Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2020

Новости за 30.03.2020

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ბლოკის ლიდერებს, წინ აღუდგნენ რუსეთ-ჩინეთის დეზინფორმაციას

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტართა ჯგუფი მოუწოდებს კავშირის ლიდერებს, რათა საპასუხო ზომები დაუპირისპირონ რუსეთიდან და ჩინეთიდან დაძრულ დეზინფორმაციას, რაც კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებელად ევროკავშირის მიერ განხორციელებული ქმედებების ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.   „სასწრაფოდ საჭიროა კონცენტრირებული ძალისხმევა მტრული გეოპოლიტიკური ამბიციების მქონე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არსებული კრიზისის ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ“, - ნათქვამია 39 ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ მიმართვაში, რომლის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი... Читать дальше...

ჰაკერულმა ფორუმმა გაავრცელა საქართველოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემთა ბაზა

Radiotavisupleba.ge 

მონაცემთა დაცულობაზე მონიტორინგის ჯგუფმა Under the Breach, რომელიც კიბერდანაშაულის საკითხებს იკვლევს, გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ამომრჩეველთა სიის მონაცემების ინტერნეტში გაჟონვის შესახებ. Under the Breach-ზე დაყრდნობით, ZDNet წერს, რომ „გასულ შაბათს ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა 4,9 მილიონი ამომრჩევლის (გარდაცვლილების ჩათვლით) შესახებ მონაცემები. ინტერნეტში გაზიარდა 1,04 გიგაბაიტი მაიკროსოფტის მონაცემთა ბაზის (MDB) ფაილი. მონაცემთა ბაზა შეიცავს 4934863 ჩანაწერს, მაგრამ არ არის განახლებული... Читать дальше...

კახეთში ფეხბურთის თამაშისთვის თერთმეტი ადამიანი დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მინისტადიონზე, ფეხბურთის თამაშისთვის თერთმეტი ადამიანი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის პოლიციამ ახალგაზრდებს ფინანსური ჯარიმები დააკისრა, თითოეულს სამ-სამი ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოცდაოთხ საათში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. სახელმწიფოს მიერ საგანგებო რეჟიმის დადგენილი წესის დარღვევა ფიზიკური პირის სამი ათასი ლარით... Читать дальше...



საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

News.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. „30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აცხადებენ სააგენტოში. სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელ აპრილს, დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ...

მარნეულის ცენტრში უკმაყოფილო მოქალაქეები შეიკრიბნენ

Radiotavisupleba.ge 

მარნეულში გამოცხადებული კარანტინის და საჯარო სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე, რომლებიც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ. მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, სოფლად მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ ანაწილებენ. ერთ-ერთმა ქალმა მარნეულის რადიოს უთხრა, რომ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა და მერიასთან დახმარების მისაღებად მივიდა: „ვირუსი კი არ მოგვკლავს ჩვენ, შიმშილი მოგვკლავს“. Читать дальше...

სერბეთის მთავრობა გეგმავს 5 მილიარდი ევროს დახმარებას ეკონომიკის სტიმულირებისათვის

Radiotavisupleba.ge 

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს გამოყოს 5 მილიარდი ევროს ($ 5,54 მილიარდი) სესხი ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარი ბიზნესის სტიმულირებისათვის.   ამ პაკეტის ფარგლებში, სერბეთის მთავრობისგან 100 ევროს მოცულობის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს 18 წელზე მეტი ასაკის, ჯამში, 5,5 მილიონი მოქალაქე.   კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად სერბეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.   ქვეყანაში კორონავირუსიით დაავადებულია 741 ადამიანი, 13 გარდაიცვალა.

„მთავარმა არხმა“, ამ მავნებელმა მედიამ, აი, ეს გრაფიკი გაუშვა ეთერში… ამ არხის დედა ვატირე!“ – გური სულთანიშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

POSTV-ის წამყვანი, ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი, „მთავარი არხის“ გუშინდელ ეთერში გასულ დეზინფორმაციულ და მიზანმიმართულად პანიკის გამავრცელებელ გადაცემას ფეისბუქზე ეხმაურება. „მთავარმა არხმა, ამ მავნებელმა მედიამ გაუშვა ეს გრაფიკი, სადაც გვარამია ყვება შემდეგს; წარმატება არ გვაქვს, პირველ თვეში, ყველას უკეთესი შედეგი ქონდა, ახლა იწყება კატასტროფაო. ესაა უკონტექსტოდ, მავნებლურად გაკეთებული გრაფ იკი. საგანგებოს დროს, ასეთი მედია თავისუფლად შეიძლება რომ […]

Source

30 მარტს უნგრეთის პარლამენტი კენჭის უყრის პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების გაზრდის საკითხს

Radiotavisupleba.ge 

30 მარტს უნგრეთის პარლამენტში გაიმართება სესია, რომელზეც მოელიან, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისათვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას კორონავირუსის შესაჩერებლად შემოღებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.   საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას უფლებას აძლევს, დეკრეტის საფუძველზე, პარლამენტის თანხმობის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელოს 11 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედება.   კანონპროექტს დიდი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური ოპოზიციისა და უფლებადამცველების... Читать дальше...



საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 100-ზე მეტი მოქალაქე დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო, ბოლო 24 საათში პოლიციამ 3000-3000 ლარით დააჯარიმა 104 მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვის დარღვევისთვის დაჯარიმდა 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოვლენილია თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტიც. გარდა ამისა, საგანგებო... Читать дальше...

კახეთში შესაძლოა მგზავრებზე ზედამხედველობა გამკაცრდეს

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება გახდეს საჭირო. როგორც მან ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, ამ მიზნით შესაძლოა კახეთში შემსვლელი და რეგიონიდან გამომსვლელი მგზავრების თერმოსკრინინგი დაიწყოს: „რეგიონში საეჭვო პაცინტი არ გვყავს, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრებას და რეგიონში ბლოკპოსტის განთავსებას ვფიქრობთ, რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა... Читать дальше...

განათლების სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება

News.ge 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ. რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ...

ნათია თურნავა: მძიმე საყურებელია, რომ ლარი გლობალური გამოწვევისგან გამომდინარე, უფასურდება

News.ge 

მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ლარის კურსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მძიმე საყურებელია, რომ ლარი, რომელიც ჩვენი კოორდინირებული მუშაობით წინა თვეებში ძალიან კარგად ...

მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა

News.ge 

მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც თურნავა აცხადებს, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს შემოსავლები შეუნარჩუნდეთ – თუ ასი პროცენტით არა, არსებითად მაინც, რომ ყოველდღიური ...

“რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარება ამ ეტაპზე მძიმეა”

News.ge 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „ჩვენს კლინიკაში 67 პაციენტი წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული, დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოაგდო მოგზაურობის ცნება და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს, ვინც ჩვენთან კლინიკაში შემოვა... Читать дальше...

ვლადიმერ ჩაჩანიძე COVID-19-ის გავრცელებასა და ტესტირების სტრატეგიაზე

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმერ ჩაჩანიძე ექიმი ინფექციონისტია. ის აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში „მეთოდისტების საავადმყოფოების ქსელში“ მუშაობს. მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი პირადი გამოცდილება და დაკვირვება COVID-19-ის შესახებ. ვლადიმერ ჩაჩანიძე თვლის, რომ აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკის ზრდა თავად ვირუსის გავრცელების გარდა ტესტირების გახშირებამაც გამოიწვია: „ჩემი საავადმყოფოს მაგალითზე გეტყვით: თუ ადრე იყო ტესტის შეზღუდული რაოდენობა, ასევე შედარებით ნაკლები იყო პაციენტების მოდინება, ეს ნაწილი ახლა შედარებით დაიხვეწა. Читать дальше...

მოსკოვში დღეიდან ძალაში შედის "საყოველთაო თვითიზოლაციის" რეჟიმი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 30 მარტიდან ამოქმედდა თვითიზოლაციის საყოველთაო რეჟიმი.     ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, სახლებიდან გამოვიდნენ მხოლოდ პროდუქტებისა და წამლების შესაძენად, ნაგვის გასატანად, ძაღლების სასეირნოდ, აუცილებელი სამედიციონი დახმარების მისაღებად და ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურში სიარულისათვის.   რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, მოუწოდა სხვა ქალაქებს და ოლქებს, რომ მიბაძონ მოსკოვს და გადავიდნენ საყოველთაო თვითიზოლაციაზე. Читать дальше...

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ ერთი პაციენტი არ გაატარეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოს მიმართულებით არ გაატარა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალთან ერთად მყოფი მეორე პაციენტი და ის სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს ზუგდიდის კლინიკის ექიმი ლალი დარახველიძეც. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს, ღამით გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული, COVID-19-ის სიმპტომების მქონე 50 წლის ქალი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან... Читать дальше...

