123ru.net
World News in Georgian
Март
2020

Новости за 03.03.2020

თათრეთის მუფთი ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციაში რუსი ხალხის განსაკუთრებული როლის ხაზგასმას

Radiotavisupleba.ge 

თათრეთის მუფთმა, კამილ სამიგულინმა, გაილაშქრა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მიერ სახელმწიფო სათათბიროში ინიცირებულ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ, რომელიც რუს ხალხს აცხადებს, „სახელმწიფოს შემქნელ“ ერად.   „უპერსპექტივოა და არ შეიძლება, რომ ერთი ერი გამოცხადდეს სახელმწიფო შემქმნელ ერად, რადგან რუსების გარდა რუსეთის ტერიტორიაზე სხვა ღვიძლი ხალხიც ცხოვრობს და ყველამ შეიტანა წვლილი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა პრესსამსახურის საშუალებით თათრეთის მუსლიმანთა სასულიერო ლიდერმა. Читать дальше...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას „კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა თალიბანის ლიდერთან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა თალიბანის ლიდერთან, სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც დოჰაში ხელი მოეწერა ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმებას.   „დღეს ვესაუბრე ტელეფონით თალიბების ლიდერს. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა“, - განუცხადა 3 მარტს თეთრ სახლში ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.   მანამდე ყატარში მდებარე თალიბანის ოფისმა გაავრცელა ცნობა, დონალდ ტრამპსა და მოლა აბდულა ღანი ბარადარს შორის გამართული 35 წუთიანი სატელეფონო საუბრის შესახებ.... Читать дальше...

ასე ერთობიან კარანტინში მყოფი პაციენტები (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვიდეომასალა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “პრაიმშოუ”-ს წამყვანმა ნოე სულაბერიძემ გაავრცელა, რომელშიც ჩანს თუ როგორ ერთობიან თბილისში, კლინიკა ვივამედის კარანტინში მყოფი პაციენტები. მუსიკა სავარაუდოდ ავტორმა დაურთო.

Source



ვიდეო: გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა. ფაშინიანმა ლეკვს "ძვირფასი საჩუქარი" უწოდა და ფოტო-ვიდეომასალა Facebook-ით გაავრცელა. ფაშინიანი წერს, რომ ეს მისი მეხუთე ძაღლი იქნება. "ეს, სინამდვილეში, სუფთა ჯიშის ყაზბეგურია. ეს, სინამდვილეში, ის არის, რაც თავისი, ცოცხალი შეეძლო მოეცა თქვენთვის საქართველოს... [სახელი] პასპორტით აქვს, მაგრამ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რასაც თქვენ მოისურვებთ, ის დაარქვით", - უთხრა გახარიამ ფაშინიანს ლეკვის ჩუქებისას. Читать дальше...

"სუპრესამშაბათს" აშშ-ში ერთბაშად 14 შტატში დემოკრატების პირველადი არჩევნები ტარდება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მილიონობით მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას პირველად არჩევნებში, საარჩევნო ტერმინოლოგიით, „სუპერ სამშაბათს“, როდესაც დემოკრატიული პარტიის მომხრეები 14 შტატში უყრიან კენჭს კანდიდატებს, რომელთაგან გამარჯვებულს ექნება რეალური შანსი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდეს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს. ამ დრომდე ერთიანი კანდიდატობისთვის ბრძოლას განაგრძობს დემოკრატების ბანაკის ხუთი პრეტენდენტი. ჯერჯერობით ლიდერობს ბერნი სანდერსი, 78 წლის მემარცხენე ყაიდის სენატორი, რომლის არჩევასაც არ უჭერს მხარს დემოკრატიული პარტიის ელიტა. Читать дальше...

გაირკვა ერთა ლიგაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშებაში რანგით მესამე - C ლიგაში ითამაშებს და ჯგუფში ორ-ორჯერ ეთამაშება ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებებს. ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფების წილისყრა დღეს გაიმართა, ამსტერდამში. ევროპის 55 ქვეყნის ნაკრები 4 ლიგაში გადანაწილდა. A, B და C ლიგებში 16-16 ნაკრები ითამაშებს, ხოლო D ლიგაში - 7. A ლიგის ჯგუფებში გამარჯვებულები ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის, პლეი ოფში გააგრძელებენ ბრძოლას. აუტსაიდერები B ლიგაში დაქვეითდებიან. Читать дальше...

