Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2020

Новости за 07.04.2020

ვაკო ნაცვლიშვილი უმუშევრად დარჩენილებისთვის სოციალური დახმარების საჭიროებაზე

Radiotavisupleba.ge 

ღია საზოგადოების ფონდი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ ხელისუფლებას სთავაზობს რეკომენდაციებს მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკის დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

აშშ-ის ფედერალური პროკურატურა: ფიფას ფუნქციონერებმა რუსეთისგან და ყატარისგან ქრთამი აიღეს

Radiotavisupleba.ge 

ორშაბათს აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ პირველად დაადანაშაულა რამდენიმე ქვეყნის ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერები რუსეთისგან და ყატარისგან ქრთამების აღებაში, როცა ეს ორი ქვეყანა 2018 და 2022 წლებში საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვის უფლებისთვის იბრძოდა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრინიდადიდან და ტობაგოდან, ჯეკ უორნერმა, რუსეთისგან ხუთი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო შუამავალი კომპანიების ქსელის მეშვეობით. ამ თანხების ნაწილი გადაიხადეს ამერიკულმა კომპანიებმა... Читать дальше...

EMC შრომის ინსპექციას მოუწოდებს, ჩაატაროს „სპარის“ ინსპექტირება

Radiotavisupleba.ge 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, EMC,  მიიჩნევს, რომ სასურსათო მაღაზიათა ქსელ „სპარის“ გადაწყვეტილება, მთელი ღამის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ღირსეული შრომის უფლებას.   „ჩვენი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზია „სპარის“ მაღაზიებში არ არსებობს ღამის გათევის სათანადო პირობები და დასაქმებულებს ხშირ შემთხვევაში უწევთ საწყობებისათვის გამოყოფილ ადგილებში გათენება. სწორედ ამიტომ, EMC „სპარის“ დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს.”... Читать дальше...



თბილისი საოკუპაციო რეჟიმებს მიმართავს, უარი თქვან ჰუმანიტარული თემების პოლიტიზებაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, არ მოახდინონ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი რთული გამოწვევების პირობებში. „ვფიქრობთ, რომ შექმნილ ვითარებაში ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია წარმოადგენს კერძო ინდივიდების პოლიტიკური დღის წესრიგის ლობირების მცდელობას, რაც არ ასახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესსა და საჭიროებებს“,... Читать дальше...

რუსეთში წუხელ სულ მცირე 1000-ით გაიზარდა ვირუსით დაავადებულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 1154 ახალი შემთხვევა, რაც სარეკორდო ზრდას წარმოადგენს ეპიდემიის განმავლობაში. ქვეყნის ოპერატიული შტაბის ცნობით, რუსეთში წუხელ გარდაიცვალა 11 კაცი, გამოჯანმრთელდა - 88. უფრო ადრე, სახელმწიფო უწყება „როსპოტრებნადოზრმა“ განაცხადა, რომ რუსეთში სულ ჩატარებულია 800 ათასი ტესტირება კორონავირუსის ინფექციაზე. 185 ათასი ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სამთავრობო შტაბისვე ცნობით, 7 აპრილისათვის რუსეთში აღრიცხულია კორონავირუსით დაავადების 7497 შემთხვევა. Читать дальше...

ხარება გარდასულ ტრადიციებში

Radiotavisupleba.ge 

ხარების დროს საქართველოში  მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღესრულება ხოლმე, თუმცა ხარებას ასევე უკავშირდება მნიშვნელოვანი ხალხური  წეს-ჩვეულებები, რომელთა დიდი ნაწილი მხოლოდ ჩანაწერების სახით თუღაა შემორჩენილი.

