123ru.net
World News in Georgian
Март
2020

Новости за 02.03.2020

სირიის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ქალაქ სარაქიბზე

Radiotavisupleba.ge 

სირიის სამთავრობო ჯარმა, რადიკალური დაჯგუფება „ჰიზბოლას“ მხარდაჭერით აღადგინა კონტროლი სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დიდ ქალაქ სარაქიბზე.   არაბული წყაროების თანახმად, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით სირიის ძალებმა გაარღვიეს მოწინააღმდეგის მთავარი დაცვის ხაზი და დაეუფლნენ ქალაქს.   ასადის ჯარები, წყაროს ცნობით, აწარმოებს ქალაქის კვარტლების წმენდას და ცდილობს სარაქიბი გაათავისუფლოს ოპოზიციისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ჯგუფებისგან, არ მისცეს მათ საშუალება ახალი კონტრშეტევისთვის. ... Читать дальше...

ცნობილი ირანელი “კორონავარსკვლავი” გამოჩნდა (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

“მე არ მაქვს კორონავირუსი, მაგრამ 15 დღე უნდა დავრჩე სასტუმროში, კარანტინში”– ეს არის ირანელი მამაკაცი, რომელიც ნამდვილ ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა, რადგან ინტერვიუს დროს, ექიმებმა მოულოდნელად პალატაში შეატრიალეს ვარაუდით, რომ შესაძლოა კორონავირუსი ჰქონოდა, თუმცა საბედნიეროდ პასუხი უარყოფითია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, 2 კვირის გატარება კარანტინში მაინც მოუწევს.

Source

აჭარის ტელევიზია: გაფიცვისთვის მზადება სიტყვის თავისუფლების დასაცავად

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 90-მდე ჟურნალისტი, რომლებიც ალტერნატიულ პროფკავშირში არიან გაერთიანებული, მაუწყებლის მენეჯმენტთან კოლექტიურ დავას იწყებს. პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილმა მაუწყებლის ადმინისტრაციას დღეს ოთხი მოთხოვნის შემცველი განცხადებით მიმართა. თუ მენეჯმენტი ჟურნალისტებთან 21 დღის განმავლობაში ვერ მოილაპარაკებს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტთა ნაწილი გაიფიცება. მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ ოთხი საკითხიდან ორი მენეჯმენტმა უპირობოდ უნდა შეასრულოს... Читать дальше...



პუტინმა კონსტიტუციის პროექტში ღმერთის ჩამატება მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიტანა რამდენიმე დამატება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც ძირითად კანონში შესატანად  მანამდე სახელმწიფო სათათბიროს წარედგინა.   რუსეთის სახელმწიფოს მეთაური სთავაზობს კანონმდებლებს, რომ კონსტიტუციას დაემატოს ღმერთის ხსენება და ასევე ძირითად კანონში დადგინდეს ოჯახის, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი. ამის თაობაზე ცნობები გავრცელდა სახელმწიფო სათათბიროს „დუმის“ სპიკერ, ვიაჩესლავ ვოლოდინსა და დეპუტატ, პიოტრ ტოლსტოიზე, დაყრდნობით.   „რუსეთის ფედერაცია... Читать дальше...

იმნაძე: ვამბობთ, ერთი კოვზი არ გამოიყენო, მე ხო არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ილაპარაკა ეკლესიაში ერთი კოვზით ზიარების შესახებ. „ჩვენ არ ვადგენთ წესებს რელიგიური რიტუალებისთვის, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციებს, სულერთია, რა სიტუაციაში უნდა გამოიყენო, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები?! ეს არის ეკლესიის საქმე. ჩვენი ეკლესია შეხედავს სიტუაციას, დააკვირდება, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური... Читать дальше...

მსოფლიოში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 მარტს

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსი: მსოფლიო და საქართველო   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს 86 000-ზე მეტი ადამიანი ატარებს კორონავირუსს. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3000-ს გადააჭარბა. COVID-19-ით დაავადების შემთხვევები აღირიცხა მსოფლიოს 63 ქვეყანაში. ჩინეთის გარეთ ყველაზე მძიმე ვითარებაა ირანში, სადაც ამჟამად დაავადებულია 1500-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 66. გარდაცვლილთა შორის არის ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი, 71 წლის მოჰამად მირმოჰამადი. გარდა ამისა... Читать дальше...

სამი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი აფეთქებისას ისტორიული შეთანხმების მიუხედავად

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა საფეხბურთო მატჩის დროს ავღანეთის აღმოსავლეთით მდებარე ჰოსტის პროვინციაში, იმ ფონზე, როდესაც სამი დღეა გასული დოჰაში ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებიდან.    აფეთქება მოხდა ნადირ შაჰ კოტის ოლქში რაიონში მდებარე მოედნის მახლობლად გაჩერებული მოტოციკლის აფეთქების შედეგად. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.   აშშ-მა და თალიბებმა 22 თებერვალს მიაღწიეს ძალადობის შემცირების შესახებ შეთანხმებას, რამაც საფუძველი მისცა მხარეებს, რომ 29... Читать дальше...