ვირუსის გამო გადადებული ღონისძიებები და კარანტინი ქვეყანაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 მარტს

Radiotavisupleba.ge 

რეკომენდაციები და კარანტინი საქართველოში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ლუგარის ლაბორატორიაში ბოლოს 23 ნიმუში გადააგზავნეს და ყველა მათგანი უარყოფითი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ვირუსის ახალი გამოვლენილი შემთხვევები არ არის, ქვეყანაში მაინც რეკომენდაციების ჩამონათვალი ფართოვდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. იმის გამო, რომ ამ გზითაც ვრცელდება კორონავირუსი... Читать дальше...

მამა ანდრია სარია: რომ ვთქვა კორონავირუსი არ შემეყრება, ეს მორწმუნეობა კი არა სიგიჟეა

Radiotavisupleba.ge 

მამა ანდრია სარია ამბობს, რომ სასულიერო პირები ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებიც დაავადადებების მიმართ ერთნაირად რეაგირებენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.  "მე რომ ვთქვა, მე არ მოვკვდები და კორონავირუსი არ შემეყრება, ძალიან იდიოტი უნდა ვიყო. ეს მორწმუნეობა არ არის, ეს არის სიგიჟე. ჩვენ ჩვეულებრივად ვკვდებით, ქოლერიით მოკვდა პატრიარქი ლეონიდე... თუ ვამბობთ, რომ ადამიანი ქუჩაში არ გამოვიდეს, მაშინ ეკლესიაშიც არ მივიდეს. თუ ვამბობთ, რომ  ქუჩაში და თავშეყრის ადგილებში გამოდით, მაშინ რა პრობლემაა", — თქვა მამა ანდრია სარიამ. Читать дальше...



რუსეთის მარეგულირებელი „ბი-ბი-სის“ კანონის დარღვევისთვის უჩივის

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი სახელმწიფო უწყება, „როსკომნადზორი“, სასამართლოში უჩივის ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია, „ბი-ბი-სის“ მსოფლიო ახალი ამბების სააგენტოს («BBC World News»), რუსეთში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის.     შემოწმების პროცესში, კერძოდ, გაირკვა, რომ „ბი-ბი-სიმ“ დაარღვია კანონის მოთხოვნა „ისეთი ინფორმაციისგან ბავშვთა დაცვის შესახებ, რომელიც ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას“, - ნათქვამია „როკომნადზორის“ წერილში, რომლის თანახმად სასამართლო განიხილვა... Читать дальше...

იმ სკოლის დირექტორი, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაზე ეჭვი გაჩნდა: სხვაგანაც იგივე მდგომარეობა იქნება

Radiotavisupleba.ge 

ნატო ბენდელიანი, იმ სკოლის დირექტორი, რომლის სარდაფშიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე ეჭვი გაჩნდა, აცხადებს, რომ მსგავსი მდგომარეობა ნებისმიერ სხვა სკოლაშია. დირექტორი ამ საკითხზე ჟურნალისტებს ესაუბრა. "ნებისმიერი სკოლის სარდაფში რომ მიხვიდეთ, იგივე მდგომარეობა იქნება იმიტომ, რომ სარდაფი დაუცველია... დღისით, მზისით, არასდროს მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ჩემს ბავშვებს გამოვრიცხავ", - თქვა დირექტორმა. დღეს, 3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში მდებარე, აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში... Читать дальше...

ბოკერია ზურაბიშვილის მოხსენებაზე: ვისურვებდი, ქვეყანას ამ გამოსვლის დროსაც არ შეუქმნას პრობლემა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ქვეყანას "ცარიელ ადგილზე" შეუქმნას პრობლემა. ასე გამოეხმაურა 4 მარტს დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ბოკერია. "ვისურვებდი, რომ ამ გამოსვლის დროს ქვეყანას არ შეუქმნას კიდევ ერთი პრობლემა რაიმე სისულელის თქმით", - თქვა ბოკერიამ. პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც ხვალ, 4 მარტს არის დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან. Читать дальше...