„ეს არის გნაც-კრიმინალთა მიმოწერის ერთი ამონარიდი, თუ როგორ უკვეთავენ ვითომ საქართველოში წამომსვლელებს ყალბი მიმართვების ჩაწერას!“ – სქრინი, რომელიც „ფეისბუქზე“ ვრცელდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

„ფეისბუქის“ მომხმარებელი, სახელით „ნანა ნანა“, ავრცელებს მიმოწერის ფრაგმენტს და განმარტავს, რომ აღნიშნული მიმოწერა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ეკუთვნით, სადაც ჩანს, თუ როგორ ავალებენ ემიგრაციაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტ-აქტივს, ფეიკ-ვიდეოების ჩაწერას. „ეს არის გნაც კრიმინალთა მიმოწერის ერთი ამონარიდი თუ როგორ უკვეთავენ ვითომ საქართველოში წამომსვლელებს ყალბი მიმართვების ჩაწერას და როგორ არ ზრუნავენ მათზე ეს მომაწოდა ერთ ერთმა ყოფილმა […]

Source

ექიმების რჩევით ილია მეორე წირვას არ დაესწრო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას არ ესწრებოდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პატრიარქმა ექიმების რჩევა გაითვალისწინა. "ექიმების რჩევით [არ ესწრებოდა], რადგან წინ ერთმანეთის მიყოლებით მსახურებებია... არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, ექიმების მოსაზრება იყო და, როგორც წესი, როდესაც ექიმებს კატეგორიული პოზიცია აქვთ, თანხმდება ხოლმე პატრიარქი რაღაცა გამონაკლისებს", - თქვა ჯაღმაიძემ. Читать дальше...



თალიბანმა შეწყვიტა ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები პატიმართა გაცვლის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა განაცხადა, რომ შეწყვიტა ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები პატიმართა გაცვლის თაობაზე. მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობდა. თალიბანის წარმომადგენელმა სუჰაილ შაჰინმა 7 აპრილს ტვიტერში დაწერა, რომ თალიბანის ტექნიკური გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს „უნაყოფო შეხვედრებში“. შაჰინმა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობას ბრალი დასდო ტყვეების გათავისუფლების პროცესის გაჭიანურებაში. ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ჯავიდ ფაიზალმა თალიბანს მოუწოდა, „საბოტაჟს ნუ უწევს პროცესს“. Читать дальше...

ათენი-თბილისის სპეცრეისის მგზავრებს შორის არიან მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლებიც სპეცრეისით ათენიდან თბილისში დღეს დაბრუნდებიან, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მგზავრებს შორის არიან ორსულებიც და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. თბილისი-ათენი-თბილისის რეისით 100-ზე მეტ მოქალაქეს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის თვითმფრინავი ჩამოიყვანს კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია... Читать дальше...

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები საჯარო განხილვის გარეშე

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციები - „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) მოუწოდენემ საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეაჩეროს პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

"სახელმწიფომ უნდა დაინახოს სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები"

Radiotavisupleba.ge 

ღია საზოგადოების ფონდი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ ხელისუფლებას სთავაზობს რეკომენდაციებს მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკის დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში დადასტურებული 3 ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებაა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების  დადასტურებული 7 ახალი შემთხვევიდან  3  ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა, უკავშირდება სავარაუდოდ  ე.წ. ფულის კლასტერს  და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრები არიან. „ახალი პაციენტებიდან ჩვენს კლინიკაში 3 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ 19. სულ დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 13 პაციენტი. 13 პაციენტიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტი არის 6. Читать дальше...

Cover Letter – Is Producing a Cover Letter Required?

News.ge 

Cover Letter – Can Be Producing a Cover Letter Needed? Considering all the current offered choices on how best exactly to write a cover letter, then you can wonder if it truly is essential to have a whole cover letter in any respect. custom college essay writing service Before you decide that a cover letter ...

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაავადდა, ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში COVID-19-ით დაავადების 7 ახალი შემთხვევიდან, რომელიც დღეს დილით დადასტურდა, ერთი ბათუმში დაფიქსირდა. 60 წლის ქალი კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების მოძიება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინიტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ამ მოქალაქის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. პაციენტს არც COVID-19-ის გამოკვეთილი სიმპტომები ჰქონდა. „ეს ქალი გახლავთ ქალაქ ბათუმში მაცხოვრებელი, რომელმაც გასული ორი დღის განმავლობაში მიმართა ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას. Читать дальше...

