ზურაბ გურული: საქართველოს ჯერ არ უნახავს კორონა და ღმერთმა ნუ ანახოს!
მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: “სტატისტიკას რაც შეეხება, სტატისტიკა გაყალბებული კი არ არის, უბრალოდ არ არსებობს. ამჟამად ზუსტ სტატისტიკას ვერავინ დაადგენს, ამიტომ უნდა იმუშავო ლოგიკური ინსტიქტებით. ვისაც ეს ინსტიქტები ჩლუნგი აღმოაჩნდება, განწირულია და გვაქვს ამის მაგალითები უკვე. საყოველთაო სწრაფი ტესტირებით საერთო სტატისტიკის დაზუსტება ...