ჩეხეთის მთავრობა განიხილავს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ერთი თვით

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, განაცხადა, რომ მთავრობა კიდევ ერთი თვით აპირებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, თუ მას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს. მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის ვადა 11 აპრილს იწურება.   ჩეხეთში კორონავირუსით დაახლოებით 2837 კაცია დაავადებული. 17 პაციენტი გარდაიცვალა. 11 ავადმყოფი განიკურნა. ტესტირებულია 43 500-მდე ადამიანი.    საგანგებო მდგომარეობის კანონით ჩეხეთის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი მასობრივი თავყრილობა, ქუჩაში გამოსვლა ნებარდართულია მხოლოდ პირბადეებით... Читать дальше...

საქართველოში COVID-19-ის 98-ე შემთხვევა დადასტურდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა და საერთო რიცხვი 98-მდე გაიზარდა. 30 მარტის 11:30 საათის მდგომარეობით, გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი. საქართველოში ამ დრომდე დადასტურებული 98-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი  სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.  შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში რჩება 78 ინფიცირებული პაციენტი.


Музыкальные новости
The Beatles

100 лучших сольных песен The Beatles - 4





Персональные новости
Россия

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга





საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოსწავლეთათვის ტელესკოლა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეიდან, 30 მარტიდან, უკვე ეთერშია პროექტი ტელესკოლა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სატელევიზიო გაკვეთილების ჩატარებას. ტელესკოლის პროექტში გაკვეთილები პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ჩატარდება. პროექტი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით. „პირველი არხი ... Читать дальше...

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას პურის მიწოდების პრობლემა არ ექნება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსახლეობას პურის მიწოდების პრობლემა არ ექნება. სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი იმყოფებოდა პურის მწარმოებელ მსხვილ კომპანიებში, ,,პური“ და „იფქლი“ და ადგილზე გაეცნო საწარმოო სიმძლავრეებს და ინფორმაციას არსებული მარაგის შესახებ. მინისტრის განცხადებით, COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ  რთულ ვითარებაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია... Читать дальше...

დე ფაქტო მთავრობის ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს COVID-19 არ დაუდგინდა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19 არ აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც დაავადების სიმპტომებით 28 მარტს გადაიყვანეს სოხუმის ინფექციური საავადმყოფოდან გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში. დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ კვლევას რუსეთიდან მიღებული ტესტებით ატარებენ. კორონავირუსის სიმპტომებიანი ყველა პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავთ. 29 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მდინარე ენგურზე დაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა... Читать дальше...

COVID-19-ით ინფიცირებული პლასიდო დომინგო საავადმყოფოში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი ესპანელი ტენორი, 79 წლის პლასიდო დომინგო კორონავირუს COVID-19-ით გამოწვეული გართულების გამო, თვითიზოლაციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისმა პრესმდივანმა CNN-ს აცნობა, რომ პლასიდო დომინგო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს კლინიკაშია, მკურნალობაზე რეაგირებს და თავს კარგად გრძნობს. ცნობილმა ტენორმა დაახლოებით ერთი კვირის წინ, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ მაღალი ტემპერატურის და ხველების გამო  ტესტირებისთვის ექიმს მიმართა, კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. Читать дальше...

საქართველოში COVID-19-ისგან განკურნებულთაგან 2 ბავშვია

Radiotavisupleba.ge 

30 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირების 91 შემთხვევა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა შორის 2 ბავშვია. კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება 3 ბავშვი. 30 მარტის 9:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264. COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს მარნეულსა და ბოლნისში.

აშშ-ში ერთი თვით გაგრძელდა COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 აპრილამდე გააგრძელა კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები და მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან სოციალური დისტანცირების წესი და ექიმების სხვა რეკომენდაციები. თეთრი სახლის ბაღში 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე ტრაპმა თქვა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები პიკს სავარაუდოდ, ორ კვირაში მიაღწევს და 12 აპრილიდან კლებას დაიწყებს. ტრამპის განცხადებით, თუ COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი 100 ათასს არ გადააჭარბებს, ეს იმის ნიშანი იქნება... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Личка — о самой дорогой покупке в Москве: два дня назад решил купить самокат за 60 тысяч рублей


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Полина Михайлова

Россиянка Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В 2024 году исполняется 140 лет созданию в Москве первой общедоступной публичной бесплатной библиотеки





Путин в России и мире
Москва

Пашинян подготовил "подарок" Путину к его инаугурации. Запад будет доволен


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Любовь Успенская назвала дурной композицию Пугачевой «Балалайка»



Москва

"Железные волки" НАТО рядом с Калининградом в ожидании победы России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net