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისათვის კლინიკაში მკურნალობის კურსს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი გადის. მათგან ერთის მდგომარეობაა კრიტიკული: „არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, ასეთი პაციენტების რაოდენობა 6-იაა. Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

News.ge 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 195 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი. ინფორმაციისთვის, 195 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი გარდაიცვალა.

მარინა ეზუგბაია: 7 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი განთავსდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შვიდითაა გაზრდილი. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი 7 შემთხვევიდან 1 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა. ექიმის თანახმად, მისი ინფიცირების წყარო ამერიკის შეერთებული შტატებია: „ახალი პაციენტი ჩვენთან ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა. პირველადი ანალიზითა და ზოგადი მდგომარეობით, ჯერჯერობით მძიმე არ არის. Читать дальше...

საქართველოში 195-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა. 7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.

COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდი მასშტაბის მქონე ქვეყნებში სიკვდილიანობამ იმატა

Radiotavisupleba.ge 

გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა აშშ-სა და ევროპის ოთხ ქვეყანაში, რომლებიც დაავადების გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში პირველ ხუთეულში არიან. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები. საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემებით, აშშ-ში 5 აპრილს დაფიქსირდა გარდაცვალების 1165 შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 1255. აშშ-ში 5 აპრილს დაავადების 25 316 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპრილს 30 331. ესპანეთში 5478-დან 5029-მდე შემცირდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი... Читать дальше...

ჩინეთი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში COVID-19-ით ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში არ ყოფილა კორონავირუს COVID-19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილია ინფიცირების 32 ახალი ფაქტი და ყველა შემთხვევაში დაავადება აღმოაჩნდათ უცხოეთიდან ჩასულ პირებს. ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. ამ დროისთვის ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში სულ დაავადდა 81 740 ადამიანი. მათგან 77 167 უკვე გამოჯანმრთელებულია. Читать дальше...

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით ათენიდან დაბრუნდებიან

Radiotavisupleba.ge 

დღეს საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე სამშობლოში საბერძნეთიდან დაბრუნდება. თბილისი-ათენი-თბილისის რეისს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს. კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია: 10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი; 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი; 16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი; 18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;... Читать дальше...

უტკინი სოლოვიოვზე: თუნდ მოისაქმეთ მის თავზე

News.ge 

ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ტელეარხ “Россия-1”-ის ტელეწამყვანი, კრემლის რუპორად წოდებული ვლადიმირ სოლოვიოვი გააკრიტიკა. “მას ხელს არ ჩამოვართმევ, რადგან მსგავს სიტუაციაში უკვე შევხვდით და არადელიკატურად “შევამკეთ” ერთმანეთი. ჩემთვის სულერთია, თუნდ მოისაქმეთ მის თავზე. მაგის ნათქვამზე როგორ უნდა განაწყენდე? ადამიანი აკეთებს, რასაც შეუძლია. ბევრი რამით ვიყავი დაკავებული. პირადი დაცვითაც დავდიოდი. დანით ორი ნახვრეტიც მაქვს ზურგში. ...

Спорт в России и мире
Москва

Дмитрий Вязьмикин – тренер по индивидуальной подготовке молодежного футбола «Локо»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бережем нашу природу: какие экологические проекты реализуются в Москве





Путин в России и мире
Москва

Песков: Москва и Пекин намерены продолжать диалог по поставкам газа


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Генерал КГБ»: Лукашенко на закрытом совещании объявил, что скоро вступит в войну




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве допускают, что Зеленский может не попасть на саммит G7 в Италии


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Евгений Маргулис

«Пензенский Майкл Джексон»: Тимур Родригез стал героем шоу Квартирник НТВ у Маргулиса



Москва

"МК" назвал популярные способы обмана туристов на курортах России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net