"ერთჯერადი კოვზების იდეა ნამდვილად არ არის ცუდი და არ მიმაჩნია, რომ ამით რაიმე კნინდება და ვინმე შეურაცხყოფას აყენებს მრევლს"

Radiotavisupleba.ge 

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ დირექტორი, მაია ბუწაშვილი შეუძლებელია დღეს განისაზღვროს ახალი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების დინამიკის განსაზღვრა, თუმცა, რადიო თავისუფლების ეთერში ის რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს.



რატომ ვერავინ მოაგვარა ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევის დაფიქსირების  ფონზე ყურადღების ცენტრში ექცევა ინფექციური საავადმყოფო. კარანტინში მოხვედრილმა ათობით ადამიანმა შენობის მძიმე სანიტარული მდგომარეობის შესახებ მედიას ღიად უამბო. “ტვირთად მაწევს, რომ ვერ მოვაგვარე ინფექციური საავადმყოფოს პრობლემა” - უთხრა 2 მარტს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს. შენობა, სადაც “ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრია” განთავსებული, თავად ცენტრს არ ეკუთვნის, შენობის  მეპატრონე ამბობს... Читать дальше...

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვემო ქართლში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყეს

Radiotavisupleba.ge 

2 მარტს, გვიან საღამოს, რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ. „სადეზინფექციო სამუშაოებს სპეციალურად თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები ჩაატარებენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის მერიის სატრანსპორტო გაერთიანების დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა. რუსთავის ბაგა-ბაღებში ეს პროცესი 28 თებერვალს დაიწყო. „28 თებერვალს გვქონდა სანიტარული დღე, დალაგდა და დასუფთავდა ფილიალის ეზოები, დეზინფექცია ჩატარდა ყველა სააღმზრდელო ჯგუფში როგორც ჭურჭლის, ასევე ავეჯის ზედაპირების, გამოიცვალა... Читать дальше...

"ქართული ოცნება" ოპოზიციისთვის მიუღებელი შეთავაზებით

Radiotavisupleba.ge 

რას შეთავაზება აქვს „ქართულ ოცნებას“ და რას ფიქრობს ოპოზიციური ერთობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით? რა ვადაში უნდა შეთანხმდნენ მხარეები და რა მოხდება მაშინ, თუკი შეთანხმება ვერ შედგება?

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გაიხსნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გახსნა. მან მხარდამჭერებს „სკაიპით“ მიმართა. „ვამზადებთ ხმების დათვლის სულ სხვა სისტემას, ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვადასხვა კუთხით მომზადებულები, ასევე გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რომ „კარუსელები" გავაჩეროთ, ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებებს იძლევა. გვექნება მოსყიდვის საწინააღმდეგო სერიოზული სისტემები და რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრ ამომრჩეველს გამოვიყვანთ. Читать дальше...

მოხსენება: ჩინეთი უიღურების ძალდატანებით შრომას იყენებს ცნობილი ბრენდებისთვის

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. „პროფესიული მომზადების ცენტრებში“, რომლებშიც, უფლებადამცველთა და მრავალრიცხოვანი მოწმის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ძალდატანებით ათავსებს ასიათასობით მუსლიმს, ძირითადად ეთნიკურ უიღურებს, ხალხს აიძულებენ იმუშაონ ფაბრიკებში, რომლებიც მსოფლიოს ცნობილი ბრენდების პროდუქციას ამზადებს. ამას მოწმობს ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ანგარიში. ჩინეთის ხელისუფლების დოკუმენტებსა და მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, მოხსენების ავტორები ამტკიცებენ, რომ სინძიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ხელისუფლება ამუშავებს ადამიანებს... Читать дальше...

ხაშურიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ საქართველოს ორი და ირანის ორი მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

„გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს თვითდინებით ოთხმა პირმა მიმართა. მათგან ორი ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი, რომლებსაც მათთან კონტაქტი ჰქონდათ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ირანის მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს, 2 მარტს, დილით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სასადილოში ყოფნისას შენიშნეს. „მოქალაქეებმა მოგვმართეს თვითდინებით. ორ მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხველა. Читать дальше...

ფილიპინებზე გაათავისუფლეს მძევლები, რომლებიც დღეს აიყვანა სავაჭრო ცენტრის ყოფილმა მცველმა

Radiotavisupleba.ge 

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაათავისუფლეს მძევლები, რომლებიც დღეს დილით აიყვანა სავაჭრო ცენტრის მცველმა. თავად ის პოლიციას ჩაბარდა. მთლიანობაში მძევლად იყო აყვანილი 30-მდე ადამიანი, - იტყობინება ფილიპინების მედია. სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიჭრა. მძევლები აყვანილ იქნენ სავაჭრო ცენტრში, რომელშიც ადრე მუშაობდა მცველი და საიდანაც ახლახან გაათავისუფლეს. მანილის მერის, ფრენსის ზამორას თქმით, მოძალადე შეეცადა, ყოფილი კოლეგები დაერწმუნებინა, მის მხარეზე გადასულიყვნენ, მაგრამ არავინ დათანხმდა. მძევლები გაათავისუფლეს ძალის გამოუყენებლად... Читать дальше...