1.5 ლარი 1კვ.მ-ზე - ფასები და მეთოდები: ვინ როგორ ატარებს დეზინფექციას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემდეგ დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თეატრების და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დეზინფექცია. კერძო კომპანიების ნაწილი კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად  თავად ქირაობს დასუფთავების სამსახურებს.   რა რეკომენდაციები არსებობს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ დეზინფექციისას?  რა ჯდება და რა სიხშირით არის საჭირო დეზინფექცია?  იშოვება თუ  სადეზინფექციო საშუალებები?  არასამედიცინო დაწესებულებებში (მაგალითად... Читать дальше...

წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთის კლუბმა - თბილისის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი თამაში მოიგო. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეათე ტურის შეხვედრაში, დღეს, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ უმასპინძლა საფრანგეთის უძლიერეს კლუბ „მარსელს“ და დაამარცხა ანგარიშით 15:12. „დინამოსა" და „მარსელის" მატჩი კორონავირუსის რისკის გამო მაყურებლის გარეშე, ცარიელ დარბაზში გაიმართა.

დედამ დამაძალა - როგორ გადაწყვიტა ზუგდიდელმა გოგომ ემინემის "ჩელენჯში" მონაწილეობა

Radiotavisupleba.ge 

16 წლის ზუგდიდელი ნინი ჩილაჩავა ამერიკელ მომღერალ ემინემის გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა. მის ვიდეოს ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტმა ადამიანმა უყურა.  მანამდე ცნობილმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა სოციალურ ქსელში საკუთარ თაყვანისმცემლებს მოუწოდა, სიმღერა Godzilla-ს ბოლო სტროფი ისევე სწრაფად წაეკითხათ, როგორც ამას თავად აკეთებს. ემინემმა ამ სიმღერაში საკუთარი რეკორდი მოხსნა და 30 წამში 229 სიტყვა წარმოთქვა. ემინემმა ამ სიმღერაში საკუთარი რეკორდი მოხსნა და 30 წამში 229 სიტყვა წარმოთქვა. ნინი ჩილაჩავა რადიო თავისუფლებას ეუბნება... Читать дальше...

სერბეთი აცხადებს, რომ კიდევ ერთმა ქვეყანამ წაიღო უკან კოსოვოს აღიარება

Radiotavisupleba.ge 

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიერა-ლეონე გახდა კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც უკან წაიღო კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობის გადაწყვეტილება.   რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, აფრიკული სახელმწიფოს გარდა კოსოვოს აღიარება ბოლო წლებში უკან წაიღო 17-მა სახელმწიფომ.   სერბეთის სახელმწიფო სააგენტო „ტანჯუგი“ ადასტურებს ასეთ გადაწყვეტილებას, რაც სიერა-ლეონეს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტსა და სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ, ივიცა დაჩიჩთან, შეხვედრას მოჰყვა. Читать дальше...

თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს ხელფასი არ დაექვითებათ - ჯანდაცვის სამინისტრო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს ხელფასი არ დაექვითებათ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს დადგენილების პროექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალ, 4 მარტს დამტკიცდება. დოკუმენტი ამ დრომდე კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებზეც გავრცელდება. "სამინისტროს ექნება უფლებამოსილება... Читать дальше...

თბილისის იუსტიციის სახლში დეზინფექცია ჩაატარეს

Radiotavisupleba.ge 

ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, თბილისის იუსტიციის სახლსა და გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დეზინფექცია გაუკეთდა დარბაზებს, მაგიდებს, დერეფნებს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.  სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება პარალელურ რეჟიმში ხვალიდან იუსტიციის სახლის რეგიონულ ფილიალებშიც დაიწყება.

