ცერემონიას, რომლითაც აღინიშნა ფხენიანთან ახლოს სასუქების ქარხნის მშენებლობის დასრულება, - იუწყება კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო.  გავრცელდა ფოტოები, რომლებიც ასახავს მომღიმარ და თანაშემწეებთან მოსაუბრე კიმ ჩენ ინს, როცა ის ქარხანას ათვალიერებს. ფოტოები გამოქვეყნდა ოფიციალური გაზეთის, Rodong Sinmun-ის ვებსაიტზე... Читать дальше...

საგარეო უწყება აქვეყნებს სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების სტატისტიკას

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის 2 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 18,306 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დააბრუნეს 9,396 მოქალაქე. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას“... Читать дальше...

აშშ-მა დაამტკიცა რემდესივირის გამოყენება COVID-19-ის მქონე, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გადაუდებელ შემთხვევებში დაამტკიცა ექსპერიმენტული წამლის, რემდესივირის გამოყენება COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის, მას შემდეგ, რა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები ამ წამლით მკურნალობის შედეგად უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ამ დაავადებისგან.  წამალი, რემდესივირი, გამოყენებული იქნება მხოლოდ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებში - განაცხადა აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისიის (FDA) პრეზიდენტმა, სტივენ ჰანმა 1 მაისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Андрей Мидловец выиграл якутский финал на первенстве России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Мария Захарова раскритиковала высказывание Нэнси Пелоси о Путине и протестах в США


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Владимир Высоцкий

Что Золотухин рассказывал про некрасивые тайны Таганки и почему Высоцкий его не простил



Москва

С 1 мая в Московской области начинается речная навигация

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net