კორონავირუსის პრევენციისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთი კვირით მუშაობას წყვეტს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ერთი კვირით, 3-დან 9 მარტის ჩათვლით მუშაობას წყვეტს. ინფორმაცია ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. "9 მარტიდან, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემომსვლელი ყველა პირი გამოიყენებს", - განმარტავენ ბიბლიოთეკაში. საგანმანათლებლო, სპორტისა და კულტურის დაწესებულებებმა... Читать дальше...

ირანში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი, მათ შორის - ალი ხამენეის მრჩეველი

Radiotavisupleba.ge 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი. ამგვარად, ქვეყანაში ამ დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 66-ს მიაღწია. დაავადებულია 1500-ზე მეტი. გარდაცვლილთა შორის არის ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი, 71 წლის მოჰამად მირმოჰამადი. გარდა ამისა, ირანში ხელისუფლების მაღალი რანგის რამდენიმე წარმომადგენელია ინფიცირებული. ირანს კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ჩინეთის შემდეგ, საიდანაც დაიწყო გავრცელება დაავადებამ. Читать дальше...

კორონავირუსის პრევენციის გამო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას წყვეტენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თეატრების ნაწილი, მათ შორის, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრები კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორი კვირით სპექტაკლებს წყვეტენ. სპექტაკლებს წყვეტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრიც. ამ დროის განმავლობაში შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. საგანმანათლებლო, სპორტისა და კულტურის დაწესებულებებმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ რეკომენდაცია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღეს. უწყებაში განმარტავენ, რომ რეკომენდაცია 90-მდე კულტურულ დაწესებულებას... Читать дальше...


Музыкальные новости
Концерт

Концерт группы "Пикник" начался с минуты молчания в память о погибших в "Крокусе"





Персональные новости
Борис

Ритуальный агент Борис Свистунов: комплексная поддержка в организации похоронных услуг в Санкт-Петербурге и Ленинградской области





„პირველი არხის“ ცნობით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ მოხსენებას 4 მარტს წარუდგენს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში მეორე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - იტყობინება „პირველი არხი“. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის თარიღი უკვე შეთანხმებულია. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. Читать дальше...

4 მარტს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ

News.ge 

4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანაგრიშის მოსმენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მოხსენება საინტერესო იქნება. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა... Читать дальше...

"ინტერფაქსი": ასლან ბჟანია მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

ქალაქ სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება სამედიცინო წრეების ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, „პაციენტი მედიკამენტოზურ კომაში იქნა გადაყვანილი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი ტრანსპორტირება კრასნოდარის კლინიკაში“. „ინტერფაქსის“ სხვა წყაროს ცნობით, ბჟანია „მძიმე მდგომარეობაშია“. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბჟანია სოჭის საავადმყოფოდან კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს. Читать дальше...

ტაჯიკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ რაჰმონის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

Radiotavisupleba.ge 

ტაჯიკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის მმართველმა პარტიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა 1 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. 2 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბახტიორ ხუდოიორზოდამ გამოაცხადა წინასწარი მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ხმების 50,4% მიიღო სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ. ამგვარად, მან პროპორციული კენჭისყრისთვის განკუთვნილი 22 ადგილიდან 12 მოიპოვა. ტაჯიკეთში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. 63-ადგილიანი პარლამენტის... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის, პირველ ეტაპზე, მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობის 30 იანვრის განკარგულების მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან თანხა ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო. ამ თანხიდან 357 095 ლარი შემოსავლების სამსახურს გამოეყო და სახმელეთო საზღვრებზე კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო მოწყობილობებს მოხმარდება, 135 367 ლარი კი - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას. 2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. საქართველოში კარანტინში 97 ადამიანია... Читать дальше...

ვის უღებენ სინჯს კორონავირუსზე და გვაქვს თუ არა საკმარისი რაოდენობის ტესტები?

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად საკმარისი რაოდენობის ტესტი არსებობს.

Спорт в России и мире
Москва

В хоккейном ЦСКА сменился главный тренер


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Дарья Касаткина

Теннисистка Касаткина отреагировала на высказывания Винер о россиянах


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Выпуск ЦФА на платформе «Атомайз» поможет снизить нагрузку на экологию





Путин в России и мире
Москва

«Он боится»: почему Байден позволяет себе оскорбления в адрес Путина


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире
Москва

СМИ: Байден и Шольц не успели предложить Москве обменять Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт "Crush string quartet "с программой «Мировые рок - хиты»



Москва

Тюменцы жалуются на грязную кашу на дорогах

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net