ხამენეიმ მოსახლეობას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ხელისუფლებას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

Radiotavisupleba.ge 

ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ხელისუფლებას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. „დაიცავით ავტორიტეტული ორგანოების მიერ პროფილაქტიკის მიზნით გაცემული რეკომენდაციები და ინსტრუქციები, დაიცავით სისუფთავე, დაიბანეთ ხელ-პირი, რათა არ დაინფიცირდეთ და სხვებიც არ დააინფიციროთ“, - განაცხადა 3 მარტს ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლის დროს აიათოლა ალი ხამენეიმ.   ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის ამ გაფრთხილების ფონია ბოლო ცნობა, რომლის თანახმად ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 77-ს მიაღწია. Читать дальше...


Музыкальные новости
Певица

Певица Любовь Успенская назвала россиян своей семьей





Персональные новости
Алексей Воробьёв

Заместитель Директора Росгвардии генерал-полковник Алексей Воробьев вручил награды военным врачам главного госпиталя ведомства и навестил раненых росгвардейцев





პენიტენციური სამსახური: ციხეებში კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ასრულებენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ციხეებში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციებს ასრულებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პრევენციულ ზომებს ჯერ კიდევ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურებამდე მიმართეს. მსგავსი რეგულაცია ვრცელდება ე.წ. მიმღებ ციხეებზეც, სადაც ბრალდებულები ხვდებიან. "განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული იმ პირებზე (ბრალდებულებზე), ვისაც აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია... Читать дальше...

„გვინდა შევქმნათ მომავალი სმენის დაზიანების მქონე ბავშვებისთვის, რომ იყვნენ ისინი, ვინც უნდათ და არა ისინი, ვინც საზოგადოებამ გადაწყვიტა“

Radiotavisupleba.ge 

3 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სმენის მსოფლიო დღეს“ აღნიშნავს - „არ მისცე უფლება სმენის დაკარგვას შეგზღუდოს შენ”, ასეთია წლევანდელი დევიზი. საქართველოში მოქმედი ფონდის - "აურესი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე თორთლაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

4 მარტიდან სწავლა ყველა სკოლასა და უნივერსიტეტში შეწყდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწავლა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეწყდება. სწავლის შეწყვეტის ვალდებულება ხვალ, 4 მარტიდან აქვთ.  "ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები... Читать дальше...

Stopcov.ge - ყველა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ერთ ვებგვერდზე

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ვებგვერდი - Stopcov.ge შეიქმნა.  ვებგვერდი თავს უყრის სახელმწიფოს მიერ გატარებული ყველა ღონისძიებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ინფორმაციას. გარდა ამისა, Stopcov.ge-ზე შეხვდებით ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებული ან გარდაცვლილი ადამიანების შესახებ და პასუხებს აქტუალურ კითხვებზე. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა რჩება. Читать дальше...

ანკარა და სოფია ევროკავშირს ადანაშაულებენ თურქეთისათვის დევნილთათვის განკუთვნილი თანხის გადაუხდელობაში

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა 2 მარტს მხარი აუბა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომელმაც ევროკავშირი დაადანაშაულა 2016 წელს, დევნილთა კრიზისის დროს, ხელმოწერილი შეთანხმების შეუსრულებლობაში.   ანკარაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელიც თურქეთიდან ევროპისკენ დევნილთა ახალი ტალღის დაძვრას შეეხებოდა, თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა თურქეთს არ გადაუხადა დაპირებული 6 მილიარდი ევრო (6.68 მილიარდი $) მაშინ, როცა 4 მილიონი დევნილის დაბინავება თურქეთის ბიუჯეტს 40 მილიარდი ევრო დაუჯდა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Блиц-матч по шахматам между двумя командами провели в павильоне «Спорт для каждого»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Российская теннисистка Калинская покинула WTA-1000 из-за проблем со здоровьем


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Энергетические поля компенсируют растущие потребности в электроэнергии





Путин в России и мире
Москва

Мособлдума выступила за присвоение Красноармейску высокого звания


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире
Москва

Силовики задержали за сутки пятерых журналистов, часть проходит по делу об «участии в работе ФБК», одного жестоко избили при задержании



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Рахманинов

Скульптура Сергея Рахманинова украсит музыкальную школу в Кисловодске



Москва

Боец MMA Минаков рассказал о своей мотивации для возвращения в спорт

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net